რა უნდა ვიცოდეთ იმპლანტისა და გვირგვინის შესახებ

16 დეკემბერი 2022

რა არის და როდის გამოიყენება დენტალური იმპლანტი?

დენტალური იმპლანტაცია არის უკბილობის (სამედიცინო ტერმინი - ადენტია) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდი. დენტალური იმპლანტაციის დროს, პაციენტს კბილი სრულიად აქვს დაკარგული, რაც ნიშნავს იმას, რომ ყბის ძვალში არ არის ფესვი.

დენტალური იმპლანტაციის პროცედურა გულისხმობს ძვალში ხელოვნური ფესვის, ანუ მეტალის იმპლანტის მოთავსებას. მეტალის იმპლანტზე კი შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი). თანამედროვე სტომატოლოგიაში, კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების მრავალი ალტერნატიული მეთოდი არსებობს,  მაგრამ იმპლანტაცია ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რჩება პაციენტებისათვის, რადგან იმპლანტი და მასზე მოთავსებული ხელოვნური კბილი (გვირგვინი) ვიზუალურად ძალიან გავს ბუნებრივ კბილს. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტები მაგრდება დაკარგული კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება.

თანამედროვე სტილის იმპლანტი შედგება სამი კომპონენტისაგან, ესენია:

  • ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც ინტეგრირდება ძვალში;
  • იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს ტიტანის ხელოვნურ ფესვთან;
  • იმპლანტის ხელოვნური გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივი კბილის ანალოგია.

დაკარგული კბილის იმპლანტით ჩაანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის  შენარჩუნებაში, რადგან იმპლანტები ვიზუალურ ეფექტთან ერთად აუმჯობესებენ  ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე.

რა არის და როდის გამოიყენება კბილის ხელოვნური გვირგვინი?

კბილის ხელოვნური გვირგვინი გამოიყენება მაშინ, როდესაც დაზიანებულია პაციენტის კბილის მხოლოდ გვირგვინი და ყბის ძვალში არსებული ფესვი მყარია. კლინიკურ შემთხვევათა უმრავლესობაში, კბილის ზედა ნაწილის (ღრძილის ზემოთ გვირგვინი) ფორმის აღდგენა ბჟენით ან ჩანართით შეუძლებელია და სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი სრულიად ჩანაცვლება. კბილის ხელოვნური გვირგვინები აღადგენენ საღეჭი აპარატის ფუნქციას.

თანამედროვე ხელოვნური გვირგვინები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება.პაციენტი და სტომატოლოგი კონსულტაციისას ერთად არჩევენ იმ მასალას, რომლითაც უნდა დამზადდეს ხელოვნური გვირგვინი. ამ დროს ხდება ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა პაციენტის ბუნებრივი კბილის ფერი და მინანქრის (იგივე ემალი) სტრუქტურა. პროფესიონალურად დამზადებული და პაციენტის პირის ღრუზე ზუსტად მორგებული ხელოვნური გვირგვინი, გამოირჩევა გამძლეობით. ის მრავალი წლის განმავლობაში ასრულებს თავის ფუნქციას, თუმცა, პირველადი ეფექტის შენარჩუნება და ხელოვნური გვირგვინების მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენას. იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და თქვენმა ხელოვნურმა გვირგვინებმა რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ, აუცილებელია, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს და გაითვალისწინოთ მისი რჩევები.

როდის უნდა მივმართოთ სტომატოლოგს?

როდესაც კბილები, პირის ღრუში განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ მყარად, ხოლო მათ შორის ცარიელი სივრცე მინიმალურია, ისინი არ მოძრაობენ და შესაბამისად დაცული არიან მორყევისა და სხვა რაიმე სახის დაზიანებებისაგან. როდესაც პაციენტი კარგავს კბილს, ეს სიმყარე ირღვევა და საფრთხე ექმნება პირის ღრუს სიჯანსაღეს. ამასთან ერთად, დაკარგულმა კბილმა, შეიძლება შეცვალოს თქვენი სახის ნაკვთებიც.  დაკარგული კბილის ადგილას წარმოქმნილი სივრცე ხელს უშლის ღეჭვის ნორმალურ პროცესს. პაციენტი საკვებს აქუცმაცებს მხოლოდ იმ მხარეს, სადაც არ აქვს დაკარგული კბილი. შესაბამისად, ხდება სახის მხოლოდ ერთი მხარის კუნთების სტიმულირება. ეს ყველაფერი იწვევს სახის ნაკვთებს ცვლილებას და ხდის სახეს ასიმეტრიულს. თუ თქვენ გაწუხებთ ადენტია (უკბილობა), აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალს, რაც შეიძლება მალე. ასე თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი პირის ღრუ და მომხიბვლელი ღიმილი.   

 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ დღესდღეობით ერთადერთი კლინიკაა საქართველოს მასშტაბით, რომელიც  Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია.  Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა  და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა.

ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.

სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16