სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
16 დეკემბერი 2022
დენტალური იმპლანტაცია არის უკბილობის (სამედიცინო ტერმინი - ადენტია) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდი. დენტალური იმპლანტაციის დროს, პაციენტს კბილი სრულიად აქვს დაკარგული, რაც ნიშნავს იმას, რომ ყბის ძვალში არ არის ფესვი.
დენტალური იმპლანტაციის პროცედურა გულისხმობს ძვალში ხელოვნური ფესვის, ანუ მეტალის იმპლანტის მოთავსებას. მეტალის იმპლანტზე კი შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი). თანამედროვე სტომატოლოგიაში, კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების მრავალი ალტერნატიული მეთოდი არსებობს, მაგრამ იმპლანტაცია ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რჩება პაციენტებისათვის, რადგან იმპლანტი და მასზე მოთავსებული ხელოვნური კბილი (გვირგვინი) ვიზუალურად ძალიან გავს ბუნებრივ კბილს. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტები მაგრდება დაკარგული კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება.
თანამედროვე სტილის იმპლანტი შედგება სამი კომპონენტისაგან, ესენია:
დაკარგული კბილის იმპლანტით ჩაანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებაში, რადგან იმპლანტები ვიზუალურ ეფექტთან ერთად აუმჯობესებენ ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე.
კბილის ხელოვნური გვირგვინი გამოიყენება მაშინ, როდესაც დაზიანებულია პაციენტის კბილის მხოლოდ გვირგვინი და ყბის ძვალში არსებული ფესვი მყარია. კლინიკურ შემთხვევათა უმრავლესობაში, კბილის ზედა ნაწილის (ღრძილის ზემოთ გვირგვინი) ფორმის აღდგენა ბჟენით ან ჩანართით შეუძლებელია და სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი სრულიად ჩანაცვლება. კბილის ხელოვნური გვირგვინები აღადგენენ საღეჭი აპარატის ფუნქციას.
თანამედროვე ხელოვნური გვირგვინები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება.პაციენტი და სტომატოლოგი კონსულტაციისას ერთად არჩევენ იმ მასალას, რომლითაც უნდა დამზადდეს ხელოვნური გვირგვინი. ამ დროს ხდება ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა პაციენტის ბუნებრივი კბილის ფერი და მინანქრის (იგივე ემალი) სტრუქტურა. პროფესიონალურად დამზადებული და პაციენტის პირის ღრუზე ზუსტად მორგებული ხელოვნური გვირგვინი, გამოირჩევა გამძლეობით. ის მრავალი წლის განმავლობაში ასრულებს თავის ფუნქციას, თუმცა, პირველადი ეფექტის შენარჩუნება და ხელოვნური გვირგვინების მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენას. იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და თქვენმა ხელოვნურმა გვირგვინებმა რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ, აუცილებელია, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს და გაითვალისწინოთ მისი რჩევები.
როდესაც კბილები, პირის ღრუში განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ მყარად, ხოლო მათ შორის ცარიელი სივრცე მინიმალურია, ისინი არ მოძრაობენ და შესაბამისად დაცული არიან მორყევისა და სხვა რაიმე სახის დაზიანებებისაგან. როდესაც პაციენტი კარგავს კბილს, ეს სიმყარე ირღვევა და საფრთხე ექმნება პირის ღრუს სიჯანსაღეს. ამასთან ერთად, დაკარგულმა კბილმა, შეიძლება შეცვალოს თქვენი სახის ნაკვთებიც. დაკარგული კბილის ადგილას წარმოქმნილი სივრცე ხელს უშლის ღეჭვის ნორმალურ პროცესს. პაციენტი საკვებს აქუცმაცებს მხოლოდ იმ მხარეს, სადაც არ აქვს დაკარგული კბილი. შესაბამისად, ხდება სახის მხოლოდ ერთი მხარის კუნთების სტიმულირება. ეს ყველაფერი იწვევს სახის ნაკვთებს ცვლილებას და ხდის სახეს ასიმეტრიულს. თუ თქვენ გაწუხებთ ადენტია (უკბილობა), აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალს, რაც შეიძლება მალე. ასე თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი პირის ღრუ და მომხიბვლელი ღიმილი.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ დღესდღეობით ერთადერთი კლინიკაა საქართველოს მასშტაბით, რომელიც Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა.
ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად