სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
31 იანვარი 2023
მოვლილი პირის ღრუ და თეთრი, მბზინვარე კბილები, დღესდღეობით უკვე ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება. წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანმთელი, მიმზიდველი ღიმილი.
პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, პირად ჰიგიენასთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს ექიმი. სწორედ თქვენს სტომატოლოგზეა დამოკიდებული, თუ როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენი ღიმილი გარშემომყოფებზე. გამოცდილი და პროფესიონალი სტომატოლოგის მიერ ჩატარებული მკურნალობა, პირდაპირ აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე და ანიჭებს მას თავდაჯერებულობას.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სტომატოლოგს შერჩევისას.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" გუნდი დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე, ქვეყანაში საუკეთესო პროფესიონალებით. დაარსების დღიდან (2018 წელი) “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დატკბნენ სასურველი შედეგით.
ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკისა და ექიმების მთავარი მიზანია, შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი. პაციენტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია. სწორედ ეს აძლევს ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობას ოპერატიულად, ერთ მისამართზე, მიიღონ ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება და დაზოგონ დრო.
პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდი, საკუთარი ლაბორატორია, თანამედროვე აღჭურვილობა, სასურველი შედეგის მიღების გარანტია, ეს მცირედია იმ მიზეზთაგან რომლის დამსახურებითაც ჩვენმა კლინიკამ ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის სტატუსი მოიპოვა, როგორც თბილისსა და საქართველოში, ასევე მთელი ამიერკავკასიის რეგიონში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკის გარემო სრულიად მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე. მკურნალობის პროცესი არის უსაფრთხო და კომფორტული.
ამასთან ერთად, კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში და აქვს საკუთარი პარკირების სივრცე. შესაბამისად, პაციენტებისათვის საკმაოდ კომფორტულია ვიზიტის დაჯავშნა და ადგილზე მოსვლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona (dental products and technologies) პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს სამედიცინო აპატარურასა და ხელსაწყოებს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს ტექნოლოგიური უპირატესობა.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ თქვენს პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი, გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
ჩვენს კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საბანკო განვადებითაც. სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად