ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები
20 თებერვალი 2023
ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს მკურნალობას „კბილის შიგნით“, ამ დროს ხდება კბილის ღრუს ინფიცირებული ქსოვილებისაგან გათავისუფლება და მისი სპეციალური მასალებით დაბჟენა. მასალები, რომლითაც ხდება კბილის არხების ამოვსება, ხელახალი დაინფიცირების რისკს ამცირებს.
დაინფიცირებული კბილის არხების მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია. ამ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს ექიმის პროფესიონალიზმი. კბილის არხების გასუფთავება და დაბჟენა, ექიმისგან მოითხოვს ბევრ ცოდნას და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას, ამასთან ერთად,მნიშვნელოვანია ექიმს ჰქონდეს ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა. ენდოდონტიური მკურნალობის დროს სპეციალური მიკროსკოპისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება, ექიმს შესაძლებლობას აძლევს უკეთ დაინახოს სამკურნალო არეალი და სრულად აღმოფხვრას კბილზე არსებული პრობლემა. მიკროსკოპი გვაძლევს შესაძლებლობას მკურნალობის დროს 100 პროცენტით მოხდეს პაციენტის კბილის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება. შედეგად,მკურნალობა არის ბევრად უფრო ეფექტური და ხარისხიანი,ხოლო პაციენტისათვის სასურველი შედეგი კი - პროგნოზირებადი. ხშირია შემთხვევები, როდესაც დიაგნოსტიკის ისეთი სერიოზული საშუალება, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, არ აძლევს ექიმს საშუალებას კბილის მდგომარეობა სრულად შეაფასოს, სწორედ ამ ეტაპზეხდება საჭირო სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენება. სამუშაო ზონის, მიკროსკოპით 10-12-16 ჯერ და მეტად გადიდება შესაძლებელს ხდის დეტალურად შეფასდეს კბილის ზედაპირზე და მის შიგნით არსებული მდგომარეობა. გამოცდილი და პროფესიონალი ექიმი რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმეტები, თავიდან აგარიდებთ ისეთ რისკებს, როგორებიცაა: მკურნალობისას კბილში სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩატეხვის ალბათობა, ზედმეტი პერფორაციები (კბილის პრეპარირება იმაზე მეტად, ვიდრე რეალურადაა საჭირო მკურნალობისათვის) , არხების არასათანადო მკურნალობა თუ მათი არასათანადო დაბჟენა.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ენოდონტიური მკურნალობის დაწყებამდე?
იმისთვის რომ, თქვენი მკურნალობის პროცესი იყოს წარმატებული და შეძლოთ კბილის შენარჩუნება, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, გარდა ექიმის პროფესიონალიზმისა და გამოცდილებისა, ასევე გაითვალისწინოთ იმ კლინიკის აღჭურვილობაც, რომელშიც გეგმავთ მკურნალობის ჩატარებას. თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და ინსტრუმენტებით.
- ექიმი აუცილებლად უნდა მუშაობდეს კოფერდამით (თანამედროვე საიზოლაციო სისტემა, რომლის მეშვეობითაც არხების მკურნალობის და რესტავრაციის პროცესი იზოლირებულია პირის ღრუს სითხისგან);
- არხების ინსტრუმენტული დამუშავება, უნდა ხდებოდეს ენდომოტორის (სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კბილის დაბჟენისას და აქვს led განათება) აპარატის მეშვეობით;
- ასევე, პროფესიონალმა ექიმმა უნდა დაამუშაოს არხები მედიკამენტოზურად, არა მარტო მათი პრეპარირებისას, არამედ აუცილებელია მათი შემდგომი მკურნალობა;
- აუცილებელია არხების ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით დამუშავება;
- მკურნალობის ყველა ეტაპზე უნდა მოხდეს შესრულებული პროცედურის კონტროლი, რენტგენის და აპექსლოკატორის მეშვეობით (სპეციალური აპარატი - არხების სიგრძის განმსაზღვრელი);
- ექიმს უნდა შეეძლოს სპეციალური გამადიდებელი ხელსაწყოების გამოყენება (ბინოკულარები, მიკროსკოპი);
- რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობის დასრულებისას, აუცილებელია, კბილის ღრუს ეფექტური ჰერმეტული რესტავრაცია.
კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona (Dental products and technologies) პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს სამედიცინო აპატარურასა და ხელსაწყოებს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში ენდოდონტიური მკურნალობისას გათვალისწინებულია თანამედროვე მკურნალობის ყველა სტანდარტი და პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღება გარანტირებულია.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
ჩვენს კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საბანკო განვადებითაც.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16