ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
ადამიანის პირის ღრუში დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმია, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კარიესის მიზეზი კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმებია. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ - სტრეპტოკოკები, ლაქტობცილები და აქტინომიცეტები. როგორც წესი, ისინი დაბადებიდან, დედიდან „მემკვიდრეობით“ გადაეცემა ბავშვს.
ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ სარძევე კბილების კარიესი არც ისე საყურადღებოა, რადგან მალე მოიცვლიან პატარები ამ კბილებს, თუმცა ეს არასწორი მიდგომაა. სარძევე კბილების კარიესი რთულდება მის გარშემო არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ინფიცირებით, რაც შესაძლოა სხვადასხვა ანომალიასა და გართულებაში გადაიზარდოს, ამიტომ ბავშვის კარიესზე ზრუნვა აუცილებლად უნდა დაიწყოს მისი მუცლად ყოფნის პერიოდში და უნდა იყოს მშობლის და სტომატოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
ბავშვების კბილებზე ზრუნვა მშობელმა აუცილებლად უნდა დაიწყოს ანტენატალურ, ანუ მუცლადყოფნის პერიოდში, რადგან ემბრიონის განვითარების დროს იქმნება მისი კბილების სტრუქტურა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კარიესის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რადგან კარიესის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ საქაროზაა, რომელსაც რაფინირებული შაქარი და შესაბამისად, შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. ამას ემატება პირის ღრუს ჰიგიენის არასწორი დაცვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ასაკში განსაკუთრებით სწრაფად პროგრესირებს კარიესი.
სარძევე კბილების ამოსვლის შემდეგ, ბავშვს შესაძლებელია განუვითარდეს „ბოთლის კარიესი.“ ის აღმოცენდება ჰიგიენის წესების უგულებელყოფის შედეგად. დედის რძე ბევრ შაქარს შეიცავს. თუ სათანადოდ არ გაიწმინდება ბოთლი და საწოვარა, ან დაუტოვებთ ახალშობილს პირის ღრუში მთელი ღამის განმავლობაში, სწრაფად გამრავლდება ბაქტერიები, რის შედეგადაც პირველ დროებით კბილებზე განვითარდება კარიესი. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბავშვის ღრძილებისა და კბილების გაწმენდა სპეციალური სილიკონის სათითით. 1 წლის ასაკისთვის კი შესაძლებელია პატარას შევუძინოთ რბილი ჯაგრულებიანი კბილის ჯაგრისი. დაახლოებით 1,5-2 წლისთვის უნდა დავიწყოთ კბილის პასტის გამოყენება. 3-4 თვეში ერთხელ ბავშვი სასურველია გასინჯოს სტომატოლოგმა. ამ საშუალებებით თავიდან ავიცილებთ კარიესის განვითარებას ან აღმოვაჩენთ მას ადრეულ სტადიაზე.
სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კარიესის პროფილაქტიკა მიმართულია მინანქრის გაძლიერებისაკენ. ამ მიზნით ბავშვებში ტარდება ფისურების ჰერმეტიზაცია - ბუნებრივი ჩაღრმავება კბილების საღეჭ ზედაპირზე.
კბილის ჰერმეტიზაციის საშუალებები წარმოადგენს მინერალების, უპირატესად ფტორის შემცველ სპეციალურ ნაერთს. ექიმი ასუფთავებს ბავშვის კბილის მინანქარს ნადებისაგან, ახდენს ანტიბაქტერიულ დამუშავებას, უსვამს ჰერმეტიკს და ნივთიერების ნარჩენებს აშორებს ბორმანქანის საშუალებით. პროცედურა გრძელდება 10-30 წუთის განმავლობაში.
მეორეული პროფილაქტიკა გულისხმობს კარიესული დაზიანების ადრეულ ანუ პირველ ან მეორე სტადიაზე მკურნალობას, როდესაც კარიესი ჯერ კიდევ არ აღწევს დენტინში. მკურნალობა ხდება მინანქრის რემინერალიზაციის გზით. პროცედურა დაახლოებით ჰერმეტიზაციის მსგავსია. ამ ეტაპზე დაავადების გამოსავლენად საჭიროა სტომატოლოგთან წელიწადში 2-ჯერ ვიზიტი. ბავშვს ენიშნება ფტორის შემცველი საბავშვო კბილის პასტა.
კარიესის პროფილაქტიკაში უმნიშვნელოვანესია კვების რეჟიმი. უნდა შეიზღუდოს ტკბილეული, საკვების მიღების შემდეგ, საჭიროა პირის ღრუს წყლით გამოვლება ან კბილების გამოწმენდა, რათა არ დარჩეს საკვების ნარჩენები.
ახლადამოსულ კბილებს ბევრი ღარი და ჩაღრმავება აქვს, შესაბამისად ვერ ხდება მისი სრულფასოვნად გასუფთავება და ჩნდება კარიესი. მუდმივი კბილების ამოსვლისთანავე სასურველია მოხდეს მათი დაფარვა სპეციალური თხელი კონსისტენციის მასით, რომელიც ავსებს ფისურებს მთელ სიღრმეზე და ხელს უშლის ბაქტერიების დაგროვებას. შედეგად კი იცავს პირის ღრუს კარიესის განვითარებისგან.
აუცილებლად გასათვალისწინებელი წინაპირობა ფისურების ჰერმეტიზაციამდე არის ის, რომ კარიესი არ უნდა იყოს ღრუს ფსკერზე, რადგან ამ დროს შესაძლებელია ინფექცია განვითარდეს ჰერმეტიკის ქვეშ. დასაწყისისათვის ფისურების ჰერმეტიზაცია რეკომენდებულია 2,5-3 წლის ასაკში, როდესაც კბილები საბოლოოდ ამოსულია. ჰერმეტიკით ხდება სარძევე კბილების შევსება. 5-6 წლის ასაკში ამოდის პირველი მუდმივი კბილები და ეს პროცესი გრძელდება 14 წლამდე ასაკში.
კვლევები აჩვენებს, რომ მსგავსი პროცედურა კარიესის განვითარების რისკს 90%-ით ამცირებს, თუმცა აუცილებელია ბავშვის მხრიდან პირის ღრუს ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.
პირის ღრუს მოვლა ორსულობის დროს.