7 შეცდომა, რომელსაც რეგულარულად ვუშვებთ
22 მარტი 2023
რატომ არის პირის ღრუს მოვლა ასეთი მნიშვნელოვანი?
თანამედროვე ეპოქაში წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი. კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების გადამუშავების ფუნქცით სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ, ასევე გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრია.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ იმ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, გახადოთ თქვენი ღიმილი მიმზიდველი და დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ პირის ღრუს სიჯანსაღე.
შეცდომა #1: არ იხეხავთ კბილებს სწორად
კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესია, კბილების რეგულარული გახეხვა, თქვენი პირის ღრუსათვის შესაფერისი ჯაგრისით. კბილების გახეხვა არის ჰიგიენის დაცვის უპირველესი გზა, რომელსაც ნებისმიერი სტომატოლოგი გირჩევთ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იხეხავთ კბილებს და იჭერთ კბილის ჯაგრისს. როდესაც ჯაგრისით იწმენდთ პირის ღრუს, დარწმუნდით, რომ კბილის ჯაგრისი მოთავსებულია 45გრადუსიანი კუთხით, ღრძილების ხაზის ზემოთა ნაწილში. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, რომ კბილებს მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში იხეხავდეთ ისე, რომ კბილების ზედაპირის უმეტეს ნაწილს (როგორც წინა ასევე უკანა მხარე) კბილის ჯაგრისი სათანადო კუთხით ამუშავებდეს. კბილების გახეხვის შემდგომ, გაიწმინდეთ ენა. გაიხეხეთ ენის ზედაპირი და სასა, რათა დარწმუნდეთ, რომ პირის ღრუ თავისუფალია ბაქტერიებისგან. ეს ყველაფერი თავიდან აგარიდებთ პირის ღრუდან წამოსულ არასასიამოვნო სუნს.
შეცდომა #2: არ იყენებთ ფლოსს (კბილის ძაფი) და ირიგატორს
ყველამ ვიცით, რომ ფლოსინგი (კბილის გაწმენდა სპეციალური ძაფებით) დიდ დროს მოითხოვს, და ხშირად გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ, ამ პროცედურის ჩატარებაზე უარს ვამბობთ. აუცილებელია გახსოვდეთ რომ, კბილების გახეხვის შემდეგაც კი, კბილების ზედაპირის მინიმუმ 40% -ზე არსებული ბაქტერიები ხელუხლებელი რჩება. ძაფებისა და ირიგატორის გამოყენება უზრუნველყოფს კბილთა შორის სივრცეში დარჩენილი საკვები ნაწილაკების მოცილებას. ამ ნადების ამოღება შეუძლებელია ჩვეულებრივი ჯაგრისის გამოყენებით. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია ძაფების და ირიგატორის გამოყენება დღეში ერთხელ მაინც.
შეცდომა #3: მოიხმართ თამბაქოს და ალკოჰოლს
თამბაქოზე უარის თქმა არის ერთ-ერთი შესანიშნავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ პირის ღრუ სერიოზული პრობლემებისგან. თამბაქოს მოხმარების შემცირება თავიდან აგარიდებთ პაროდონტის ისეთი დაავადებებს, როგორებიცაა: ღრძილების ანთება (პაროდონტიტი), სასისა და ენის სიმსივნე და სხვა. თქვენი კბილების დაზიანება შეუძლია ასევე ალკოჰოლის პერმანენტულ მოხმარებასაც, რადგან ამ დროს პირის ღრუში (და ასევე მთელს ორგანიზმში ) ირღვევა მჟავა - ტუტოვანი ბალანსი.
შეცდომა #4: სვამთ ყავას, ჩაის და გაზიან სასმელებს
კოფეინის შემცველ სასმელებს შეუძლიათ მიაწოდონ ენერგია თქვენს ორგანიზმს, მაგრამ მათი მუდმივი მიღება საფრთხეს უქმნის თქვენი კბილების ჯანმრთელობას. შაქრის მაღალი შემცველობის გაზიანი სასმელები ასუსტებენ კბილებს და იწვევენ ისეთ სტომატოლოგიურ პრობლემას, როგორიცაა კარიესი. ამასთან ერთად, ჩაი და ყავა ფერს უცვლის კბილებს (და მათზე არსებულ ბჟენებს) და აძლევს მათ მოყვითალო ელფერს.
შეცდომა #5: არ იცავთ ჯანსაღ დიეტას
კბილებს დიდი რაოდენობით კალციუმი სჭირდებათ. აუცილებელია ჯანსაღი საკვების რაციონში ჩართვა, როგორებიცაა: რძე, იოგურტი, ყველი, ფორთოხლის წვენი და სხვა ვიტამინებით, კალციუმით მდიდარი საკვები.
შეცდომა #6: არ სტუმრობთ სტომატოლოგს რეგულარულად
მნიშვნელოვანია, მიმართოთ სტომატოლოგს მინიმუმ 6 თვეში ერთხელ და ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა. ასე თავიდან აირიდებთ კბილებზე ნადებისა და ქვების წარმოქმნას და ხელს შეუშლით კარიესის განვითარებას.
შეცდომა #7: ხშირად მიირთმევთ შაქრის მაღალი შემცველობის საკვებს
რა ხდება მაშინ, როცა თქვენ შაქრიან საკვებს მიირთმევთ? ამ დროს ბაქტერიები შლიან შაქარს და წარმოქმნიან მჟავებს, რაც პირდაპირ აზიანებს კბილებს. თუ გსურთ შაქრიანი საკვების მიღება, გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტკბილეულის მირთმევის შემდეგ პირის ღრუ საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოთ (სულ მინიმუმ გამოვივლოთ წყალი პირის ღრუში) და ამით ხელი შეუშალოთ ბაქტერიების გამრავლებას.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს შესაძლებლობა დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16