ბრუქსიზმი - კბილების ღრჭიალი ძილის დროს: სრული სამედიცინო მიმოხილვა
ღრძილების ჯანსაღი ფორმა და ფერი მომხიბვლელი ღიმილის განუყოფელი ნაწილია. ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილების ირგვლივ ღრძილი არათანაბარი ფორმისა თუ სიმაღლისაა და ამის გამო კბილები სხვადასხვა ზომის ჩანს. ამ დროს ირღვევა პაციენტის პირის ღრუს ჰარმონიულობა და შესაბამისად, ღიმილიც არაესთეტიკურია. თანამედროვე ეპოქაში, მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ღრძილის ქსოვილების განლევა. ღრძილის რეცესიის პროცესი გულისხმობს ღრძილის თანდათანობით ზემოთ აწევასა და ფესვის გაშიშვლებას. თანდათანობით, ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს კბილის ფესვს, რაც, თავის მხრივ, ვიზუალურად კბილს უფრო გრძელს და არაესთეტიკურს აჩენს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. პრობლემა ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება, ხშირად, პაციენტმა არც კი იცის რომ აღენიშნება ღრძილების განლევა, რადგანაც ღრძილების რეცესია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ვიზუალური პრობლემა თავს მხოლოდ ბოლო ეტაპზე იჩენს. რაც შეეხება პირველად სიმპტომებს, რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე, ვიზუალურად კბილებზე აღინიშნება ფორმის ცვლილებები.
ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად ინდივდუალურია. ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილების თხელი ბიოტიპი, რაც რეცესიისადმი მიდრეკილებას ზრდის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივად თხელი და სუსტი ღრძილები, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად დაგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და გამოიყენოთ ისეთი კბილის პასტები და სავლები საშუალებები, რომლებიც გააძლიერებს და გააჯანსაღებს თქვენს ღრძილებს და თავიდან აგაცილებთ სამომავლო გართულებებს.
გენეტიკური ფაქტორების გარდა ღრძილების განლევა (რეცესია) შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გარემო ფაქტორმა. ასეთები შეიძლება იყოს:
უმეტესწილად, ღრძილის განლევის პრობლემის მქონე პაციენტები სტომატოლოგებს მიმართავენ დაავადების ბოლო ეტაპზე. ნორმალურ შემთხვევაში, ღრძილი კბილის ფესვს მთლიანად ფარავს და პირის ღრუში მხოლოდ კბილების გვირგვინები ჩანს, თუმცა, რეცესიის დროს, ეს ნორმა ირღვევა და კბილის ფესვის დანახვა თავისუფლად შეიძლება. შესაბამისად, პაციენტისათვის რეცესიის სიმპტომური გამოვლინება, პირველ რიგში, არის ესთეტიკური დისკომფორტი. ღრძილის ზემოთ აწევის გამო (ქვედა ყბაზე ქვემოთ დაწევისას) პირის ღრუში ჩნდება კბილის ფესვი, ამიტომ, კბილი ვიზუალურად დაგრძელებული გვეჩვენება. ასევე, პაციენტს დისკომფორტს უქმნის მომატებული მგრძნობელობა. თუ კბილის ფესვი არ არის დაფარული ღრძილით, აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა, ძირითადად მაშინ, როცა პაციენტი მიირთმევს ცივ სასმელს. ღრძილის რეცესიის დროს, პაციენტები არიან კარიესის საფრთხის ქვეშ, რადგან კბილის ფესვი აღარ იფარება ღრძილით და ადვილად მისაღწევია ბაქტერიებისთის, რაც, თავისთავად გულისხმობს ფესვზე ღრუების (კარიესის) წარმოქმნის საშიშროებას.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის პროფესიონალები გირჩევენ, ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენისთანავე მიმართოთ პროფესიონალს. თუ ვიზუალური დათავალიერების შემდეგ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი კბილები „დაგრძელდა“, ხოლო ღრძილები „დამოკლდა“, აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან.
ღრძილის რეცესიის მკურნალობა დამოკიდებულია რეცესიის ხარისხზე - თუ რამდენად მაღალია ღრძილის განლევის ხარისხი. ანატომიურად ღრძილის უკან გაზრდა არ ხდება, თუმცა, შესაძლებელია მიკროქირურგიული ჩარევით ღრძილის ქსოვილების მობილიზება და კბილის ფესვის დაფარვა. პაციენტის პირის ღრუსა და სახის ნაკვთებთან ჰარმონიული ეფექტის მისაღწევად ყველაზე აპრობირებული მეთოდია მათემატიკური პრინციპების გამოყენება, რაც ითვალისწინებს პაციენტებში დარღვეული ესთეტიკის დროს, გვირგვინებისა და ღრძილების ‘ოქროს კვეთის’ პრინციპით, ბიოლოგიური საზღვრების წინასწარ დადგენას და ქირურგიული ჩარევის დროს, ამ საზღვრების დაცვას.
თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგია პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია არა მარტო ჯანმრთელი ღრძილებისა და პირის ღრუს შენარჩუნება, არამედ უკვე არსებული ხარვეზების ინვაზიური მეთოდით გამოსწორებაც. ღრძილების რეცესიის დროს გამოყენებული ქირურგიული ჩარევა, უზრუნველყოფს პაციენტის პირის ღრუს სიჯანსაღეს და უბრუნებს მას ჯანსაღ, მომხიბვლელ ღიმილს.
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.