იმპლანტოლოგიის განვითარების ისტორია
15 ივნისი 2023
დაკარგული კბილის აღდგენისა და მისი იმპლანტით ჩანაცვლების ისტორია იწყება შვედი მეცნიერისა და მკვლევარის ინგვარ ბრონემარკის (Per-Ingvar Brånemark) აღმოჩენით. ინგვარ ბრონემარკმა 1967 წელს, 15-წლიანი კლინიკური კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ შესაძლებელია ტიტანის მასალისაგან დამზადებული იმპლანტების, ადამიანის ძვლის ქსოვილში ჩანერგვა, გვერდითი ეფექტების გარეშე. ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა კბილების იმპლანტების მეთოდის განვითარებას. პროფესორმა ბრანმარკმა საკუთარი მიგნების შესახებ ინფორმაცია, ფართო საზოგადოებას 1968 წელს შვედეთში გამართულ კონფერენციაზე მიაწოდა და სწორედ ამ პერიოდიდან თავადვე დაიწყო ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ტიტანის ხრახნების ყბის ძვალში დამაგრებით.
იმპლანტის „აღმოჩენის“ ისტორია
1965 წელიდან ინგვარ ბრონემარკი შეისწავლიდა ტრავმის შემდეგ ძვლის ტვინის და ძვლის ქსოვილის რეგენერაციის უნარს. ძვლის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად პროფესორმა მინი ოპტიკური კამერა ქირურგიული გზით დაამაგრა ბოცვერის მენჯ-ბარძაყის ძვალში. მეცნიერმა გაითვალისწინა ტიტანის მდგრადობა ქიმიური ზემოქმედებისა და კორიზიის მიმართ და კოლეგებისაგან მიღებული რჩევის გამო, კამერა ტიტანისაგან დაამზადა. ცდების საწყის ეტაპზე, პირველი „შემთხვევითობა“ რომელმაც ბრანემარკის ყურადღება მიიქცია იყო, ის რომ ტიტანის კამერა მიეხორცა ბოცვერის წვივის ძვალს და მისი უკან ამოღება შეუძლებელი გახდა. სწორედ ამ „სასწაულებრივმა შეხორცებამ“ ჩაუყარა საფუძველი კბილის იმპლანტაციის თანამედროვე მეთოდებს. ამ წარმატებების მიუხედავად, ევროპის მოწინავე ინსტიტუტთა სტომატოლოგები ინოვაციურ აღმოჩენას სკეპტიკურად შეხვდნენ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რომ ბრონემარკი პროფესიით არ ყოფილა სტომატოლოგი. სწორედ ამიტომ, მრავალი წლის მანძლზე პროფესორი ბრონემარკი მხოლოდ მკვეთრ კრიტიკას აწყდებოდა, ასე რომ აღმოჩენის პრაქტიკაში გამოყენებაზე საუბარიც არ ყოფილა. უსაფუძვლო კრიტიკასა და უნდობლობას საბოლოო წერტილი 1982 წელს დაესვა. სწორედ ამ დროს ბრონემარკის კვლევების შესახებ შეიტყო კანადელმა მეცნიერმა ჯორჯ ზარბმა, რომელის საქმიანობის ძირითად მიმართულებასაც, კბილების ხელოვნური ფესვების შესწავლა წარმოადგენდა. ჯორჯ ზარბი დაუყოვნებლივ გაემგზავრა შვედეთში, ჩაატარა კვლევები პროფესორ ბრონემაკთან ერთად და დაითანხმა იგი, თავისი აღმოჩენა გაენდო მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ამისათვის ზარბმა ბრონემაკი ტორონტოს სტომატოლოგიურ კონფერენციაზე მიიწვია. ბრონემარკი იმდენად გულგატეხილი იყო ევროპელ, და განსაკუთრებით შვედ კოლეგათა კრიტიკით, რომ თავდაპირველად არ ჰქონდა სურვილი კომფერენციაზე სიტყვით გამოსულიყო და ყველასთვის ეჩვენებინა თავისი აღმოჩენის მნიშვნელობა, უფრო მეტიც, ზარბმა დაჟინებული მოთხოვნით, პირადად მიიწვია მრავალი ცნობილი მეცნიერი ამ კონფერენციაზე, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა მოესმინათ ბრონემაკისათვის და გაცნობოდნენ მის გამოგონებას. კონფერენციის მიმდინარეობისასვე გახდა ნათელი, რომ საქმე ნამდვილად ფენომენალურ აღმოჩენას ეხებოდა, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა იმპლანტოლოგიიისა და ზოგადად სტომატოლოგიის მომავალს. კომფერენციის შედგომ პერიოდში, ოსტეოინტეგრაციის შესწავლით და მისი სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვით მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში უმალვე დაკავდნენ სხვადასხვა პროფილის მეცნიერები და სტომატოლოგები.
იმპლანტი და იმპლანტოლოგია დღეს
დღესდღეობით, დაკარგული კბილის ადგილას ცარიელი სივრცის შევსების გარდა, დენტალური იმპლანტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ბუნებრივ კბილებს ჰგავს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს. მეტალის ხრახნზე დამაგრებული კერამიკურლი (ფაიფურის) გვირგვინი სრულად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფერსა და სიპრიალეს, სწორედ ამიტომ შეუიარაღებელი თვალით ბუნებრივი და ხელოვნური კბილის ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელია.
თანამედროვე სტილის იმპლანტი შედგება სამი კომპონენტისაგან, ესენია:
- ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც ინტეგრირდება ძვალში;
- იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს ტიტანის ხელოვნურ ფესვთან;
- გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივი კბილის ანალოგია.
გარდა ვიზუალური ხარვეზების აღმოფხვრისა, დაკარგული კბილის იმპლანტით ჩაანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებაშიც, რადგან იმპლანტები ვიზუალურ ეფექტთან ერთად აუმჯობესებენ ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ, გამოიყენოთ თანამედროვე სტომტოლოგიური მეცნიერების უახლესი მიღწევებიტა და აღმოჩენებით, ცაანაცვლოთ დაკარგული კბილი ტიტანის იმპლანტით და რაც შეიძლება დიდ ხანს დატკბეთ მომხიბვლელი ჰოლოვუდის ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე, ხოლო სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი ნომერზე: (+995) 322 22 15 16