სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
22 ივნისი 2023
მეტყველების აპარატი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ ორგანოთა სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ბგერების წარმოქმნასა და მეტყველების კონსტრუქციაზე. მეტყველებიის აპარატი შედგება რამდენიმე განყოფილებისა და სხვადასხვა ფუნქციის მქონე ორგანოსაგან. იგი მოიცავს სასუნთქ ორგანოებს, მეტყველების აქტიურ და პასიურ კომპონენტებს, ტვინის ელემენტებს. სასუნთქი ორგანოები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეტყველების პროცესში, რადგან ბგერები ამოსუნთქვის გარეშე, ვერ წარმოიქმნება. დიაფრაგმის შეკუმშვითა და ნეკნებს შორის არსებული კუნთების დაჭიმვის შედეგად ხდება ინჰალაცია - შესუნთქვა, ხოლო რელაქსაციის დროს - ამოსუნთქვა. შედეგი კი არის კონკრეტული ბგერა, ხმა რომელიც ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია. აქტიური ორგანოების გარდა, ხმისა და მეტყველების განვითარებაში, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პასიური ორგანოები, რომელიც დიდი მობილურობით არ გამოირჩევიან. ესენია:
როგორც უკვე ვახსენეთ, სასა, ლოყები, ყბის ძვლები და კბილები პირის ღრუს, შესაბამისად კი, მეტყველების აპარატის შემდაგენელი ნაწილებია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არტიკულაციის პროცესის სწორ წარმართვაში. რაც უფრო ჯანსაღია ადამიანის პირის ღრუ, მით უფრო სწორად ვითარდება მისი სამეტყველო აპარატი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი კბილების ჯანმრთელობაზე, რეგულარულად დავეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და საჭიროების შემთხვევაში, ჩავიტაროთ სათანადო მკურნალობის კურსი. ყველაზე მნიშვნელოვანი, მეტყველების აპარატის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის, რა თქმა უნდა, ადენტიის მკურნალობაა. გარდა იმისა, რომ უკბილობის დროს, პაციენტს უჭირს ბგერების სწორად წარმოთქმა, ასევე არასწორად ხდება ყბის კუნთების სტიმულირება. პაციენტი, ქვეცნობიერად იმ ყბის მხარეს ტვირთავს, რომელ მხარესაც არ აქვს კბილის დანაკლისი. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ხდება სახისა და ყბის კუნთების მხოლოდ ერთი ნაწილის სტიმულირება, ამ მხარეს კუნთი ტონუსშია, ხოლო მეორე მხარეს (იმ მხარეს სადაც პაციენტი ერიდება ღეჭვას) პირიქით, კუნთი დროთა განმავლობაში ატროფირდება და ზომაში მცირდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის ერთობლიობა იწვევს სახის ასიმეტრიას, რაც, თავის მხრივ აისახება სამეტყველო აპარატზე და წარმოთქმული ბგერების ჟღერადობაზე. მეტყველების პრობლემას, ზრდასრულებსა და განსაკუთრებით მოზარდებში იწვევს ასიმეტრიული კბილთა მწკრივი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მიექცეს ორთოდონტიულ მკურნალობას. ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია პირის ღრუს ესთეტიკის გაუმჯობესება, ფუნქციის ნორმალიზება და უკვე მიღებული შედეგის გამყარება. არა მარტო ღიმილის ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად და ორთოდონტიული პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ბგერებისა და სიტყვების წარმოთქმის ნორმალური ფუნქციის ჩამოსაყალიბებლად, მშობლები ხშირად მიმართავენ ორთოდონტს და მათიპატარებისთვის ირჩევენ ბრეკეტებით მკურნალობას და კბილის რკალის გასწორებას.
გნათოლოგია (Gnathology) სტომატოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე დარგია, რომელიც ყბის, კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ყბის და კბილების სისტემის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, მჭიდროდ არის დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, ორთოპედია თუ სხვა მრავალი მიმართულება. გნათოლოგიის წესების გათვალისწინებულია ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ნებისმიერი ოკლუზიური რეკონსტრუქციის მთავარ საწყის რგოლს - გნათოლოგიური მკურნალობა წარმოადგენს. ამას გარდა, გნათოლოგიური მკურნალობის აუცილებლობა შეიძლება დადგეს მაშინაც, როდესაც პაციენტს პრობლემა აქვს არა კბილებთან და პირის ღრუს ქსოვილებთან, არამედ მეტყველების აპარატთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი ვერ ახერხებს სწორად წარმოთქვას ბგერები, რადგან მისი ყბის ძვლები არასწორადაა განვითარებული ან ტრავმის შემდგომ მოხდა მათი არასწორი შეხორცება. გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებში, ყბისა და კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების პრობლემებმა, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოქმნის მეტყველების პრობლემასაც, შესაძლოა მრავალი სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ესენი შეიძლება იყოს: დაჭიმულობა სახისა და სახსრის მიდამოში, პირის გაღების შეზღუდვა, თავის ტკივილი (დილით), ტკივილი საფეთქელსა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ სრულფასოვნად გამოიკვლიოთ თქვენი პირის ღრუ და მეტყველების აპარატი. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც დაგეხმარებათ, არა მარტო დაიბრუნოთ ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი, არამედ აღადგინოთ თქვენი ყბა სახის სისტემის ფუნქცია სრულად და დატკბეთ სრულფასოვანი, ჯანსაღი ცხოვრების რიტმით.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად