ჩვენი კლინიკის თანამედროვე ლაბორატორია
20 ივლისი 2023
რა უნდა გავითვალისწინოთ კლინიკის შერჩევისას?
21-ე საუკუნის სწრაფმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ და სტომატოლოგიური მკურნალობის მეთოდების დახვეწამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მკურნალობის ხარისხსა და მიღებული შედეგის შენარჩუნებაზე. სტომატოლოგია სწრაფად ვითარდება. ჩვენს ეპოქაში, თითქმის ყოველდღე კეთდება ისეთი აღმოჩენა, რომელიც პირდაპირ აისახება მკურნალობის მეთოდებზე და ხშირ შემთხვევაში, პირის ღრუს გაჯანსაღების სრულიად ახალ მიდგომებსა და სტანდარტებს აყალიბებს. იმისათვის, რომ თქვენი პირის ღრუს მკურნალობის პროცესი იყოს რაც შეიძლება სწრაფი, კომფორტული და უმტკივნეულო, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ის კლინიკა, რომელშიც ჩაიტარებთ შესაბამის კურსს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად, აუცილებელია შერჩეული კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილი იყოს უახლესი, თანამედროვე სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით და აპარატურით.
რას სთავაზობს “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” პაციენტებს?
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" გუნდი დაკომპლექტებულია მრავლწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური პერსონალით. 2018 წლიდან “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად დატკბნენ ჯანსაღი ღიმილით. ჩვენი სტომატოლოგიური გუნდის მთავარი მიზანია გაამართლოს პაციენტების მოლოდინები. ჩვენი პაციენტებისათვის კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია. სწორედ ეს აძლევს ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობას ოპერატიულად, ერთ მისამართზე მიიღონ ყველა საჭირო სტომატოლოგიური სერვისი. პაციენტისთვის სასურველი შედეგის მიღებაში, ჩვენს პროფესიონალთა გუნდს ეხმარება, “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" უახლესი დანადგარებითა და სამკურნალო მასალებით აღჭურვილი ლაბორატორია.
3D ტომოგრაფია (ORTHOPHOS SL 3D)
3D კომპიუტერული ტომოგრაფია ექიმს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლოს როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილებიანი ანარეკლი და პირის ღრუს ზუსტი სურათი. 3D კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მკურნალობის საწყის ეტაპზე, მაშინ, როდესაც სწორად უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება.
ინტრაორალური (Primescan) სკანერი
ეს არის 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილი სპეციალური დენტალური სკანერი, რომელიც უშუალოდ მკურნალობის პროცესში პაციენტის პირის ღრუს მომენტალურად, ფერად ფორმატში აღბეჭდავს და ამით ამარტივებს ანაბეჭდის მიღების პროცესს. ინტრაორალური სკანერი სტომატოლოგისათვის შესაძლებელს ხდის, პაციენტის პირის ღრუს კლინიკური მდგომარეობა და ანაბეჭდის ხარისხი შეაფასოს მომენტალურად.
DSD – Digital Smile Design
“ღიმილის ციფრული დიზაინი” - ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც სპეციალურ ფოტოსურათებზე დაყრდნობით მკურნალობის შემდგომ სასურველი შედეგის მოდელირების საშუალებას იძლევა, რაც როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის მკურნალობის გეგმის შედგენის ორიენტირს წარმოადგენს.
დენტალური მიკროსკოპი
სტომატოლოგიაში მიკროსკოპის ( ZEISS, LEICA) გამოყენება ულტრათანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური გამადიდებელი ხელსაწყოები შესაძლებელს ხდის მუდმივად ვაკონტროლოთ მკურნალობის პროცესი. ექიმს აქვს შესაძლებლობა, უკეთ დაინახოს სამკურნალო ზონა და ყველა ის მცირე დეტალი, რაც სტანდარტული სტომატოლოგიური ხელსაწყოებით არ ჩანს. ყოველივე ეს, პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და მიმართულია კბილის ჯანსაღი ქსოვილების რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანებაზე. მიკროსკოპი ექიმს ეხმარება ადვილად აღმოაჩინოს არხების შესასვლელი, რაც შეიძლება ნაკლებად ინვაზიური მეთოდით შეაფასოს კბილის ანატომიური თავისებურებები, გააკონტროლოს კბილის არხიდან ნეკროზული მასების გამოდევნა და დაიცვას პაციენტი მეორადი ინფექციისგან. მიკროსკოპი ექიმს ზედმეტი ნადების მოშორებაში და არხებთან მისადგომი სივრცის შექმნაში ეხმარება.
ცერეკი (CEREC)
ცერეკი (CEREC) - უახლესი და უნიკალური კომპიუტერულ ტექნოლოგიაა. მისი გამოყენებით, “ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ შესაძლებელია სულ რაღაც 2 საათში აღიდგინოთ ნებისმიერი სირთულის დაზიანებული კბილი. CEREC AC სისტემა შესაძლებელს ხდის კბილის ზუსტი კონსტრუქციის და ბიოთავსებადი, პაციენტის ბუნებრივი კბილების მახასიათებლებთან მაქსიმალურად მიახლოებული გვირგვინების, ვინირების, ჩანართების, ხიდისებრი პროთეზების და ა.შ. შექმნას. სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით, პროთეზს ქმნის კომპიუტერი, 100%-იანი სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად, ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ციფრულ ანაბეჭდს. ცერეკ ტექნოლოგიით დამზადებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს დამატებით კორექტირებას. რაც შეეხება მასალებს, კონსტრუქცია მზადდება მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან ან ცირკონიუმის ოქსიდისგან.
ჩვენს კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16