ბრუქსიზმი - კბილების ღრჭიალი ძილის დროს: სრული სამედიცინო მიმოხილვა
ვინირება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თანამედროვე მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება და ძირითადად ორთოპედიული მიზნით გამოიყენება. კერამიკული ვინირები ფაიფურის თხელი ფირფიტებია, რომლებიც კბილს გარედან ეკვრიან, მათი სისქე საშუალოდ 0.3-0,5 მილიმეტრია. კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, ვისაც სურს უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზის კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა. კერამიკული (ფაიფურის) ვინირების უშუალო ფიქსაციამდე, მომზადების პროცესი გულისხმობს პაციენტის პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. ამ დროს იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება ( ვინირების 3D მოდელირება ) პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, თავად შეიტანოს ცვლილებები კბილების ფორმებში, ფერსა თუ ზომაში და უკეთ აღიქვას ორთოპედიული შედეგი, რომელიც კერამიკული (ფაიფურის) ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღება.
ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედს აწუხებს ლაქები და ბზარები კბილის საფარზე. მუქი ფერის საკვების (ჩაი, ყავა და ა.შ) ხშირი მოხმარებისა და ემალის საფარის ცვეთის გამო, ჩვენი კბილები კარგავენ ბუნებრივ, მარგალიტისებურ სიპრიალეს და იცვლიან ფერს. პაციენტებს, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტები და არ მოსწონთ თავიანთი ღიმილი, დღეს უკვე შეუძლიათ მარტივი სტომატოლოგიური მანიპულაციებით, სწრაფად მიაღწიონ სასურველ შედეგს. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი საკმაოდ სტრესულია, ხშირად ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ სახლის პირობებში ყოველდღიურად დიდი დრო დავუთმოთ პირის ღრუს სათანადო მოვლას. დროთა განმავლობაში, ჩვენი კბილების გარე ზედაპირი (ემალის საფარი) უამრავი მავნე ფაქტორის ზეგავლენას განიცდის. შედეგად, კბილებზე ჩნდება, მუქი ფერის ლაქები (დისკოლორიტი), ბზარები, ნატეხები და კარიესი. კბილების ვიზუალური მხარე გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ყოველდღიურობაში. რაც უფრო მოგწონთ და გხიბლავთ საკუთარი ღიმილი, მით უფრო მაღალია თქვენი ცხოვრების ხარისხი.
თანამედროვე სტომატოლოგია პაციენტს სასურველი შედეგის მიღების მრავალ ალტერნატივას სთავაზობს. თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს ღიმილის გალამაზების სხვადასხვა მეთოდი. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიური პროცედურა დღესდღეობით არის კერამიკული (ფაიფურის) ვინირი. კერამიკის ვინირებს ახასიათებს ბუნებრივობა, მათ აქვთ ბუნებრივი კბილისათვის (ემალის საფარი) დამახასიათებელი ფერი და სიპრიალე. კერამიკული ვინირი ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს სტრუქტურას და სახის ნაკვთებს. ამასთან ერთად, ვინირი ემსახურება არა მარტო კბილის კოსმეტიკური პრობლემების მოგვარებას, არამედ ისინი კბილების ცვეთასთან, დაზიანებასთან და ტრავმებთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას აგვარებენ და იცავენ კბილს შემდგომი დაზიანებისგან. ამასთან ერთად, კერამიკული ვინირებით კბილის რესტავრირება გამოირჩევა ნაკლებინვაზიურობით.
კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია:
“ბლიც დენტალი -კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” (ვერა, ქუჩიშვილის ქუჩა N 11) გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მცირედი კოსმეტიკური ჩარევით, სამუდამოდ დაემშვიდობოთ არაესთეტიურ ღიმილთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენს კლინიკაში ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა შეკითხვას და დაგეხმარებიან, რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ჰოლივუდის ღიმილით.სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პროცედურების დასაგეგმად, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.