როგორ შევარჩიოთ პირის ღრუს მოვლის საშუალებები
17 აგვისტო 2023
დღესდღეობით ბაზარზე კბილის პასტების, ჯაგრისებისა და პირის ღრუს ჰიგიენის სხვა საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანია, რაც ართულებს მომხმარებლისთვის სწორი არჩევანის გაკეთებას. დღეს გვსურს გესაუბროთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენს საჭოროებებზე მორგებული პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებები.
კბილის ჯაგრისი
სწორი ჯაგრისის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კბილების გახეხვის პროცესი. არასწორად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა შესაძლოა დააზიანოს პაციენტის კბილის ემალი და ღრძილები. 12 წლამდე ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ღრძილებისა და კბილის ემალის პრობლემები აქვთ, რბილი ჯაგრისის გამოყენებაა რეკომენდებული. ასევე უმჯობესია ჯაგრისის თავი პატარა ზომის იყოს, რათა მარტივად გაწმინდოს რთულად მისაწვდომი ადგილები. ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად კი, პერიოდულად, ჯაგრისი უნდა გამოიცვალოს. რეკომედირებულია ჯაგრისის მინიმუმ 2 თვეში ერთხელ გამოცვლა.
კბილის ჯაგრისის თავის რეკომენდირებული ზომები ასაკის მიხედვით:
- 0-2 წელი - 15 მმ
- 2-6 წელი - 19 მმ
- 12+ წელი - 25 მმ
კბილის პასტები და მათი ქიმიური შემადგენლობა
შეარჩიეთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაშიც არ არის SIS (ნატრიუმის ლაურილ სულფატი - sodium lauryl sulfate). ნატრიუმის ლაურილ სულფატი კბილის პასტებს ქაფის წარმოქმნის მიზნით აქვს დამატებული, თუმცა ხშირია ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც SIS იწვევს სტომატიტს პირის ლორწოვან გარსზე და ალერგიებს. კბილის პასტის შეძენისას, ასევე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ შეფუთვას. ასევე, ძალიან კარგია კბილის პასტები ფროტის შემცველობით. მცირე რაოდენობით ფტორი დადებითად მოქმედებს ძვლებსა და კბილებზე. ის არა მხოლოდ ძვლებს ამყარებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ ჩვენი კბილების მინანქარსაც აძლიერებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის ფტორის საკმარისი რაოდენობით მიწოდება იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კბილების კარისესი თუ პირის ღრუს სხვა პრობლემები.
პირის ღრუს ირიგატორი და ფლოსი
სახლის პირობებში პირის ღრუს იდეალურად მოსავლელად, ჯაგრისის გარდა, საჭიროა საშუალებები, რომლებიც კბილთაშორისი სივრცეების წმენდისთვის გამოიყენება. ფლოსი იგივე კბილების ძაფი უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი საშუალებაა რომელიც კბილების წმენდის რუტინის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ფლოსი გეხმარებათ გაასუფთაოთ კბილის გვერდები. რაც შეეხება უფრო ახალ და თანამედროვე საშუალებებს, ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე საშუალებაა ირიგატორი, რომელიც არ ცვლის ჯაგრისს, არამედ გამოიყენება მასთან ერთად. ირიგატორი წყლის ჭავლის გამოყენებით მექანიკურად რეცხავს კბილთაშორის სივრცეებს.კვლევები ადასტურებს, რომ ირიგატორის გამოყენებით, ნადები მცირდება 99%-ით, რადგან ირიგატორის წყლის ჭავლი უკეთესად აღწევს კბილთაშორის სივრცეებში ასევე, ბრეკეტ სისტემის, ორთოპედიული კონსტრუქციების და იმპლანტების დროს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.
ირიგატორის ფუნქციები მოიცავს:
- წყლის ჭავლის გამოყენებით, კბილთაშორის არედან ნადების მოშორებას;
- აცილებს ნადებს ღრძილებიდან;
- საკმაოდ კომფორტულია მათთვის, ვინც გადის ორთოდონტიულ მკურნალობას, რადგან უზრუნველყოფს ბრეკეტების მუდმივ სისუფთავეს;
- ორთოპედიული კონსტრუქციების და იმპლანტების დროს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება;
- წყლის ჭავლის ძალა გათვლილია, რომ მან არ დააზიანოს პირის ღრუს რბილი ქსოვილები, შესაბამისად ირიგატორის გამოყენებისას უზრუნველყოფილია ღრძილისა და კბილის სისუფთავე ზედმეტი მგრძნობელობის გარეშე;
- ხშირად კლინიკურ პრაქტიკაში ექიმები ირიგატორის გამოყენებას ურჩვენ იმ პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ პაროდონტიტი, რადგან შესაძლებელია წყლის ჭავლის ჩანაცვლება სავლებებითა და ანთების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებით;
- პირის ღრუს ირიგატორს აქვს პროფილაქტიკური ფუნქცია - მასაჟის ეფექტი, რომელიც ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას. პირის ღრუს რბილ და მაგარ ქსოვილებს აქტიურად მიეწოდებათ სისხლი, რაც თავის მხრივ, ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილის გარანტია.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის გუნდი გირჩევთ: პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვისას, გაითვალისწინეთ თქვენი კბილების, ღრძილებისა და ზოგადად მთლიანი პირის ღრუს ინდივიდუალური მახასიათებლები, ხოლო რჩევების მისაღებად და ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე. ჩვენს კლინიკაში (ვერა, გ. ქუჩიშვილის 11) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული და თქვენს საჭიროებებზე მორგებული გარემო რომელიც მკურნალობის პროცესს რაც შეიძლება სასიამოვნოს გახდის.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16