ძირითადი სტომატოლოგიური მიმართულებები

14 სექტემბერი 2023

დღეს გვსურს გესაუბროთ იმ ძირითად სტომატოლოგიურ მომსახურებეზე, რომლებითაც პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში”.

თერაპია

როდესაც ვსაუბრობთ თერაპიულ სტომატოლოგიაზე, ვსაუბრობთ პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების იმ მეთოდებზე, რომლებიც კბილის გაჯანსაღებას გულისხმობს. მაგალითად:   

  • კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების მკურნალობა;
  • კბილების დაბჟენა უმაღლესი ხარისხის ბჟენებით და კბილების აღდგენა-რესტავრაცია. 
  • კბილების ფესვის ენდოდონტიურ ანუ არხების მკურნალობაზე, უახლესი დანადგარებისა და მეთოდების გამოყენებით.
  • კბილების პროფესიული წმენდა, რაც გულისხმობს ქვებისა და ნადების მოცილებას თანამედროვე აპარატურით.

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში თერაპიული მანიპულაციები ბოლო თაობის, უახლესი აპარატურისა და მეთოდების საშუალებით ტარდება,  რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო მკურნალობას.

ორთოდონტია

ორთოდონტია ეტიმოლოგიურად ბერძნული სიტყვაა და “სწორ კბილს” ნიშნავს. ეს მიმართულება სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებასა და მასთან დაკავშრებულ  ანომალიებს. ორთოდონტიის ფარგლებში ხდება კბილთა მწკრივის ასიმეტრიისა და სხვა თანმდევი პრობლემების  დიაგნოსტიკასა და მკურნალობა. მკურნალობის პროცესში,  პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დგება ორთოდონტიული მკურნალობის გეგმა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად შეირჩევა ორთოდონტიული კონსტრუქციები: მარტივად მოსახსნელი კონსტრუქციებია - ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს ბრეკეტები მიეკუთვნება. ბრეკეტები შესაძლოა იყოს: მეტალის, კერამიკული, თვითრეგულირებადი და ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან).

იმპლანტოლოგია

დღესდღეობით იმპლანტოლოგია დაკარგული კბილის ადგილას ცარიელი სივრცის შევსების უალტერნატივო მეთოდია. გარდა ამისა, დენტალური იმპლანტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მასზე განთავსებული გვირგვინი ბუნებრივ კბილებს ჰგავს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს. მეტალის ხრახნზე დამაგრებული კერამიკული (ფაიფურის) გვირგვინი სრულად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფერსა და სიპრიალეს, სწორედ ამიტომ, შეუიარაღებელი თვალით ბუნებრივი და ხელოვნური კბილის ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელია. 

თანამედროვე სტილის იმპლანტი შედგება სამი კომპონენტისაგან, ესენია:

  • ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც ინტეგრირდება ძვალში;
  • იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს ტიტანის ხელოვნურ ფესვთან;
  • გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივი კბილის ანალოგია.

ორთოპედია

ორთოპედიული მკურნალობის დროს ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების აღმოფხვრა და დაკარგული კბილების ჩანაცვლება იმპლანთითა და მასზე განთავსებული გვირგვინით. გარდა ვიზუალური ხარვეზების აღმოფხვრისა, დაკარგული კბილის იმპლანტით ჩანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობასა და ჰიგიენის  შენარჩუნებაში, რადგან გვირგვინები ვიზუალურ ეფექტთან ერთად, აუმჯობესებენ  ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე.

გნათოლოგია

გნათოლოგია (gnathology) ყბა-კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის და მჭიდროდ არის დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, იმპლანტოლოგია თუ სხვა. გნათოლოგიის წესების გათვალისწინება ხდება ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ყოველი ჩარევა პირის ღრუში, უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბა-სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასწორად ჩატარებულმა ნებისმიერმა  სტომატოლოგიურმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროებამ, შესაძლოა მრავალი  სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ესენია:

  • დაჭიმულობა სახისა და სახსრის მიდამოში;
  • პირის გაღების შეზღუდვა;
  • შუილის მსგავსი ხმა  ყურებში;
  • თავის ტკივილი (დილით);
  • ტკივილი საფეთქელსა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. 

ქირურგიული სტომატოლოგია

ქირურგიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას და ის ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 

  • სიბრძნის კბილის ექსტრაქცია  - ფართოდ გავრცელებული ქირურგიული ოპერაცია. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილის ექსტრაქციის დროს გამოიყენება თანამედროვე მიდგომები და უახლესი სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები. ქირურგიული ჩარევა მიმდინარეობს სრულიად უმტკივნეულოდ, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მოქმედების ფონზე, რაც გვეხმარება პროცესის დისკომფორტის გარეშე ჩატარებაში.
  • ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკა - ლაგამი ლორწოვანი გარსის მქონე თხელ ქსოვილია, რომელიც მყარად აფიქსირებს ტუჩებსა და ენას სწორ მდგომარეობაში. არსებობს ისეთი კლინიკური შემთხვევები, როცა პაციენტს ლაგამი ან ძალიან მოკლე აქვს, ან ძალიან გრძელი. ასეთი შემთხვევები საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევასა და კორექტირებას.
  • ცისტექტომია - ქირურგიული მეთოდი, რომლის დროსაც ხდება მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და კისტოზური წარმონაქმნების ამოკვეთა. ამ დროს, ყბა-სახის ქირურგი ათავისუფლებს პაციენტის პირის ღრუს პათოგენური ქსოვილებისგან.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” გამოცდილი ექიმები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას, ზუსტად შეაფასებენ თქვენს კლინიკურ შემთხვევასა და დაგეგმავენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომპლექსურ მკურნალობის კურსს. ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება, თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისა და მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნების გარანტიაა. 

კონსულტაციაზე ჩაწერისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16