სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
14 სექტემბერი 2023
დღეს გვსურს გესაუბროთ იმ ძირითად სტომატოლოგიურ მომსახურებეზე, რომლებითაც პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში”.
როდესაც ვსაუბრობთ თერაპიულ სტომატოლოგიაზე, ვსაუბრობთ პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების იმ მეთოდებზე, რომლებიც კბილის გაჯანსაღებას გულისხმობს. მაგალითად:
ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში თერაპიული მანიპულაციები ბოლო თაობის, უახლესი აპარატურისა და მეთოდების საშუალებით ტარდება, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო მკურნალობას.
ორთოდონტია ეტიმოლოგიურად ბერძნული სიტყვაა და “სწორ კბილს” ნიშნავს. ეს მიმართულება სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებასა და მასთან დაკავშრებულ ანომალიებს. ორთოდონტიის ფარგლებში ხდება კბილთა მწკრივის ასიმეტრიისა და სხვა თანმდევი პრობლემების დიაგნოსტიკასა და მკურნალობა. მკურნალობის პროცესში, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დგება ორთოდონტიული მკურნალობის გეგმა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად შეირჩევა ორთოდონტიული კონსტრუქციები: მარტივად მოსახსნელი კონსტრუქციებია - ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს ბრეკეტები მიეკუთვნება. ბრეკეტები შესაძლოა იყოს: მეტალის, კერამიკული, თვითრეგულირებადი და ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან).
დღესდღეობით იმპლანტოლოგია დაკარგული კბილის ადგილას ცარიელი სივრცის შევსების უალტერნატივო მეთოდია. გარდა ამისა, დენტალური იმპლანტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მასზე განთავსებული გვირგვინი ბუნებრივ კბილებს ჰგავს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს. მეტალის ხრახნზე დამაგრებული კერამიკული (ფაიფურის) გვირგვინი სრულად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფერსა და სიპრიალეს, სწორედ ამიტომ, შეუიარაღებელი თვალით ბუნებრივი და ხელოვნური კბილის ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელია.
თანამედროვე სტილის იმპლანტი შედგება სამი კომპონენტისაგან, ესენია:
ორთოპედიული მკურნალობის დროს ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების აღმოფხვრა და დაკარგული კბილების ჩანაცვლება იმპლანთითა და მასზე განთავსებული გვირგვინით. გარდა ვიზუალური ხარვეზების აღმოფხვრისა, დაკარგული კბილის იმპლანტით ჩანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობასა და ჰიგიენის შენარჩუნებაში, რადგან გვირგვინები ვიზუალურ ეფექტთან ერთად, აუმჯობესებენ ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე.
გნათოლოგია (gnathology) ყბა-კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის და მჭიდროდ არის დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, იმპლანტოლოგია თუ სხვა. გნათოლოგიის წესების გათვალისწინება ხდება ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ყოველი ჩარევა პირის ღრუში, უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბა-სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასწორად ჩატარებულმა ნებისმიერმა სტომატოლოგიურმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროებამ, შესაძლოა მრავალი სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ესენია:
ქირურგიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას და ის ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” გამოცდილი ექიმები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას, ზუსტად შეაფასებენ თქვენს კლინიკურ შემთხვევასა და დაგეგმავენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომპლექსურ მკურნალობის კურსს. ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება, თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისა და მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნების გარანტიაა.
კონსულტაციაზე ჩაწერისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად