დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
დენტალური იმპლანტაცია უკბილობის (ადენტია) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. დენტალური იმპლანტაციის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც პაციენტს კბილი სრულიად აქვს დაკარგული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყბის ძვალში არ არის ფესვი. იმპლანტაციის პროცედურა გულისხმობს პაციენტის ყბის ძვალში ხელოვნური ფესვის, ანუ მეტალის იმპლანტის მოთავსებას, რომელზეც შემდგომში ხელოვნური კბილი, იგივე გვირგვინი ფიქსირდება. დღესდღეობით, კბილის დაკარგვის შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა იმპლანტაცია ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რჩება, რადგან იმპლანტი და მასზე მოთავსებული ხელოვნური კბილი (გვირგვინი) როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და ითავსებს მის ფუნქციას. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტი თავსდება დაკარგული კბილის ადგილას, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება.
თანამედროვე ტიპის იმპლანტი ძირითადად სამი ნაწილისაგან შედგება:
დაკარგული კბილის იმპლანტით ჩაანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებაში, რადგან იმპლანტები ვიზუალურ ეფექტთან ერთად აუმჯობესებენ ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე. ამასთან ერთად, იმპლანტები აუმჯობესებს ყბა-სახის სისტემურ ფუნქციას და ხელს უწყობს ღეჭვის ნორმალური ფუნქციის აღდგენას.
პირველი ეტაპი, რომელსაც პაციენტი და მისი ექიმი გადიან უშუალოდ მკურნალობის დაწყებამდე, ესაა დაგეგმარების ეტაპი. იგი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია იმპლანტაციის დროს. აუცილებელია X-RAY (3D კომპიუტერული ტომოგრაფია) სურათებით ყბის ძვლის მდგომარეობის შეფასება. შესასწავლი და შესაფასებელია ასევე პაციენტის ყბის ძვლის სისქე და ღრძილების მდგომარეობა. პირველ ეტაპზე პროფესიონალმა იმპლანტოლოგმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი სურათი და ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ყველა ზემოთხსენებული ფაქტორი შეიძლება
მეორე ეტაპი - ამ დროს ხდება ყბის ძვალში იმპლანტის მოთავსება. სასურველი ესთეტიკური შედეგის მისაღებად, აუცილებელია იმპლანტოლოგმა ტიტანის ხელოვნური ფესვი ისე მოათავსოს პაციენტის ყბის ძვალში, რომ მის ირგვლივ რბილი ქსოვილების სწორ განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ხელოვნური გვირგვინი მხოლოდ ღრძილის სწორად ფორმირების შემთხვევაში გამოიყურება ბუნებრივად. იმპლანტის გადანერგვიდან რამდენიმე თვეში ხდება იმპლანტის ძვალთან შერწყმა. მას შემდეგ, რაც მოხდება იმპლანტის ძვალთან ინტეგრაცია, მასზე თავსდება იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს მეტალის ფესვთან;
საბოლოო მესამე ეტაპი გულისხმობს აბატმენტზე ხელოვნური გვირგვინის განთავსებას, რომელიც სრულად იმეორებს პაციენტის კბილების ვიზუალურ მახასიათებლებს და განსხვავება მასსა და პაციენტის ბუნებრივ კბილს შორის, შეუიარაღებელი თვალისათვის სრულიად შეუმჩნეველია.
კბილის ან კბილების დაკარგვის შედეგად ყბის ძვალზე გაჩენილი სივრცეები არღვევენ კბილთა მწკრივის მთლიანობას რაც, თავის მხრივ, აზიანებს ჯანსაღ კბილს. ამასთან ერთად, დროთა განვამლობაში ადგილს იჩენს მრავალი ფუნქციური და ესთეტიკური დარღვევა. მაგალითად როგორიცაა: მეორადი დეფორმაციების ჩამოყალიბება, ძვლის განლევა და ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა, ანუ ღეჭვითი ძალის არათანაბარი გადანაწილება. იმისთვის, რომ კბილის დაკარგვის შემდგომ არ მივიდეთ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებამდე, აუცილებელია ექიმ სტომატოლოგთან დროული ვიზიტი, სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა” და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.