სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
18 ნოემბერი 2021
პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შეისწავლის ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს და პასუხისმგებელია თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. პაროდონტი ქსოვილთა ერთობლიობაა. მისი შემადგენელი ნაწილებია: ღრძილი, ალვეოლური ძვალი, კბილის ფესვის ზედაპირის მფარავი დუღაბი და პერიოდონტი, რომელიც დუღაბს მის ირგვლივ არსებულ ძვალთან აკავშირებს. პაროდონტი აერთიანებს კბილის ირგვლივ არსებულ რბილ და მაგარ ქსოვილებს, და განაპირობებს როგორც პირის ღრუს ჯამნრთელობას, ასევე კბილის სიმყარეს ყბის ძვალში.
პაროდონტოლოგიურ სტატუსს უფრო მეტის თქმა შეუძლია ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, ვიდრე მხოლოდ ის, თუ რა ხდება პირის ღრუში. კბილებზე დაგროვებულმა ნადებმა შეიძლება ბევრი სისტემური დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს მაგ: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.
რაც შეეხება პაროდონტიტს - პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კბილების დაკარგვა. პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ყოველი 10-დან 8 ადამიანი, 35 წელს ზემოთ აღნიშნავს გარკვეული სახის ჩივილებს ღრძილებთან დაკავშირებით. პაროდონტის სხვადასხვა სახის დაავადება არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვებული ბაქტერიული ნადებით (ბიოაპკით). ასეთი პათოგენური ბაქტერიების გამრავლების შედეგად ვითარდება ღრძილების ანთება, რასაც მოსდევს კბილების მორყევა ყბის ძვალში, ძვლის განლევა და საბოლოოდ კბილების დაკარგვა.
კბილის ზედაპირსა და ღრძილების მიდამოებში ნადების დაგროვების შედეგად სწრაფად მრავლდებიან პათოგენური (დაავადების გამომწვევი) ბაქტერიები, რის შედეგადაც ვითარდება გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტთან არ ჩატარდა ანთების საწინააღმდეგო, სათანადო მკურნალობა, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში, კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება. ნადების გარდა, პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
რაც შეეხება პაროდონტიტის სიპმტომებს, ისინი მრავალფეროვნებით ხასიათდება და ძირითადად ვლინდება ღრძილებიდან სისხლდენაში. ამასთან ერთად პაროდონტიტს ახასიათებს , ვიზუალური და ჰიგიენური დისკომფორტი რაც გულისხმობს ზომაში მომატებული წითელი ფერის ღრძილებსა და უსიამოვნო სუნი პირს ღრუში.
ღრძილებიდან სისხლდენა ხშირად პაციენტების მხრიდან იგნორირებულია, რამაც შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. პაროდონტის ანთებითი დაავადებების (გინგივიტი და პაროდონტიტი) განვითარება ღრძილებიდან იწყება. იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ ყველა ქსოვილს. გინგივიტის დროს შეიძლება შენიშნოთ მხოლოდ ღრძილების მსუბუქი შეწითლება, მცირე სისხლდენა და უსიამოვნო გემო. ეს ეტაპი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ ესაა პაროდონტის დაავადების განვითარების პირველი საფეხური და მხოლოდ ამ სტადიაშია პროცესი შექცევადი, ანუ სრული განკურნებაა შესაძლებელი. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი გადაიზრდება პაროდონტიტში - როცა ანთებითი პროცესი უკვე ძვალზეა გავრცელებული. მკურნალობით პროცესის აგრესიული მიმდინარეობის შეჩერება შესაძლებელია, თუმცა საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, რათა არ განახლდეს და არ განაგრძოს პროგრესირება. მკურნალობის გარეშე პაროდონტის ანთებითი დაავადების გვიანდელ სტადიაზე კბილები იმდენად ირყევა, რომ მათი შენარჩუნება შეუძლებელია. შედეგად ხშირად სრულიად ჯანსაღი კბილები იკარგება.
უმეტეს შემთხვევებში პაროდონტიტის მკურნალობა წარმატებით ხორციელდება. პაროდონტიტის მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიულ (ნადების მოშორება) მეთოდებით და იმ შემთხვებში როდესაც კონსერვატიულ მკურნალობა არ არის საკმარისი მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. კონსერვატიული მკურნალობა იწყება კბილების ღრძილის ზედა და ღრძილის ქვეშა ნადებების მოშორებით. წმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორება, როგორებიც არის: კარიესული ღრუები, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები. ჩვენებების მიხედვით ხდება მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და პაციენტის აყვანა დისპანსერულ დაკვირვებაზე.
ღრძილების ანთებითი პროცესის თავიდან აცილებისათვის საუკეთესო გზა, ზოგადი ჰიგიენის დაცვა და მუდმივი კონტროლია. ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისათვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ღიმილი მუდამ მომხიბვლელი იქნება.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად