ბრუქსიზმი - კბილების ღრჭიალი ძილის დროს: სრული სამედიცინო მიმოხილვა
თანკბილვა, ეს არის ზედა და ქვედა ყბის კბილების სიმეტრიული თანხვედრა პირის დახურვის დროს. სწორი თანკბილვა უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პაციენტის პირის ღრუს, არამედ მთელი მისი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
თანკბილვა დარღვეულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეხების წერტილები ზედა და ქვედა ყბის კბილებს შორის არასწორი და არასიმეტრიულია. ასიმეტრიამ შესაძლოა ბავშვის პირის ღრუს ბუნებრივ ზრდა-განვითარებას შეუქმნას დაბრკოლება და ხელი შეუშალოს თქვენი პატარას სწორი სამეტყველო აპარატის ჩამოყალიბებას.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვებში თანკბილვის პრობლემები ინდივიდუალურია, თუმცა, დღესდღეობით არსებობს 7 ყველაზე გავრცელებული ანომალია, ესენია:
ჯვარედინი თანკბილვა - როდესაც ქვედა ყბა მოქცეულია გვერდით, დარღვეულია ზედა და ქვედა ყბის ძვლის სიმეტრია და შესაბამისად, არ ხდება მათი ცენტრის თანხვედრა პირის დახურვის დროს. თუ თანკბილვის ეს ანომალია არ გამოსწორდა ადრეულ ასაკში, მან შესაძლოა მრავალი თანმდევი გართულება გამოიწვიოს. ყველაზე რთულად გამოსასწორებელია კუნთების არასწორი სტიმულირებისა და დარღვეული თანკბილვის შედეგად გამოწვეული სახის ასიმეტრია. არსებობს ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც გვხვდება როგორც გვერდითი, ასევე წინა კბილების ჯვარედინი თანკბილვა.
მეზიალური თანკბილვა - როდესაც პირის დახურვის დროს ქვედა ყბა ექცევა ზედა ყბის ზემოდან. ასეთი თანკბილვა საკმაოდ აფერხებს ზედა ყბის განვითარებას და დიდ ზეგავლენას ახდენს სახის პროპორციებზე. ამ დროს ვიზუალურად დარღვეულია სახის ბუნებრივი სიმეტრია და პაციენტის ყბა ტოვებს „წინ გამოწეულ“ ეფექტს.
ღია თანკბილვა - ეს არის თანკბილვის ფორმა, როდესაც პირის დახურვის დროს მხოლოდ უკანა კბილებს შორის არის შეხებითი კონტაქტი, ხოლო წინა კბილები ვერ ეხება ერთმანეთს. ამ თანკბილვის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სხვადასხვა მავნე ჩვევა, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა: პირით სუნთქვა, მაწოვარას გახანგრძლივებული წოვა, ენის წოვა და სხვა.
ღრმა თანკბილვა - ამ შემთხვევაში პაციენტის ზედა ყბის წინა კბილები პირის დახურვისას ძალიან ფარავს ქვედა ყბის კბილებს. უმეტესწილად, ასეთი თანკბილვა იწვევს ღრძილების პრობლემებს, კბილების არასწორ ცვეთას, ქვედა ყბის განვითარების შეფერხებასა და არტიკუალციური ფუნქციის დარღვევას.
კბილების მჭიდრო დგომა - თანკბილვის ასეთი ანომალიის დროს მუდმივ კბილებს არ აქვთ ადგილი იმისათვის, რომ კარგად ამოიჭრან, შესაბამისად, მათ უწევთ „მოთავსდნენ“ უკვე არსებული კბილის ადგილას და „შეავიწროვონ“ მეზობლად მდგომი კბილები. პირის ღრუში ადგილის სიმცირე და კბილების რაოდენობის მატება პირდაპირ იწვევს თანკბილვის სიმეტრიის არევას.
სივრცეები კბილებს შორის - ეს შეიძლება გამოიწვიოს დაკარგულმა კბილებმა. ამ თანკბილვის პრობლემის დროს ხშირად მშობელი ვერ ამჩნევს შვილის პირის ღრუს ასიმეტრიას დაკარგული კბილის ადგილის შევსება მოზარდის პირის ღრუში სწრაფად ხდება. კბილები დროთა განმავლობაში ნაწილდებიან პირის ღრუში ისე, რომ ნაწილობრივ აითვისონ დაკარგული კბილის ადგილას გამოთავისუფლებული ცარიელი სივრცე რაც, რა თქმა უნდა, თანკბილვვის ასიმეტრიას იწვევს.
საჭრელი კბილების პროტრუზია ანუ წინ დახრა - თანკბილვსი ეს პრობლემა საკმაოდ შესამჩნევ ვიზუალურ დეფექტს უქმნის პაციენტს. გარდა არასასიამოვნო შესახედაობისა, ადრეულ ასაკში წარმოქმნილი საჭრელი კბილების პროტრუზია (წინ დახრა) ასევე აფერხებს მეტყველების აპარატის ჯეროვან განვითარებას, ვიზუალური პრობლემების გარდა, ასეთი კბილები ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან ტრავმისა და დაზიანებისკენ.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს პატარა პაციენტებსა და მათ მშობლებზე. ჩვენი გამოცდილი ექიმები უზრუნველყოფენ, რომ პირის ღრუს მკურნალობის ყველა ეტაპი იყოს ბავშვისთვის კომფორტული და სასიამოვნო პროცესი. კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა წამყვანი გერმანული ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona (Dental products and technologies) პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს სამედიცინო აპატარურასა და ხელსაწყოებს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და მისი ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. ჩვენს კლინიკაში ბრეკეტებით მკურნალობისას გათვალისწინებულია თანამედროვე მკურნალობის ყველა სტანდარტი და პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღება გარანტირებულია. პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საბანკო განვადებითაც.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.