რატომ აღიქვამს ბევრი ადამიანი სექტემბერს პირად ახალ წლად? გაიგეთ, რატომ არის სექტემბერი კარგი დრო პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ბავშვის სტომატოლოგიური შემოწმებისთვის.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
19 ოქტომბერი 2023
პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ის მიმართულებაა, რომელიც ღრძილის დაავადებებს შეისწავლის. ლამაზი ღიმილი კი ჯამრთელ, ვარდისფერ ღრძილს გულისხმობს. პირის ღრუს პაროდონტოლოგიურ სტატუსს უფრო მეტის თქმა შეუძლია ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, ვიდრე მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ღრძილები ვიზუალურად. ჯანსაღი ფერისა და ფორმის ღრძილები მომხიბვლელი და სასიამოვნო ღიმილის მთავარი შემადგენელი ნაწილია.
პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში გამოიწვიოს კბილების დაკარგვაც კი. პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ყოველი 10 ზრდასრულიდან 7 უჩივის. პაროდონტის მრავალი სახის დაავადება არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვილი ბაქტერიული მასით (ბიოაპკით). ასეთი მავნე პათოგენური ბაქტერიები იწვევენ ანთებით პროცესს, რასაც მოსდევს კბილების მორყევა ყბის ძვალში, ძვლის განლევა და საბოლოოდ ჯანსაღი კბილების დაკარგვა. ბაქტერიების დაგროვების შედეგად ვითარდება ასევე გინგივიტი, ანუ, ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება. ნადების გარდა, პაროდონტიტის რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს, მაგალითად, დაქვეითებული იმუნიტეტი, გენეტიკური ფაქტორი, თამბაქოს ხშირი მოხმარება, მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდითი ეფექტი, სტრესი და არასწორი კვება. რაც შეეხება პაროდონტიტის სიმპმტომებს, ისინი მრავალფეროვანია, დაავადება შეიძლება იყოს უსიმპტომო თუმცა ძირითადად ვლინდება ღრძილებიდან სისხლდენაში. ამასთან ერთად პაროდონტიტს ახასიათებს, ვიზუალური და ჰიგიენური დისკომფორტიც, რაც გულისხმობს ზომაში მომატებულ წითელი ფერის ღრძილებსა და უსიამოვნო სუნს პირს ღრუში (ჰალითოზი).
ღრძილებიდან სისხლდენა ხშირად პაციენტების მხრიდან არ აღიქმება როგორც სერიოზული პრობლემა და მას უხეშ კბილის ჯაგრისს აბრალებენ. ღრძილებიდან, თუნდაც მცირედი სისხლდენის იგნორირებამ შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადებების - გინგივიტისა და პაროდონტიტის განვითარება ღრძილებიდან იწყება და საბოლოოდ იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ მთლიან ქსოვილს. გინგივიტის დროს პაციენტმა შეიძლება შენიშნოს მხოლოდ ღრძილების მსუბუქი შეწითლება, მცირე სისხლდენა და სპეციფიური უსიამოვნო გემო. ეს ეტაპი ხშირ შემთხვევაში პაციენტებისატვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ გინგივიტია პაროდონტის დაავადების განვითარების პირველი საფეხური და ამ სტადიაზე დაავადების მკურნალობა ყველაზე მარტივი და ეფექტურია. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი გადაიზრდება პაროდონტიტში - როცა ანთებითი პროცესი უკვე ძვალზეა გავრცელებული.
თანამედროვე სტომატოლოგიური მიღწევები და მკურნალობის უახლესი მეთოდები უმეტესწილად პაროდონტის დაავადებების სრულად განკურნების შესაძლებლობას იძლევა. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაროდონტიტის მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიული (ნადების მოშორება) მეთოდებით და იმ შემთხვებში, როდესაც კონსერვატიულ მკურნალობა არ არის საკმარისი, მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს კბილების ღრძილის ზედა და ღრძილის ქვედა ნადებების მოშორებას. წმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზების მოშორება, როგორებიც შეიძლება იყოს: კარიესული ღრუები, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები. ჩვენებების მიხედვით ხდება მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და პაციენტის აყვანა დისპანსერულ დაკვირვებაზე. ღრძილების ანთებითი პროცესის თავიდან აცილებისათვის საუკეთესო გზა, ზოგადი ჰიგიენის დაცვა და მუდმივი კონტროლია. ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისათვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ღიმილი მუდამ მომხიბვლელი იქნება.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” (ვერა, ქუჩიშვილის ქუჩა 11) გამოცდილ ექიმთა გუნდი პაციენტებს უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას. ჩვენს კლინიკაში ზუსტად შეაფასებენ თქვენს სამედიცინო შემთხვევას და დაგეგმავენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომპლექსური მკურნალობის კურსს. ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი პირის ღრუსა და ღრძილების ჯანმრთელობის, მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნების გარანტიაა. კონსულტაციაზე ჩაწერისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
რატომ აღიქვამს ბევრი ადამიანი სექტემბერს პირად ახალ წლად? გაიგეთ, რატომ არის სექტემბერი კარგი დრო პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ბავშვის სტომატოლოგიური შემოწმებისთვის.
თეთრი და ნათელი ღიმილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური სტომატოლოგიური პროცედურის კბილების გათეთრების მთავარი მიზანია. თუმცა, სურვილთან ერთად ხშირად ჩნდება კითხვა: უსაფრთხოა თუ არა კბილების საოფისე (ქიმიური) გათეთრება და რამდენად აზიანებს ის კბილის მინანქარს?
ვინირები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური სტომატოლოგიური მკურნალობაა მათთვის, ვისაც სურს კბილების ფორმის, ფერისა და პროპორციების გაუმჯობესება.
ვინირების წარმატებული შედეგი იწყება სწორი დაგეგმვით, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციით და ინდივიდუალური დიზაინით. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მიმდინარეობს ვინირების პროცესი ეტაპობრივად და რას უნდა ელოდოთ თითოეულ ეტაპზე.
ბრეკეტები კბილების გასწორებისა და თანკბილვის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოდონტიული მეთოდია. თანამედროვე ბრეკეტები განსხვავდება როგორც მასალითა და ვიზუალური მხარით, ისე გამოყენების პრინციპით. მაგრამ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სისტემა და რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
თუ სტომატოლოგიურ მკურნალობას გეგმავთ, ზაფხული ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შვებულებების სეზონზე სტომატოლოგთან ვიზიტების დაგეგმვა უფრო მარტივია, რაც საშუალებას გაძლევთ მკურნალობა დროულად და კომფორტულად დაასრულოთ.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე