სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
09 ნოემბერი 2023
წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი. ჯანმრთელი კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრიაც კი. იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები, აუცილებელია ვიზრუნოთ არა მარტო კარიესული დაავადებების მკურნალობაზე, არამედ მათ პრევენციაზეც. კარიესის თავიდან ასაცილებლად, ფისურების ჰერმეტიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტომატოლოგიური მეთოდია.
ადამიანის კბილების ზედაპირის ანატომიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მათი ჯაგრისისა თუ ირიგატორის საშუალებით სრულად გაწმენდა და ბაქტერიების საფარისაგან ასი პროცენტით გათავისუფლება თითქმის შეუძლებელია. კბილის ჯაგრისისა და სავლების გამოყენების შემდგომაც კი, კბილის ზედაპირის მხოლოდ 88 პროცენტის გასუფთავება არის შესაძლებელი. ყველაზე რთულად მოსავლელი და გასაწმენდი კბილები უკანა საღეჭი კბილებია - იგივე მოლარები. მოლარების საღეჭი ზედაპირის (ანუ კბილის გვირგვინის ზედა ნაწილი) ანატომიური აგებულება არაერთგვაროვანია. კბილის კედლები შედარებით ამობურცულია, ხოლო შუა ნაწილში განლაგებულია ღარები, რომელთაც სამედიცინო ენაზე ფისურები ეწოდება. ფისურები ვიწრო და საკმაოდ ღრმაა, რაც ართულებს ჯაგრისითა თუ პირის ღრუს ირიგატორით მათ გაწმენდას. ამ ღარებში საკვები ნარჩენების მიკროსკოპული ნაწილების მოხვედრა და შემდგომ მათი ლპობა, პირდაპირ პროპორციულად იწვევს ბაქტერიების გამრავლებას, რაც კბილის მინანქრის დაშლისა და კარიესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინარე ფაქტორია.
კბილის ზედაპირზე არსებული ღარების ამოვსება ხელს უშლის მათში საკვების ნარჩენების შეღწევას და შესაბამისად - წარმოადგენს კარიესის პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას, როგორც ზრდასრულებისათვის, ასევე მოზარდებისა და მცირეწლოვნებისათვის. მეტიც, რაც უფრო მალე მოხდება პაციენტის პირის ღრუში ფისურების ჰერმეტიზაცია, მით უფრო დიდი ხნის მანძლზე შეუნარჩუნდება მას კარიესისაგან თავისუფალი, ჯანსაღი კბილები. ფისურების კარიესი, პირველ ეტაპზე, ვითარდება კბილების ამოჭრიდან 1-2 წლის განმავლობაში. პირველი მუდმივი მოლარები ბავშვს 6-8 წლის ასაკში ამოეჭრება, ამიტომ ფისურების ჰერმეტიზაცია ამ ასაკში უფრო ეფექტურია. მაშინ, როდესაც კბილები ჯერ კიდევ დაუზიანებელია კარიესისგან და მათი „ჯანმრთელად შენარჩუნების“ ალბათობა ყველაზე მაღალია.
კბილის ფისურების ჰერმეტიზაციისათვის გამოიყენება სპეციალური სტომატოლოგიური საშუალება - სინთეტიკური შემდაგენლობის მქონე თხევადი ნივთიერება - სილანტი, რომელიც ისხმება კბილის ღარის დამუშავებულ არეალში და შემდგომ მყარდება. ფისურების ჰერმეტიზაციის წინ, სტომატოლოგი კბილის ზედაპირს სპეციალური ჯაგრისით ასუფთავებს. მხოლოდ სუფთა და მშრალი ზედაპირზეა შესაძლებელი სილანტის გამოყენება. მას შემდეგ, რაც სილანტი ჩააღწევს ღარში და ამოავსებს მას, სტომატოლოგები იყენებენ სპეციალურ სამედიცინო ნათურას, რომლის საშუალებითაც მყარდება სილანტი. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამშრალი და გამყარებული სილანტი არ უნდა უშლიდეს ხელს ღეჭვასა თუ პირის აპარატის სხვა ფუნქციის შესრულებას. სწორედ ამიტომ, პროფესიანალმა სტომატოლოგმა, სილანტის ჰერმეტიზაციის შემდგომ, სპეციალური დაფერილი ქაღალდის საშუალებით, უნდა შეამოწმოს კბილის ზედაპირის ფორმა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის სურვილისამებრ, დააკორექტოს იგი. ევროპის მოწინავე სამედიცინო უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს სილანტით მკურნალობა კარიესის პრევენციის პროცესში. კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ჰერმეტიკების გამოყენების შედეგები შთამბეჭდავია: სილანტების გამოყენების შემდგომ, კბილის დაცულობა პირველ წლებში თითქმის 80%-ს უტოლდება. 5 წლის შემდეგ – 70%, ხოლო 10 წლის შემდეგ 30%-ს. სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, პირის ღრუში კარიესის განვითარების ალბათობა მცირდება 70-80%-ით.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ თქვენი და თქვენი შვილების პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და თავიდან აიცილოთ კარიესის განვითარება. ჩვენს კლინიკაში (თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) თქვენ დაგხვდებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით და გამოიყენონ საბანკო განვადება.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად