დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
თეთრი და მბზინვარე კბილები ადამიანის ვიზუალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც თავდაჯერებულობას გვმატებს და ქმნის დაუვიწყარ, მომხიბვლელ ღიმილს. კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ ასევე გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრია. პირის ღრუ და კბილების ჯანმრთელობა კავშირშია, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიურ პროცესთან და ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა კბილების დაზიანებას, მორყევას და მათ დაკარგვასაც კი იწვევს.
ფერშეცვლილი კბილები - თუ თქვენმა კბილებმა დროთა განმავლობაში ფერი შეიცვალა და მის ზედაპირზე გაჩნდა მიკროსკოპული ლაქები ან რთულად შესამჩნევი ბზარები, შეიძლება ორგანიზმი კალციუმის ნაკლებობას განიცდიდეს. კბილის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება სწორედ კალციუმია, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია საკვების სახით. კალციუმს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: რძე, ხაჭო, არაჟანი, თევზი, სტაფილო, ჭარხალი, პარკოსნები, ნუში, ყურძენი, თაფლი, ფორთოხალი, მარწყვი და ასე შემდეგ.
კბილების მომატებული მგრძნობელობა და ფერმკრთალი სახის კანი - თუ პაციენტს კომბინირებულად აღენიშნება ეს ორი სიმპტომი, შესაძლოა საკითხი ეხებოდეს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმში კალციუმის შეწოვისათვის აუცილებელია ვიტამინი D-ს ბალანსი. სწორედ ამიტომ, კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილების გაჯანსაღებისათვის დანიშნული მედიკამენტები კალცთან ერთად, შეიცავენ ვიტამინ D-საც. ადამიანის ორგანიზმი D ვიტამინს საკვებთან ერთადაც იღებს, თუმცა, მას გააჩნია უნიკალური თვისება - წარმოქმნას ვიტამინი მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ, D ვიტამინით მდიდარი საკვებთან ერთად: ცხიმიანი თევზი, განსაკუთრებით ორაგული, კვერცხის გული, წითელი ხორცი, ღვიძლი, მზიან დღეს ფეხით სეირნობა დაგეხმარებათ ჯანმრთელი ორგანიზმისა და მიმზიდველი ღიმილის შენარჩუნებაში.
არაჯანსაღი ფერისა და ფორმის ღრძილები - შეშუპებული და ფერშეცვლილი ღრძილები, ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე მეტყველებს. პროცესი შესაძლოა მიმდინარეოდეს ლოკალურად პირის ღრუში ან/და ორგანიზმში სხვა კონკრეტულ უბანზე. თუ პაციენტს აღენიშნება ნორმალურზე მეტად ფერშეცვლილი ღრძილები (იქნება ეს შეწითლებული, თუ გაფერმკრთალებული რბილი ქსოვილი) მიზანშეწონილია მან კონსულტაციის მიზნით მიმართოს პროფესიონალს.
ჩვენი გუნდი გირჩევთ, დაიცვათ ქვემოთ მოცემული სულ რამდენიმე წესი და დიდი ხნის მანძლზე შეინარჩუნოთ, ჯანსაღი პირის ღრუ და ჯანმრთელი კბილები:
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ თქვენს პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი და მიმართოთ მას ნებისმიერი, თუნდაც „უმნიშვნელო“ პრობლემის გაჩენისთანავე. სანდო და პროფესიონალი სტომატოლოგი დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და მოახდინოთ კბილებისა და ღრძილების დაავადებების პრევენცია.
ჩვენს კლინიკაში (თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) დაგხვდებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით - გადახდის გადანაწილება და გამოიყენონ საბანკო განვადება.
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.