სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
30 მაისი 2024
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმ-სტომატოლოგებით. 2018 წლიდან ჩვენი კლინიკა ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დატკბნენ სასურველი შედეგით. ჩვენი კლინიკისა და ექიმების მთავარი მიზანია შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი. პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდის საკუთარი ლაბორატორიის თანამედროვე აღჭურვილობისა და საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებით ჩვენმა კლინიკამ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკის სტატუსი მოიპოვა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ ამიერკავკასიის რეგიონში. ჩვენი კლინიკის გარემო სრულადაა მორგებული პაციენტის საჭიროებებზე, მკურნალობის პროცესი არის სრულიად უსაფრთხო და კომფორტული. კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკის შიდა სივრცე და გარე პერიმეტრი სრულადაა ადაპტირებული და მორგებულია შშმ პირთა საჭიროებებზე.
კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა გერმანული პრემიუმ ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ბრენდი მომხმარებლებს მუდმივად ახალ გადაწყვეტებს სთავაზობს, სწორედ ამიტომ მას ირჩევენ მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. შესაბამისად, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” თანამშრომლობს სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელ იტალიურ კომპანია Vita-სთან. მრავალი წელია, ჩვენი კლინიკისა და Vita-ს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი კლინიკის პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული მასალებით.
ჩვენი კლინიკა ასევე თანამშრომლობს იტალიურ ლაბორატორია Laboratorio Odontotecnico Zaramella-სთან. სწორედ ჩვენი კლინიკის თანამედროვე აღჭურვილობა და ექიმ-სტომატოლოგთან მაღალი დონე გახდა იმის მიზეზი, რომ იტალიურმა ლაბორატორიამ კავკასიის რეგიონში პარტნიორად, სწორედ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” აირჩია.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია, რაც ჩვენს პაციენტებს აძლევს საშუალებას, ოპერატიულად, ერთ მისამართზე (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერი), მიიღონ ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება. კლინიკა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მომსახურება თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური მიმართულებით. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს ისეთ ნაკლებად ინვაზიურ მანიპულაციებს, როგორებიცაა: კბილების გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, კბილების გასწორება ბრეკეტებითა (მეტალის ბრეკეტები, ფაიფურის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები) და კაპებით, კარიესის მკურნალობა (კბილის არხების დაბჟენა) და ა.შ.. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ მომსახურებას ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებითაც. ბავშვები ჩვენს კლინიკაში თავს გრძნობენ კომფორტულად. იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ სტომატოლოგთან ვიზიტის კარგი გამოცდილება და არ ჩამოუყალიბდეთ დენტოფობია, ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტში გვაქვს სათამაშო სივრცე, ხოლო კაბინეტის კედლები ფერადი ნახატებითაა მოხატული. თუმცა, კარგი სტომატოლოგიური გამოცდილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სტომატოლოგის მიდგომა და გამოცდილებაა, რაც ჩვენს ექიმებს ნამდვილად არ აკლიათ.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” პროფესიონალთა გუნდი, მკურნალობის პროცესში, იყენებს 21-ე საუკუნის უახლეს ტექნოლოგიებს:
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მუდმივად ნერგავს სიახლეებს და პაციენტებს მკურნალობის ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებს სთავაზობს.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად