ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
Inlay, onlay და overlay დენტალური ჩანართები კარიესის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც გულისხმობს კბილის ღრუს ამოვსებას კერამიკული ჩანართის საშუალებით. Inlay, onlay, overlay ჩანართი ზედმიწევნით იმეორებს დაზიანებული ნაწილის სტრუქტურას და სრულად ერგება მის კონტურს. Inlay, onlay და overlay ჩანართები მზადდება იმავე ტექნოლოგიით, რითაც ვინირები და გვირგვინები.
მას შემდეგ, რაც ექიმი სპეციალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, გაასუფთავებს კბილის დაზიანებულ ნაწილს, დარჩენილი ღრუს სკანირება ხდება ციფრული სკანერით. შემდგომ, აღებული ანაბეჭდის კონტურების გათვალისწინებით, სპეციალური დანადგარი ამზადებს კერამიკულ ჩანართს, რომელიც შეესაბამება პაციენტის ბუნებრივი კბილის ფერს და ზუსტად იმეორებს კარიესის გამო წარმოქმნილი ღრუს ფორმას.
Inlay, onlay და overlay ჩანართები გამოირჩევა სიმყარით. კბილის დასაბჟენ ტრადიციულ მასალებთან შედარებით მათ ახასიათებთ მეტი მდგრადობა, უძლებენ უფრო მეტ დატვირთვას ღეჭვის დროს და არ იცვლიან ფერს.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან კბილის აღდგენის უახლესი მეთოდების გამოყენებით, მოკლე დროში მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.
პირის ღრუს მოვლა ორსულობის დროს.