10 რჩევა როგორ მოვუაროთ კბილებს სწორად
07 მარტი 2022
რატომ არის პირის ღრუ ასეთი მნიშვნელოვანი?
წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი. კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ ასევე გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრია.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ იმ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც, დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ღიმილი ჰარმონიული და დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ პირის ღრუს სიჯანსაღე.
გაიხეხეთ კბილები სწორად
კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესია კბილების რეგულარული გახეხვა. კბილების გახეხვა არის ჰიგიენის დაცვის უპირველესი გზა, რომელსაც ნებისმიერი სტომატოლოგი გირჩევთ.
თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იხეხავთ კბილებს და იჭერთ კბილის ჯაგრისს. როდესაც ჯაგრისით იწმენდთ პირის ღრუს, დარწმუნდით, რომ კბილის ჯაგრისი მოთავსებულია 45 - გრადუსიანი კუთხით ღრძილების ხაზის ზემოთა ნაწილში. ასევე, მიაქციეთ ყურადღება რომ კბილებს მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში იხეხავთ ისე, რომ კბილების ზედაპირის უმეტეს ნაწილს (როგორც წინა ასევე უკანა მხარე) კბილის ჯაგრისი სათანადო კუთხით ამუშავებს. როდესაც დაასრულებთ კბილების გახეხვას, აუცილებლად გაიწმინდეთ ენა. გაიხეხეთ ენის ზედაპირი და სასა, რათა დარწმუნდეთ, რომ პირის ღრუ თავისუფალია ბაქტერიებისგან. ეს ყველაფერი თავიდან აგარიდებთ არასასიამოვნო სუნს.
გამოიყენეთ კბილის ძაფი
ყველამ ვიცით, რომ ფლოსინგი (კბილის გაწმენდა სპეციალური ძაფებით) დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ გახსოვდეთ ერთი რამ: კბილების გახეხვის შემდეგაც კი, კბილების ზედაპირის მინიმუმ 40% ხელუხლებელი რჩება. ძაფების გამოყენება ხელს უწყობს, კბილთა შორის სივრცეში დარჩენილი, საკვები ნაწილაკების და სხვა ნივთიერებების მოცილებას, რომელთა ამოღებაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ჯაგრისის გამოყენებით. ამიტომ რეკომენდირებულია ძაფების გამოყენება დღეში ერთხელ მაინც.
პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ, პირის ღრუს ირიგატორი. ირიგატორის მთავარი დანიშნულებაა, წნევის ზემოქმედებით შექმნას სითხის თხელი ნაკადი, რომელიც ასუფთავებს კბილის რთულად მისადგომ ზონებს ნადებისგან და იგი განსაკუთრებით ეფექტურია ბრეკეტების, იმპლანტების, ორთოპედიული გვირგვინებისა და ვინირების დროს.
მოერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს
თამბაქოზე უარის თქმა არის ერთ-ერთი შესანიშნავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ პირის ღრუ სერიოზული გართულებებისაგან. თამბაქოს მოხმარების შემცირება თავიდან აგარიდებთ პაროდონტის ისეთი დაავადებებს, როგორებიცაა, მაგალითად: ღრძილების ანთება (პაროდონტიტი) სასისა და ენის სიმსივნე და სხვა. თქვენი კბილების დაზიანება შეუძლია ასევე ალკოჰოლის პერმანენტულ მოხმარებასაც, რადგან ამ დროს პირის ღრუში (და ასევე მთელს ორგანიზმში ) ირღვევა მჟავა - ტუტოვანის ბალანსი.
მოერიდეთ ყავას, ჩაის და გაზიან სასმელებს
ეჭვგარეშეა, რომ კოფეინის შემცველ სასმელებს შეუძლიათ მიაწოდონ ენერგია თქვენს ორგანიზმს, მაგრამ ამასთან ერთად, მათი გადაჭარბებული მიღება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს თქვენი კბილებისთვის. შაქრის მაღალი შემცველობის გაზიანი სასმელები ასუსტებენ თქვენს კბილებს და იწვევენ ისეთ სტომატოლოგიურ პრობლემას, როგორიცაა კარიესი. ამასთან ერთად, ჩაი და ყავა ფერს უცვლის კბილებს და ხდის მათ არაესთეტიურს.
დაიცავით ჯანსაღი დიეტა
კბილებს დიდი რაოდენობით კალციუმი სჭირდება. აუცილებელია ჯანსაღი საკვების მიღება, როგორებიცაა: რძე, იოგურტი, ყველი, ფორთოხლის წვენი და სხვა ვიტამინებით, კალციუმით მდიდარი საკვები.
დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან
თქვენ უნდა მიმართოთ სტომატოლოგს მინიმუმ 6 თვეში ერთხელ და ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა. ასე თავიდან აირიდებთ კბილებზე ქვების წარმოქმნას და ხელს შეუშლით კარიესის განვითარებას.
შეზღუდეთ შაქრის შემცველი საკვები
რა ხდება, როცა შაქრიან საკვებს მიირთმევთ? ამ დროს ბაქტერიები შლიან შაქარს და წარმოქმნიან მჟავებს, რაც თავის მხრივ კბილებს აზიანებს. თუ გსურთ შაქრიანი საკვების მიღება გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტკბილეულის მირთმევის შემდეგ, პირის ღრუ საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოთ და ხელი შეუშალოთ ბაქტერიების გამრავლებას.
გამოიყენეთ პირის ანტიბაქტერიული სავლები და უშაქრო საღეჭი რეზინი
საღეჭი რეზინი კარგი საშუალებაა პირის ღრუში ნერწყვის გამომუშავებისთვის, ნერწყვს აქვს დამცავი ფუნქცია, რადგან იგი აბალანსებს მჟავიანობას პირის ღრუში და ხელს უშლის კბილის ემალის დაზიანებას (კარიესის განვითარებას). ანტიბაქტერიული პირის ღრუს სავლები კი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი, კბილების გაფუჭება და ღრძილების პრობლემები.
გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა
აუცილებლად გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა ყოველდღიურად. ფტორი აჯანსაღებს კბილის ზედაპირს და აწვდის მას საჭირო მინერალებს.
დალიეთ ბევრი წყალი
წყლის სათანადო რაოდენობის მიღება პირდაპირ კავშირშია კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. სასმელ წყალს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კბილის მინანქარი და გახადოს იგი ნაკლებად მიდრეკილი კარიესისკენ.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები