სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
25 მარტი 2022
ენდოდონტია ბერძნული სიტყვაა, „ენდო“ ნიშნავს „შიგნით“, ხოლო „ოდონტო“ - „კბილს“. შესაბამისად, ფესვის არხების ენდოდონტიური მკურნალობა, კბილის შიგნით ჩატარებულ მკურნალობას გულისხმობს. კბილს შიგნით, ფესვში, კბილის რბილი ქსოვილი - პულპა მდებარეობს. პულპა სისხლძარღვების, ნერვების და შემაერთებელ ქსოვილებისგან შედგება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილის ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, როდესაც კბილის ზრდა-განვითარება დასრულდება, კბილს პულპის გარეშეც შეუძლია არსებობა და ფუნქციონირება.
კბილის ენდოდონტიური მკურნალობა საჭიროა ჩატარდეს თუ აღინიშნება კბილის რბილი ქსოვილის, პულპის, ანთებითი ან ინფექციური ხასიათის დაზიანება. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს: კბილის ღრმა კარიესი, კარიესის არასწორი მკურნალობა და კბილის ბზარი ან მოტეხილობა. ასევე, პულპის დაზიანება შესაძლებელია განვითარდეს კბილის გვრიგვინის ხილული დაზიანების გარეშე. პულპის დაზიანება იწვევს პერიაპიკალურად დესტრუქციულ ცვლილებებს, რომელიც სამომავლოდ კბილის სრულფასოვან ფუნქციონირებას უშლის ხელს, ხოლო საბოლოდ კბილის დაკარგვამდეც შეიძლება მივიდეთ (დაზინაების სირთულიდან გამომდინარე).
აღსანიშნავია, რომ, რიგ შემთხვევებში, პაციენტს შესაძლოა საერთოდ არ აღენიშნებოდეს ჩივილები ან სიმპტომები და კბილის შიგნით, ანთებითი პროცესები კი ფარულად, ყველანაირი სიმპტომური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობდეს.
ენდოდონტიური მკურნალობის დროს, ექიმი ენდოდონტისტი იღებს კბილიდან ინფიცირებულ პულპას და ასრულებს ფესვის მექანიკურ და მედიკამენტოზურ დამუშავებას. აღნიშნული მანიპულაციის შემდეგ, გვირგვიროვანი ნაწილის დაზინების სიდიდის მიხედვით ექიმი გადაწყვეტილებას იღებს კბილის ზედაპირი აღდგება ბჟენით თუ კერმაიკული ვირგვინით, რათა სრულიად აღდგეს გვირგვინის მთლიანობა და ფუნქცია.
გვირგვინთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ კბილი სრულყოფილად აღიდგენს ფუნქციურ და ესთეტიკური ღირებულებას. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ ენდოდონტიური მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო ჩვენი გუნდის პროფესიონალები ქმნიან პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ ვიზიტის დროს ენდოდონტიური მკურნალობა ტარდება თანამედროვე ტექნიკის და ანესთეტიკების გამოყენებით, რის გამოც პროცედურა პაციენტისთვის სრულიან უმტკივნეულოა, ხოლო ვიზიტირების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ენდოდონტიური მკურნალობის ჩატრების შემდეგ შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს მგრძნობელობა კბილის მიდამოში, განსაკუთრებით თუ ექიმთან ვიზიტამდე პაციენტს აღენიშნებოდა კბილის ტკივილი და ინფექციის ნიშნები. აღნიშნული დისკომფორტის შემცირება მარტივადაა შესაძლებელი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებით, ხოლო თქვენი ენდოდონტისტის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით დისკომფორტი რამოდენიმე დღეში სრულიად გაქრება.
ენდოდონტიური მკურნალობის ჩატრების შემდეგ უნდა მიმდინარეობდეს კბილის კონტროლი, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დინამიკაში. ასევე რეკომენდებულია დაბჟენილი კბილის მიდამოში მოერიდოთ აქტიურად ღეჭვას, ვიდრე არ აღდგება კბილის გვირგვინი სრულფასოვანად. გვრიგვინის სრულფასოვანი აღდგენის გარეშე კბილის გვირგვინის მოტეხილობის განვითარების ალბათობა მაღალია.
ხშირია შემთხვევები, როდესაც წარსულში ენდოდონტიურად ნამკურნალები კბილი საჭიროებს განმეორებით მკურნალობას. მეორადი ენდოდონტია შეიძლება მიმდინარეობდეს შემდეგი სიმპტომებით: ყრუ ტკივილი, დიმკომფორტი, კბილის შეფერილობის ცვლილება (გამუქებით) კბილის ზედაპირზე ან მის ქვეშ და ა.შ. ან სრულიად უსიმპტომოდ სადაც პაციენტები ვერ გძნობენ ანთებითი პროცესის დაწყებას. ამის აღმოჩენა კი შესაძლებელია კომპოიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, სადაც კარგად ჩანს კბილის ირგვლივი ქსოვილის დესტრუქცია.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ, არასრულფასოვანი მკურნალობის გამო იმავე კბილის მიდამოში განვითარებული ტრავმული მოტეხილობა, ბჟენის მოტეხილობა ან ამოვარდნა თავის მხრივ იწვევს კბილის მიდამოში ახალი ინფექციის განვითარებას. მეორადი ენდოდონტია შეიძლება გამოიწვიოს, არასწორმა მკურნალობამ, სირთულეების არასწორმა შეფასებამ და მიზეზების ბუნდოვანებამ.დიაგნოზის სწორი დასმა, რომლის დროსაც გამოყენებულია კომპიუტერული ტომოგრაფია, საშუალებას გვაძლევს დავსახოთ მეორადი ენდოდონტიის მკრუნალობის გეგმა.
განმეორებითი მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს ხარისხიანი მკურნალობის შემდეგაც კი, თუ ადამიანი არ იცავს პირის ღრუს ჰიგიენას, სწორად არ იხეხავს კბილებს და არ გამოიყენებს დამატებით საშუალებებს კბილებს შორის საკვების მოსაშორებლად.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ ენდოდონტიურ მკურნალობას 21-ე საუკუნის, უახლესი აპარატურითა და თანამედროვე მეთოდებით, რაც თქვენი პირის ღრუსა და კბილების ჯანმრთელობის გარანტია.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად