სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
20 აპრილი 2022
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს დღესდღეობით 1.3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. თამბაქო ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მოვიხმართ მას. ის ყველაზე ხშირად სიგარეტის სახით გვხვდება და ალკალოიდ (ფიზიოლოგიურად აქტიური, ფუძე თვისებების მქონე, აზოტშემცველი ორგანული ნაერთები) ნიკოტინს შეიცავს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს სხეულში არსებულ თითქმის ყველა ორგანოზე და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს ზრდის. ასევე, საგრძნობლად ამწვავებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გართულებებს, რომლებიც პაციენტებს მანამდეც აღენიშნებოდათ, თუმცა ბევრად მსუბუქი სიმპტომატიკით.
მომხიბვლელი ღიმილისთვის, სუფთა და თეთრი კბილებისთვის მხოლოდ მისი სახლის პირობებში მოვლა, ფლოსინგი და ანტიბაქტერიული სავლების გამოყენება საკმარისი არ არის. ყოველი ღერი სიგარეტის მოწევისას, თამბაქოს კვამლის დაგუბებისა და შესუნთქვისას კბილის მინანქარი ზიანდება. ჩნდება კარიესი, ღიზიანდება ღრძილები ხოლო კბილები ყვითლდება და საკმაოდ ხშირ შემთხვევებში სტომატიტიც ვითარდება. სტომატიტის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზად ლორწოვანი გარსის მექანიკური (გარე ფაქტორებზე დამოკიდებული) დაზიანება სახელდება და ის უმეტესად მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით ვრცელდება. თამბაქოს ასევე ნეგატიური გავლენა აქვს ღრძილებზეც. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ანუ პირის ღრუში მიკროცირკულაცია ( სისხლის მიმოქცევა) ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება.
ცნობილია, რომ თამბაქოს მოხმარება არის პირის ღრუს და მრავალი სხვა კიბოს მთავარი რისკფაქტორი. პირის ღრუს კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ტუჩების ან პირის ღრუს ქსოვილების უჯრედებში ხდება დნმ-ის მუტაცია. მუტაციის შედეგად, უკონტროლოდ მრავლდება კიბოს უჯრედები და ეს პროცესი ხდება შეუქცევადი. პირის ღრუს კიბოს უჯრედების გროვა (სიმსივნური უჯრედების ერთიანი მასა) აყალიბებს სიმსივნეს. დროთა განმავლობაში კიბოს უჯრედები შესაძლოა გავრცელდეს თავისა და კისრის სხვა წერტილებში ან სხეულის დანარჩენ ნაწილებში. თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი, მათ შორის სიგარეტი, სიგარა და საღეჭი თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, კარცეროგენებსა ( ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას.) და სხვადასხვა სახის ტოქსინებს. სიგარეტი - თამბაქოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა რომელიც განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის პირის ღრუს ჯანმრთელობას. The American Lung Association- ის თანახმად. მწეველებს 10-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ პირის ღრუს კიბო, ვიდრე არამწეველებს.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას და ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთა გამოვლენის შემთვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. პირის ღრუს კიბოს სიმპტომები:
ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით საჭიროა პერიოდულად პირის ღრუს ყველა უბნის დათვალიერება სტომატოლოგის მიერ და ქსოვილის ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში ბიოფსიის ჩატარება.
„ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას “ წარმოგიდგენთ American Cancer Society ACS-ს მიერ შემუშავებულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უარი თქვათ თამბაქოს მოხმარებაზე და დაიბრუნოთ თეთრი, ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი:
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად