6 რჩევა თუ როგორ დავძლიოთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში
02 მაისი 2022
„ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკა“ პაციენტებს სთავაზობს კომფორტულ, სასიამოვნო გარემოს, რომელიც მათ საჭიროებებზე სრულადაა მორგებული. ჩვენი კლინიკის გუნდის მთავარი მიზანია, გახადოს პაციენტისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნო პროცესი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული შიშთან და სხვა სახის დისკომფორტთან. ევროპის მოწინავე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 80%-ს „სტომატოლოგიური შფოთვის“ გარკვეული დონე აწუხებს. „ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ დაძლიოთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში.
როგორ მოქმედებს შფოთვა ჩვენს ჯანმრთელობაზე?
მანამ, სანამ ყურადღებას გავამახვილებთ იმ ხერხებზე, თუ როგორ დავძლიოთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ რა გავლენას ახდენს შფოთვა ჩვენს ორგანიზმზე. სტომატოლოგთან პროფილაქტიკური თუ სამკურნალო ვიზიტები და პირის ღრუს პრობლემების დროული მოგვარება, გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც თქვენი კბილებისა და ღრძილების, ასევე ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სტომატოლოგთან ვიზიტის შიშის გამო დაგვიანებულმა და გადადებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორებიცაა:
- ლაქებიანი და გამუქებული კბილის ზედაპირი;
- ჩამოტეხილი და/ან გაბზარული კბილები;
- ღრძილების დაავადება (პაროდონტიტი);
- ღრძილების რეცესია (ღრძილის ქსოვილების განლევა);
- კარიესი და კბილის ღრუები;
- კბილის დაკარგვა;
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ აღნიშნული სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ღრუს ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა მაგალითად, პირის ღრუში კისტოზური წარმონაქმნები და/ან სიმსივნე.
ზუსტად განსაზღვრეთ რისი გეშინიათ
თქვენი შიშის აღიარება, შფოთვის დამარცხებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია ჩაუღრმავდეთ საკუთარ აზრებს და ზუსტად განსაზღვროთ, სტომატოლოგთან ვიზიტის რომელი დეტალი იწვევს თქვენში ყველაზე მეტად შფოთვის განცდას.
პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს რომ მათი შიშის მთავარი მიზეზი არის ტკივილი. საბედნიეროდ, უახლოეს წარსულთან შედარებით, თანამედროვე სტომატოლოგიური აპარატურა და მკურნალობა გაცილებით ნაკლებად ინვაზიური და ბევრად უფრო ნაზი და კომფორტულია. რომ აღარაფერი ვთქვათ, სტომატოლოგის პროფესიონალიზმზე, ჩვენი გუნდის ექიმები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პაციენტისთვის მკურნალობის პროცესი იყოს რაც შეიძლება კომფორტული და უმტკივნეულო.
-
კონტროლის დაკარგვისა და მოულოდნელობების შიში
ზოგიერთი ადამიანისთვის, სტომატოლოგიურ სავარძელზე მოთავსება უკვე საკმარისია იმისთვის, რომ გაუმძაფრდეს შფოთვის განცდა. ამას ხშირ შემთხვევაში თან ერთვის შიში თავად პროცესისადმი. ძირითადად პაციენტებმა არ იციან დეტალები, სამკურნალო პროცედურის შესახებ, ამიტომაც აქვთ შეგრძნება, თითქოს კარგავენ კონტროლს მიმდინარე მოვლენებზე. საბედნიეროდ, თანამედროვე ეპოქაში როგორც სტომატოლოგიური ტექნიკა, ასევე სტომატოლოგიური სავარძლები და ზოგადად, მთლიანი კაბინეტი, მაქსიმალურად მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე. ვიზიტის დროს თქვენ შემოგთავაზებენ კომფორტულ პლედს და ბალიშს, რათა ბოლომდე შეძლოთ მოდუნება. ჩვენი კლინიკის პროფესიონალები კი დეტალურად აგიხსნიან მკურნალობის მიმდინარე პროცესებს და მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას.
-
წარსულის ცუდი გამოცდილება
თუ ოდესმე ყოფილხართ უხეშ და არაკომპეტენტურ ექიმთან შეიძლება სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ თქვენ სტომატოლოგიური პროცედურებისა და ზოგადად კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვის შიში ჩამოგიყალიბდათ. როდესაც სტომატოლოგი არ ხარჯავს დროსა და ძალისხმევას პაციენტებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, შედეგად ვიღებთ უნდობლობასა და შიშს შემდგომი მკურნალობის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ ისეთი პროფესიონალი, რომელსაც ენდობით და სათანადო პატივისცემით, ყურადღებით მოგეპყრობათ.
6 რჩევა სტომატოლოგიური შიშის შესამსუბუქებლად
„ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში.
- იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი ექიმი. სწორად შერჩეული სტომატოლოგი შეგიქმნით კომფორტულ გარემოს;
- სტომატოლოგთან ვიზიტის წინ სცადეთ დამშვიდება, წინასწარ გაისეირნეთ ფეხით, მოუსმინეთ მუსიკას ან მედიტირდით;
- თან წაიყვანეთ მეგობარი, ასე თავს მარტოდ აღარ იგრძნობთ;
- მიდით კლინიკაში დანიშნულ დროზე უფრო ადრე, ასე მეტი დრო გექნებათ შეეჩვიოთ და გაიცნოთ გარემო;
- აუცილებლად უთხარით თქვენს ექიმს თქვენი ფობიის შესახებ, რათა იგი იყოს მზად შესაძლო გართულებებისათვის;
- დასვით ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ და დაელოდეთ პასუხს - რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ პროცედურასთან დაკავშირებით, მით უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს.