სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
24 მაისი 2022
ბიშას ბურთულები ინკაფსულირებული ცხიმოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც სახის ორივე მხარეს ლოყის კუნთსა და სახის ზედაპირულ კუნთებს შორის ღრმად, კანის ქვეშ მდებარეობს, მაგრამ არ არის კანთან დაკავშირებული. ბიშექტომია არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ლოყის ცხიმოვანი წარმონაქმნები ნაწილობრივად ან სრულად ამოიკვეთება.
ბიშექტომიას პაციენტები მიმართავენ მაშინ, როდესაც სურთ სახის არასასურველი სიმრგვალის კორექცია, ყვრიმალების გამოკვეთა და / ან სახის შუა მესამედის რემოდელირება. უშუალოდ ბიშექტომიის პროცედურის დროს განაკვეთი პირის ღრუს მხრიდან კეთდება და შემდგომ ხდება რბილი ქსოვილებიდან ბიშას ბურთულების ამოღება. ბიშექტომია არ არის რთული ოპერაცია და იგი პაციენტისატვის თითქმის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, პროცედურა სტაციონარულ პირობებში ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით და სტანდარტულად 1 – 1,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესი კი სამიდან ხუთ დღემდე გრძელდება.
ბიშექტომიის ეფექტი, უშუალოდ პროცედურის დასრულებისთანავე ხდება შესამჩნევი. სახის ოვალი თხელდება, ხოლო ყვრიმალები ვიზუალურად უფრო იკვეთება. ბიშას კაფსულების ექსტრაქციის შემდეგ ცხიმის მასის ხელახალი დაგროვება არ ხდება, შესაბამისად პროცედურის ეფექტი სამუდამოდ ნარჩუნდება. რეაბილიტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, საბოლოო შედეგი 2-დან 3 თვემდე პერიოდში მიიღწევა.
ბიშექტომია სახის გენეტიკური ტიპით განპირობებული ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან ბიშას ბურთულების ანატომია ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ცხიმოვანი ქსოვილისგან და მათი ლიპოსაქციის მეთოდით კორექცია არ ხდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბიშას ბურთულები გამხდარ სახეზეც შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული.
ბიშექტომიის პროცედურა სახის კუნთების მოდუნებით გამოწვეული ასაკობრივი ცვლილებების აღმოფხვრაშიც გვეხმარება. ასაკთან ერთად ბიშას ბურთულები კარგავენ თავის ფუნქციებს. მათ დეფორმირების შემდეგ სახის ოვალის სიმეტრია ირღვევა, ყბა გარე დაზიანებების წინაშე დაუცველი რჩება, ხოლო საღეჭი კუნთები საკვების მიღების დროს, უშუალოდ ღეჭვის პროცესში „ზედმეტად“ შესამჩნევი ხდება, რაც ვიზუალურად სახეს ახალგაზრდულ იერს უკარგავს. პროცედურის შედეგად შესაძლებელია ცხვირ-ტუჩის ნაკეცის გაღრმავებასთან და სახის ოვალის დარღვევასთან ბრძოლა. ამასთან ერთად, ბიშექტომიაით შეგვიძლია ქუთუთოების ფტოზის (მოშვების) პრევენცია და კორექტირება. სახის ქირურგიულ ლიფტინგთან კომბინაციაში ბიშექტომია მაქსიმალურ შედეგს იძლევა მკაფიოდ გამოხატული ასაკობრივი ცვლილებების დროსაც კი.
მნიშვნელოვანია, რომ ბიშექტომიის პროცედურა ჩაატარაოს გამოცდილმა სპეციალისტმა – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ ექიმი გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგინიშნავთ გამოკვლევებს.
სახის მსუბუქი სიმრგვალე ადამიანს ვიზუალურად უფრო ბავშურ იერს აძლევს. რა თქმა უნდა ბუნებრივად გამხდარი და ყვრიმალებგამოკვეთილი ლოყები მიმზიდველია, მაგრამ როცა საუბარია ქირურგიულ ჩარევაზე და სახის ანატომიური წყობის კარდინალურ ცვლილებებზე როგორც წესი, ხელოვნურად შექმნილი ჩავარდნილი ლოყების ეფექტი სახეს ვიზუალურად ასაკს მატებს. პროფესიონალმა ექიმმა უნდა შეაფასოს ბიშას ბალიშების ექტსრაქციის აუცილებლობის საკითხი და გადაწყვიტოს, საჭიროა ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა. ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში, ექიმები გაგიწევენ რეკომენდაციას, გესაჭიროება თუ არა ბიშექტომია და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.
ბიშექტომიის პროცედურის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელი სარეაბილიტაციო პერიოდი 3-5 დღეა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება შეშუპება და მან უნდა ატაროს სპეციალური კომპრესიული ნიღაბი. ასევე ამ დღეებში უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვა, ძალიან ცხელი, ცივი, მარილიანი, ცხარე და რთულად საღეჭი საკვების მიღება, რათა არ მოხდეს ჭრილობების გაღიზინება და შეხორცების პროცესი განვითარდეს შეფერხებებს გარეშე. ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ, რომ ბიშექტომიის პროცედურა გავლენას არ ახდენს ღეჭვის ფუნქციაზე, დაახლოებით 3 დღეში თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ კვების ჩვეულ რეჟიმს და მიირთვათ საყვარელი საკვები.
ბიშექტომიის პროცედურას სელებრითები ყველაზე ხშირად მიმართავენ, დაწყებული ბელა ჰადიდით, რომლის სახის ოვალიც ბიშექტომიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და უფრო მიმზიდველი გახდა, დამთავრებული მარგო რობით რომელმაც ბიშეს კაფსულები 2015 წელს ამოიღო.
“ბლიც დენტალ - კახაერ ხარებავას კლინიკაში” თქვენ დაგხვდებათ, სასიამოვნო, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული გარემო. ჩვენი გუნდის პროფესიონალები კი გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან ბიშექტომიის პროცედურის საშუალებით, მიიღოთ სასურველი ვიზუალური ეფექტი.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად