გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
08 ივნისი 2022
დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს.
დენტალური იმპლანტაციის დროს ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი (იმპლანტი), რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი). მიუხედავად იმისა, რომ კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, კბილის იმპლანტები რჩება ყველაზე ინოვაციურ გადაწყვეტილებად. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტები მაგრდება დაკარგული კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება.
იმპლანტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, ესენია: ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც ინტეგრირდება ძვალში; იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს ტიტანის ხელოვნურ ფესვთან და თვითონ იმპლანტის ხელოვნური გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივი კბილის ანალოგია.
დაკარგული კბილის იმპლანტით ჩაანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან იმპლანტები გვაძლევენ არა მარტო ვიზუალურ ეფექტს, არამედ ფუნქციურადაც აჯანსაღებენ ყბა-სახის სისტემას.
დენტალური იმპლანტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ბუნებრივ კბილებს ჰგავს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც იღიმით და საუბრობთ, დენტალური იმპლანტის გვირგვინის დამახასიათებელი ფერისა და ბუნებრივი კბილის ემალთან მიახლოებული სიპრიალის გათვალისწინებით შეუძლებელია ითქვას, რომ ის ხელოვნურია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დენტალური იმპლანტზე განთავსებული გვირგვინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილებს, არა მარტო ვიზუალურად, არამედ იმ შეგრძნებებითაც, რომელსაც პაციენტი იღებს მისი უშუალო გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში. პაციენტები ყბის ძვალში იმპლანტის არსებობას ვერც კი გრძნობენ, ხოლო, როდესაც ენა ეხება იმპლანტის გვირგვინის ნაწილს, ის ისეთივე გლუვია, როგორც ბუნებრივი კბილი.
იმის გამო, რომ დენტალური იმპლანტები არ არის დამზადებული ბუნებრივი კბილის მასალისგან, ის გამოირჩევა კარიესისა და სხვა სახის დაავადებების მიმართ გამძლეობით. ის უძლებს დიდ დატვირთვას, არის მდგრადი ცვეთის მიმართ.
დენტალურ იმპლანტებს დადებითი გავლენა აქვს პაციენტის თვითშეფასებაზე. ვერაფერი დააზარალებს ადამიანის თავდაჯერებულობას ისე, როგორც ცუდი ღიმილი. დენტალური იმპლანტებით დაკარგული კბილების ჩანაცვლებას, შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება და მისცეს მას საშუალება დატკბეს მიმზიდველი, ჰარმონიული ღიმილით.
რაც შეეხება დენტალური იმპლანტების მოვლის პორცესს, სახლის პირობებში იმპლანტის მოვლა საკმაოდ მარტივია და ძალიან გავს ბუნებრივი კბილის მოვლის წესებს. საჭიროა მათი რეგულარული წმენდა კბილის ჯაგრისით და ირიგატორის გამოყენება.
როდესაც კბილები, პირის ღრუში განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ მყარად, ხოლო მათ შორის ცარიელი სივრცე მინიმალურია, ისინი არ მოძრაობენ და შესაბამისად დაცული არიან მორყევისა და სხვა რაიმე სახის დაზიანებებისაგან.
მას შემდეგ, რაც პაციენტი კარგავს კბილს და დაკარგული კბილის ადგილას, პირის ღრუში ჩნდება ცარიელი სივრცე კბილთა მწკრივი ირევა, გამოთავისუფლებული ადგილი არღვევს კბილების სიმტკიცეს და აძლევს მათ საშუალებას დაიწყონ მოძრაობა. კბილთა მწკრივში კბილების მოძრაობა, თავის მხრივ იწვევს ღრძილების გაღიზიანებას, კბილთა შორის სივრცეში საჭმლის ნარჩენების დაგროვებას, ბაქტერიების გამრავლებასა, რაც შემდგომ კარიერის წარმოქმნის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კბილის ამოღების შემდგომ, დროის მოკლე ხანში მოხდეს ცარიელი სივრცის იმპლანტით შევსება.
დაკარგულმა კბილმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სახის ნაკვთების ცვლილება. მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ დაკარგული კბილის ადგილას წარმოქმნილი სივრცე, რომლის შევსებაც სათანადო წესით არ მომხდარა იმპლანტით, იწვევს პაციენტის სახის ნაკვთებს ცვლილებას და ვიზუალურად ხდის სახეს ასიმეტრიულს.
დაკარგული კბილის მხარეს ღეჭვის ფუნქცია დაქვეითებულია, რაც ლოგიკურია რადგან პაციენტს ღეჭვის პროცესში ხელს ცარიელი სივრცე უშლის. ყბის ერთ მხარეს ღეჭვის შეზღუდვა და დატვირთვის სრულად მეორე „ჯანსაღ“ მხარეს გადატანა თავის მხრივ იწვევს სახისა და ყბის კუნთების არათანაბარ სტიმულირებას რასაც მივყავართ ასიმეტრიამდე. სახის ერთ მხარეს კუნთი მოდუნებულია, შესაბამისად ლოყა და ზოგადად სახის სილუეტი დაბლა არის დაშვებული, მეორე მხარეს კი პირიქით, ზედმეტი აქტიურობის გამო ყბის კუნთი ტონუსშია რაც ვიზუალურად შეშუპების ეფექტს ტოვებს. ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს პაციენტს ყბა და ლოყის ნაწილი შესიებული აქვს.
ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი გუნდის ექიმები იზრუნებენ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და მოგცემენ შესაძლებლობას დატკბეთ მიმზიდველი, ჰარმონიული ღიმილით.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად
დღესდღეობით არსებობს კბილების გათეთრების უამრავი საშუალება, როგორც სახლის პირობებში, ისე პროფესიონალური.
სტომატოლოგიაში ნარკოზის გამოყენება საშუალებას იძლევა ჩატარდეს რთული და ხანგრძლივი პროცედურები პაციენტის მაქსიმალური კომფორტის პირობებში.
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგნოზირებადი მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ასპექტია ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შესანარჩუნებლად. სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და სირთულით.