რატომ აღიქვამს ბევრი ადამიანი სექტემბერს პირად ახალ წლად? გაიგეთ, რატომ არის სექტემბერი კარგი დრო პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ბავშვის სტომატოლოგიური შემოწმებისთვის.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
01 ივლისი 2022
უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ ჯანმრთელია მისი პირის ღრუ. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა, უდავოდ, დაკავშირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან, რაც თავის მხრივ აისახება მთელი ორგანიზმის კეთილდღეობაზე.
მსოფილიოს მოწინავე ქვეყნების მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დაადგინეს რომ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კბილების / ღრძილების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებთან. ის ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ კბილების წმენდის რუტინას, უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ - სისხლძარღვთა დაავადებებისაკენ.
თანამედროვე ეპოქაში სამედიცინო აპარატურის განვთარებამ და კვლევების ახალი მეთოდების ჩამოყალიბებამ ცხადყო კავშირი პირის ღრუში მავნე ბაქტერიების გამრავლებასა და კარდიო - ვასკულარული დაავადებების განვითარებას შორის.
სფეროს სპეციალისტების თქმით, პირის ღრუში გამრავლებული ბაქტერიები იწვევენ კარიესს, პაროდონტიტსა და გინგივიტს (პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთება). ასევე, იწვევენ კაპილარებისა / ვენების ანთებას და სისხლის მცირე კოლტების წარმოქმნას. ამასთან ერთად, პირის ღრუს ბაქტერიები არტერიული სისტემის გავლით ხვდებიან მთელს სხეულში და აზიანებენ სხვადასხვა ორგანოებს. ანთებითი პროცესის განვითარების გამო შედედებული სისხლის კოლტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და/ან იშემიური ინსულტი.
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ამ თეორიას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ მრავალი პაციენტის ორგანიზმში აღმოჩნდა, პირის ღრუს ბაქტერიების ნარჩენები ათეროსკლეროზულ (არტერიების კედლების გასქელება და დასუსტება) სისხლძარღვებში, პირის ღრუდან ძალიან შორს.
პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის გამო, გამრავლებული ბაქტერიები არაა ერთადერთი მიზეზი, რომელიც სხვადასხვა ორგანოზე ანთებით პროცესებს ავითარებს. ჯანმრთელობის პრობლემები ყალიბდება, ამ ბაქტერიებზე ორგანიზმის იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის გამოც. ადამიანის იმუნიტეტი ებრძვის ბაქტერიებს და იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება განვითარდეს გულსა და ფილტვებში.
2018 წელს ჩატარებული კვლევის თანამხად, რომელშიც დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რომელთანაგანაც 65,000-ზე მეტს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და/ან გადატანილი ჰქონდა გულის შეტევა, დადგინდა, რომ: მოზრდილებში, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდგომ, დაფიქსირდა ზომიერი კორელაცია კბილების დაკარგვასა (პირის ღრუს ცუდი ჯანმრთელობის მაჩვენებელი) და გულის კორონარულ დაავადებებს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც დიდი რაოდენობით, რეგულარულად მოიხმარდნენ თამბაქოს, კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკი უფრო და უფრო იმატებს.
პირის ღრუს ცუდ ჰიგიენასა და ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას შორის კავშირი, მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით არ შემოიფარგლება. უახლესი კვლევები აკავშირებს პაროდონტის დაავადებებს და რევმატოიდულ ართრიტს. გარდა ამისა, 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით პირის ღრუს ბაქტერიასა და პანკრეასის კიბოს რისკს შორის კავშირი დადგინდა.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც, დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ღიმილი ჰარმონიული, დაიცვათ თქვენი ორგანიზმი ბაქტერიების გამრავლებისაგან და დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ პირის ღრუს სიჯანსაღე.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი გუნდის ექიმების დახმარებით თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და დატკბეთ მიმზიდველი, ჰარმონიული ღიმილით.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.
რატომ აღიქვამს ბევრი ადამიანი სექტემბერს პირად ახალ წლად? გაიგეთ, რატომ არის სექტემბერი კარგი დრო პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ბავშვის სტომატოლოგიური შემოწმებისთვის.
თეთრი და ნათელი ღიმილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური სტომატოლოგიური პროცედურის კბილების გათეთრების მთავარი მიზანია. თუმცა, სურვილთან ერთად ხშირად ჩნდება კითხვა: უსაფრთხოა თუ არა კბილების საოფისე (ქიმიური) გათეთრება და რამდენად აზიანებს ის კბილის მინანქარს?
ვინირები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური სტომატოლოგიური მკურნალობაა მათთვის, ვისაც სურს კბილების ფორმის, ფერისა და პროპორციების გაუმჯობესება.
ვინირების წარმატებული შედეგი იწყება სწორი დაგეგმვით, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციით და ინდივიდუალური დიზაინით. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მიმდინარეობს ვინირების პროცესი ეტაპობრივად და რას უნდა ელოდოთ თითოეულ ეტაპზე.
ბრეკეტები კბილების გასწორებისა და თანკბილვის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოდონტიული მეთოდია. თანამედროვე ბრეკეტები განსხვავდება როგორც მასალითა და ვიზუალური მხარით, ისე გამოყენების პრინციპით. მაგრამ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სისტემა და რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
თუ სტომატოლოგიურ მკურნალობას გეგმავთ, ზაფხული ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შვებულებების სეზონზე სტომატოლოგთან ვიზიტების დაგეგმვა უფრო მარტივია, რაც საშუალებას გაძლევთ მკურნალობა დროულად და კომფორტულად დაასრულოთ.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე