რა იწვევს კარიესს და როგორია მისი სტადიები.
ვინირება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (კერამიკული და კომპოზიტური), კერამიკული ვინირები გამოიყენება ორთოპედიული მიზნით, ხოლო კომპოზიტური თერაპიული მკურნალობის ნაწილია. კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს, მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ის გარედან, ფასადურად, ეკვრის კბილს. კერამიკული ვინირების დამზადება შესაძლებელია თანკბილვის პროცესის ჩამოყალიბების დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.
იდეალური ღიმილი თითოეული ადამიანისთვის სასურველი და საოცნებოა. ყველას სურს გამოიყურებოდეს რაც შეიძლება უფრო ლამაზად და ახალგაზრდულად. ბუნებრივად თეთრი, პრიალა და სახის ნაკვთებთან ჰარმონიულად შერწყმული კბილები, დღესდღეობით უკვე სილამაზის სტანდარტად აღიქმება. კბილების ფორმისა და ფერის ამ “სტანდარტს” ესთეტიკურ სტომატოლოგიაში "ჰოლივუდის ღიმილის" უწოდებენ.
ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა და სურთ ქონდეთ ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილი”. მაგრამ, ესთეტიკური მიზნების გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიესული დაზიანების, კბილის მინანქრის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევებში.
ვინირები იყოფა 2 ჯგუფად: თერაპიული ვინირები (კომპოზიტით ვინირება) და ორთოპედიული ვინირები (კერამიკის ვინირები).
ორთოპედიული ვინირები, როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამოიყენება ესთეტიკური თუ ფუნქციური დისკომფორტის აღმოსაფხვრელად. ორთოპედიული ვინირების უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ არ იცვლის ფერს დროთა განმავლობაში, არის მდგრადი უშუალოდ გამოყენებისას (ღეჭვის პროცესში) და ასევე, გამოირჩევა მაღალი ესთეტიკურობით. ორთოპედიული ვინირები არის თანამედროვე და საუკეთესო გზა, სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად.
რაც შეეხება თერაპიულ (კომპოზიტური) ვინირებს, იგი გულისხმობს კომპოზიტური მასალებით (ბჟენებით) სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევას.
ა) ფერშეცვლილი კბილი;
ბ) ბზარები კბილებზე;
გ) მსუბუქად გაცვეთილი კბილები;
დ) არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები;
ე) კბილთაშორისი დაცილებები (დიასთემები, ტრემები);
ვ) მსუბუქი და ნაკლებად შესამჩნევი არათანაბარი თანკბილვა.
კერამიკული ვინირების უშუალო ფიქსაციამდე, მომზადების პროცესი გულისხმობს პაციენტის პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ, ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. ამ დროს იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება შესაძლებელს ხდის პაციენტმა წინასწარ ნახოს შედეგი, რომელიც კერამიკული ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღწევა და თავად შეიტანოს ცვილებები კბილების ფორმაში, ფერსა თუ ზომაში.
კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია გავითვალისწინოთ:
“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში” თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული გარემო. ჩვენი გუნდის პროფესიონალები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან, დროის მოკლე პერიოდში, ვინირების საშუალებით მიიღოთ სასურველი ვიზუალური ეფექტი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.
რა იწვევს კარიესს და როგორია მისი სტადიები.
ყველაფერი დენტალური იმპლანტაციის შესახებ.
სტომატოლოგიის ძირითადი მიმართულებები, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ.
ორსულობის დროს კბილებისა და პირის ღრუს სწორი მოვლა.
ღრძილების ფორმისა და ზომის ცვლილება მარტივი ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი.
აუცილებელი რჩევები პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლისთვის.
ჰოლივუდის ღიმილის საიდუმლო რეცეპტი.
სტომატოლოგიური გამოკვლევების მნიშვნელობა პრობლემის სწორი იდენტიფიცირებისა და მკურნალობისთვის.
პროფესიული წმენდა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა.
ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და ხელსაწყოებით.
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 95% უჩივის კარიესის მძიმე ან მსუბუქ ფორმას.
რამდენიმე რჩევა, რომელიც მოგზაურობისას პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
რჩევები ბრეკეტების დაყენებამდე მოსამზადებელი პერიოდისთვის.
რაც უფრო ჯანსაღია ადამიანის პირის ღრუ, მით უფრო სწორად...
იმპლანტის „აღმოჩენის“ ისტორია.
სტომატოლოგიასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.
სინუს ლიფტინგს ძირითადად იმპლანტაციის მოსამზადებელ ეტაპზე მიმართავენ.
სანერწყვე ჯირკვალი სეკრეციის ორგანოა და ნერწყვის გამომუშავებას უზრუნველყოფს.
ქირურგიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას.
რაც უფრო მდიდარია საკვები მინერალებით, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი კბილები.