თერაპიული და ორთოპედიული ვინირები
20 ივლისი 2022
რა არის ვინირება?
ვინირება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (კერამიკული და კომპოზიტური), კერამიკული ვინირები გამოიყენება ორთოპედიული მიზნით, ხოლო კომპოზიტური თერაპიული მკურნალობის ნაწილია. კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს, მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ის გარედან, ფასადურად, ეკვრის კბილს. კერამიკული ვინირების დამზადება შესაძლებელია თანკბილვის პროცესის ჩამოყალიბების დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.
როდის უნდა მივმართოთ ვინირებას?
იდეალური ღიმილი თითოეული ადამიანისთვის სასურველი და საოცნებოა. ყველას სურს გამოიყურებოდეს რაც შეიძლება უფრო ლამაზად და ახალგაზრდულად. ბუნებრივად თეთრი, პრიალა და სახის ნაკვთებთან ჰარმონიულად შერწყმული კბილები, დღესდღეობით უკვე სილამაზის სტანდარტად აღიქმება. კბილების ფორმისა და ფერის ამ “სტანდარტს” ესთეტიკურ სტომატოლოგიაში "ჰოლივუდის ღიმილის" უწოდებენ.
ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა და სურთ ქონდეთ ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილი”. მაგრამ, ესთეტიკური მიზნების გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიესული დაზიანების, კბილის მინანქრის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევებში.
თერაპიული და ორთოპედიული ვინირები
ვინირები იყოფა 2 ჯგუფად: თერაპიული ვინირები (კომპოზიტით ვინირება) და ორთოპედიული ვინირები (კერამიკის ვინირები).
ორთოპედიული ვინირები, როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამოიყენება ესთეტიკური თუ ფუნქციური დისკომფორტის აღმოსაფხვრელად. ორთოპედიული ვინირების უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ არ იცვლის ფერს დროთა განმავლობაში, არის მდგრადი უშუალოდ გამოყენებისას (ღეჭვის პროცესში) და ასევე, გამოირჩევა მაღალი ესთეტიკურობით. ორთოპედიული ვინირები არის თანამედროვე და საუკეთესო გზა, სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად.
რაც შეეხება თერაპიულ (კომპოზიტური) ვინირებს, იგი გულისხმობს კომპოზიტური მასალებით (ბჟენებით) სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევას.
ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენ გაქვთ:
ა) ფერშეცვლილი კბილი;
ბ) ბზარები კბილებზე;
გ) მსუბუქად გაცვეთილი კბილები;
დ) არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები;
ე) კბილთაშორისი დაცილებები (დიასთემები, ტრემები);
ვ) მსუბუქი და ნაკლებად შესამჩნევი არათანაბარი თანკბილვა.
ვინირებისათვის მოსამზადებელი პროცესი
კერამიკული ვინირების უშუალო ფიქსაციამდე, მომზადების პროცესი გულისხმობს პაციენტის პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ, ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. ამ დროს იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება შესაძლებელს ხდის პაციენტმა წინასწარ ნახოს შედეგი, რომელიც კერამიკული ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღწევა და თავად შეიტანოს ცვილებები კბილების ფორმაში, ფერსა თუ ზომაში.
ვინირების მოვლის რეკომენდაციები
კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია გავითვალისწინოთ:
- მოერიდეთ აბრაზიული (მიკრო ნაწილაკების შემცველი) კბილის პასტის გამოყენებას;
- ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისთვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ვინირები ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იქნება და შემატებს თქვენს ღიმილს მეტ თავდაჯერებულობას;
- ხარისხიანი კერამიკული ვინირი მაღალმჟავიან პროდუქტებთანაც კი ინარჩუნებს აბსოლუტურ მდგრადობას. მაგალითად, როგორიცაა ციტრუსები: გრეიფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი. ვინირი მდგრადია, ასევე, მუქი შეფერილობის პროდუქტებთანაც: ყავა, ღვინო და სხვა.
“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში” თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული გარემო. ჩვენი გუნდის პროფესიონალები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან, დროის მოკლე პერიოდში, ვინირების საშუალებით მიიღოთ სასურველი ვიზუალური ეფექტი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.