ღრძილოვანი ღიმილის კორექცია
28 ივლისი 2022
თანამედროვე სილამაზის სტანდარტების მიხედვით, მიმზიდველად და ლამაზად ითვლება ღიმილი იმ შემთხვევაში, როცა ტუჩების ქვედა კიდურა ხაზი გადის ღრძილების ზედა კიდეებზე და ღიმილისას ღრძილი მინიმუმ 90%-ით დაფარულია.
იმ შემთხვევაში თუ ღიმილისას ფართოდ ჩანს ღრძილები, ხოლო კბილების გვირგვინი სახის მოყვანილობასთან შედარებით არასიმეტრიული და მოკლეა - ღიმილი კარგავს მიმზიდველობას. ასეთ შემთხვევებს სტომატოლოგიაში „ღრძილოვანი ღიმილი“ ეწოდება.
ღრძილოვანი ღიმილი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით განვითარდეს:
- ტუჩის ჰიპერმობილობა;
- ზედა ყბის ჭარბი ვერტიკალური განვითარება;
- კბილების დაგვიანებილი ამოჭრა;
- კბილების პათოლოგიური ცვეთა და კომპენსატორული ამოჭრა.
ტუჩის ჰიპერმობილობის (როდესაც ზედა ტუჩი, ღიმილის დროს ნორმაზე მეტად იწევა მაღლა) შემთხვევაში მკურნალობის ორი გზა არსებობს: სრულდება ტუჩის რეპოზიციონორება ქირურგიული მეთოდით ან ტუჩის ბოტოქსით ინექციები.
ვერტიკალური ჭარბი ზრდის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ორთოგნათიული ქირურგია და ორთოდონტული მკურნალობა.
რაც შეეხება კბილების ამოჭრის დარღვევას, არსებობს ორი ფორმაა - პასიური და აქტიური და მკურნალობაც, შესაბამისად სხვადასხვაა.
ე.წ. „მოკლე კბილები“ და „ღრძილოვანი ღიმილი“ ფართოდაა გავრცელებული და ღრძილების დამოკლების ხარჯზე, კბილის გვირგვინის ვიზუალური დაგრძელების აუცილებლობა, საკმაოდ ხშირი პროცედურაა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.
ამ ჩარევის დროს საჭიროა დაფარული კბილის გვირგვინის ზედა ნაწილი განთავისუფლდეს ღრძილის საფარისაგან და სრულად გამოჩნდეს. სწორედ ეს გვაძლევს ვიზუალურად ფართო გვირგვინის ზედაპირს. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც საკმარისია მხოლოდ ღრძილის კიდის მოკვეთა (გინგივექტომია), ზოგჯერ კი ღრძილის ქვეშ ძვლის ქსოვილის მცირედი ნაწილის მოშორება ხდება აუცილებელი (ოსტეოტომია).
გინგივექტომია და ოსტეოტომია
გინგივექტომიის პროცედურა საკმაოდ მარტივია და იგი სწრაფად, დაახლოებით 30 წუთში სრულდება.
ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რადგან ჭრილობა ხორცდება რამდენიმე დღეში.
ოპერაციული ჩარევით მიღებული შედეგიც საკმაოდ მალე ხდება შესამჩნევი, როგორც პაციენტისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის. იცვლება ღრძილის კონტურული ხაზი - ის ჯანსაღად გამოიყურება, იცვლება ასევე კბილის ფორმა და ზომა - ღიმილი უფრო მომხიბვლელი ხდება.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გირჩევთ გინგივექტომიის შემდეგ, ქსოვილების შეხორცების დასაჩქარებლად, შეზღუდოთ თამბაქოს მოხმარება, რადგან უკანასკნელი ავიწროებს კაპილარებს და აფერხებს შეხორცების პროცესებს. ამასთან ერთად, თამბაქო ასევე აქვეითებს ინფექციების მიმართ ორგანიზმის მედეგობას.
რაც შეეხება ოსტოტომიას, ესაა ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ძვლის ნაწილის მოცილების ხარჯზე ხდება ღრძილის კონტურის კორექტირება. ამ მეთოდს ყბა-სახის ქირურგები მიმართავენ მაშინ, როდესაც სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად რბილი ქსოვილების კორექცია (ღრძილის მოჭრა) საკმარისი არ არის.
რა იწვევს „ღრძილის სიჭარბეს“?
ღრძილის ჭარბი ზრდა შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღების გვერდით მოვლენად ღრძილის ჭარბი ზრდა სახელდება. ასეთი პრეპარატებია: იმუნოსუპრესორები, კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიკონვულსანტები.
ასევე, შესაძლებელია ღრძილის ქსოვილს არ აღენიშნებოდეს არანაირი პათოლოგია და კბილების გვირგვინები მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურებოდეს მოკლედ და არასიმეტრიულად. ასეთ შემთხვევებში კლინიკურ დიაგნოოზს წარმოადგენს - კბილთა ამოჭრის ნორმალური პროცესის დარღევა, რაც ადამიანის ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას არ აზიანებს, ხოლო ესთეტიური მიზნით, რასაკვირველია, შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს არ აღენიშნება პირის ღრუსა და ღრძილების რომელიმე დაავადება და კბილის გვირგვინის ზომაც ნორმის შესაბამისია, მაგრამ ღიმილის დროს ღრძილი მაინც სასურველზე უფრო მეტად ჩანს. ასეთ შემთხვევებში კლინიკური დიაგნოზის ორი ალტერნატივა არსებობს: “ზედა ყბის ძვლის მასის პათოლოგიური განვითარება”, ან ე.წ. “ჰიპერმობილური ზედა ტუჩი”.
ყბის ძვლის პათოლოგიური (ზედმეტი) განვითარების შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ჩარევა ზედა ყბის ძვლის ზომის კორექტირებისა და მისი ფორმის სასურველ ზომამდე შემცირებისთვის.
ხოლო მაშინ, როცა საქმე გვაქვს “ჰიპერმობილურ ზედა ტუჩთან”, სტომატოლოგები პაციენტებს ხშირად ურჩევენ ისეთ არაქირურგიულ და არაინვაზიურ მეთოდს, როგორიცაა ბოტოქს-თერაპია. ეს მიდგომა საკამოდ ეფექტურად აღმოფხვრის პრობლემას და აძლევს პაციენტს სასურველ შედეგს, რადგან ბოტოქსის პრეპარატით ხდება ზედა ტუჩის კუნთის ნაწილობრივი მოდუნება, შესაბამისად იგი ვეღარ ახერხებს მოძრაობას და ღიმილის დროსაც ღრძილების ხაზი დაფარულია.
“ბლიც დენტალ -კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა” გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მცირედი კოსმეტიკური ჩარევით სამუდამოდ დაემშვიდობოთ “ღრძილოვანი ღიმილის” პრობლემას.
ჩვენს კლინიკაში, თქვენ გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები