მოვლილი პირის ღრუ ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება
ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის უახლესი კვლევების თანახმად, პაროდონტიტი (ღრძილების ანთება) ბოლო ათწლეულში, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ანთებითი დაავადებაა და ყოველი ათი ადამიანიდან დაახლოებით რვას აწუხებს.
კბილების პათოლოგიური რყევა პაროდონტის ანთების ყველაზე ხშირი ჩვენებაა და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა კბილების დაკარგვა გამოიწვიოს.
პაროდონტიტის დაავადების რთულ ეტაპებზე (შეუქცევადი ანთებითი პროცესის დროს) ზიანდება პაციენტის პირის ღრუს მყარი ქსოვილები (ძვლოვანი მასა) შესაბამისად, კბილებს აღარ გააჩნია საყრდენი და პირის ღრუში ფიქსაცია მხოლოდ რბილი ქსოვილების (ღრძილების) ხარჯზე ხდება.
მორყეული კბილების გამაგრება, შინირების მეთოდით, საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ კბილების რყევა და მისი დაკარგვის საშიშროება მცირე ზეწოლის დროსაც კი.
პაროდონტის ანთების გარდა, კბილის მორყევის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს პერიოდონტიტი - რაც კბილის ფესვის ირგვლივ არსებული ანთებითი პროცესია.
არსებობს პერიოდონტიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები. ეს შეიძლება იყოს:
პერიოდონტიტის დროს ერთი კონკრეტული კბილის ფესვის მწვერვალთან იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც შემდგომ მთელ კბილზე ვრცელდება. შედეგად, კონკრეტული დაავადებული კბილის ირგვლივ მთელი ძვალი ავადდება და განლევას იწყებს, ხოლო კბილი ირყევა. ასეთი მძიმე შემთხვევები კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია, რადგან ანთებითი პროცესის განვითარებასთან ერთად პაციენტს აწუხებს ტკივილი და ამ ჩვენების გამო იგი იძულებულია მიმართოს სპეციალისტს.
შინირება - ეს არის ერთმანეთის მეზობლად მდებარე კბილების ერთ ბლოკად გაერთიანება. ამ დროს ექიმები, სპეციალური საფიქსაციო მასალის და მეტალის ან მინაბოჭკოვანი ლენტის გამოყენებით, მორყეულ კბილებს შედარებით მყარ ან/და ჯანმრთელ კბილზე ამაგრებენ და ამით ინარჩუნებენ კბილთა მწკრივის ზოგად სიმყარეს. შინირების შემდგომ, პაციენტისათვის ღეჭვის პროცესი მარტივდება, რადგან დაწოლა კბილებზე თანაბრად ნაწილდება და მთელ „საქმეს“ ერთი კონკრეტული კბილი აღარ ასრულებს.
გვსურს, პასუხი გავცეთ იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც პაციენტებს ხშირად უჩნდებათ როდესაც საკითხი შინირებას ეხება.
იმის გათვალისწინებით, რომ ღეჭვის პროცესში პირველადი დატვირთვა ყოველთვის წინა, საკბეჩ კბილებზე მოდის, სწორედ ზედა და ქვედა ყბის წინა კბილები არიან მორყევის ერთგვარ რისკს ჯგუფში. შინირების პროცედურასაც ძირითად შემთხვევებში მაშინ მიმართავენ, როდესაც მორყეულია წინა (ქვედა ან ზედა ყბის) კბილები.
უმეტესწილად, შინირების პროცედურა ტარდება სპეციალური საფიქსაციო მასალის და მეტალის ან მინაბოჭკოვანი ლენტის გამოყენებით, რომლის მოხსნას სურვილისამებრაა შესაძლებელი.
იმისთვის რომ შინირების პროცედურა იყოს წარმატებული და მიიღოთ სასურველი შედეგი, „ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ დაგეგმოთ ვიზიტი თქვენს სტომატოლოგთან ყოველ სამ თვეში ერთხელ. შინირების მდგომარეობის პერმანენტული გადამოწმება მოგცემთ საშუალებას დარწმუნდეთ, რომ მკურნალობა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღარ დაგჭირდებათ შინირებით მორყეული კბილების გამაგრება, სტომატოლოგი გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას, შემდგომ კი შეგიძლიათ მოიხსნათ შინა.
კბილების შინირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა და პაციენტი 1 ვიზიტის ფარგლებში იღებს შედეგს. უშუალოდ დაყენების პროცესი 15-დან 30 წუთამდე გრძელდება.
კბილების შინირება ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა, რაც გულისხმობს რომ კბილის ემალის დაზიანების შანსი მინიმუმამდეა შემცირებული. პროცედურის დროს ექიმი არ იყენებს ეგრეთ წოდებულ „ბურღს“ და მუშაობს რაც შეიძლება ფაქიზი სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.
როგორც უკვე ვახსენეთ, შინირება ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა, შესაბამისად პაციენტი ვერ გრძნობს დისკომფორტს.
„ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკა“ (stomatologiuti klinika) გირჩევთ, რომ შინირების პროცედურის შემდგომ ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა, რადგან ნებისმიერი შინირების კონსტრუქციის, კბილზე დამაგრებისას საფრთხის ქვეშ დგება პირის ღრუს ჰიგიენა. არასწორი მოვლის შემთხვევაში შესაძლოა, პროვოცირდეს ანთებითი სახის სხვადასხვა დაავადება და გაუარესდეს პირის ღრუს ჯანმრთელი მდგომარეობა.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
მოვლილი პირის ღრუ ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება
არაკონტროლირებადი ფობია, რომელსაც სტომატოფობიასაც უწოდებენ.
ადენტიის მკურნალობის თანამედროვე და ყველაზე გავრცელებული მეთოდი.
კბილის პასტის ტიპები და ქიმიური შემადგენლობა
„სიბრძნის კბილი“ კბილთა მწკრივის ბოლო, მე-8 კბილია.
ლამაზი ღიმილი პოზიტიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.
გამოიყენება კბილის დაკარგვით წარმოქმნილი ცარიელი სივრცის შესავსებად.
კვლევების თანახმად, ირიგატორის გამოყენებით ნადები მცირდება 99%-ით.
ყველაზე ხშირი მიზეზი - პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა.
გაიგეთ მეტი ბრეკეტების ტიპების, მისი მოვლისა და ფასის შესახებ.
ცირკონის და მეტალო-კერამიკის გვირგვინი ვიზუალურად ბუნებრივ კბილს გავს.
ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი.
ყველაზე სწრაფი გზა იდეალური ღიმილის მისაღწევად.
შეუძლებელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილის გარეშე.
შინირება ერთმანეთის მეზობლად მდებარე კბილების ერთ ბლოკად გაერთიანებაა.
როგორ ვუმკურნალოთ კარიესს ჩანართების საშუალებით.
რას ნიშნავს „ღრძილოვანი ღიმილი“ და როგორ ხდება მისი კორექცია?
ვინირები კბილის ფორმის, ზომის ან ფერის კორექტირებისთვის გამოიყენება.
All-on-4 და All-on-6 იმპლანტაცია ადენტიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია.
ჯანმრთელი კბილები და ღრძილები სწორი ჰიგიენური ჩვევების შედეგია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება.