როგორ მოქმედებს ღიმილი ჯანმრთელობაზე?
16 ნოემბერი 2022
მომხიბვლელი და ჰარმონიული ღიმილი არა მარტო მიმზიდველია გარშემომყოფთათვის, არამედ დადებითად აისახება ჩვენს განწყობაზეც. სწორედ ამიტომ, წამყვანი ბრიტანული უნივერსიტეტების მეცინერები ურჩევენ ადამიანებს ხშირად გაიღიმონ.
იმისთვის, რომ დღე პოზიტიურად დაიწყოთ საკმარისია დადგეთ სარკესთან და აიძულოთ თავი, ხუთი წუთი მაინც უყუროთ თქვენს მომღიმარ ანარეკლს. უამრავმა კვლევამ ცხადყო, რომ სარკეში საკუთარი მოღიმარი ანარეკლის ყურება ამშვიდებს ადამიანს და უქმნის მას ბედნიერების განცდას, რაც ჯანმრთელობის საწინდარია. მომხიბვლელი ღიმილი, ეს არის ერთგვარი იარაღი, რომელსაც ზემოქმედების მოხდენა შეუძლია თქვენს გარშემომყოფებზეც. გაუღიმეთ ნაცნობებსა და უცნობებს, ხშირად გაიღიმეთ სამსახურშიც.
იმისთვის რომ ბოლომდე გამოცადოთ მომხიბვლელი „ღიმილის ძალა“, რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ თქვენი პირის ღრუ და კბილები გამოიყურებოდეს ლამაზად. თანამედროვე ეპოქაში, ესთეტიკური სტომატოლოგია გვთავაზობს ბევრ ალტერნატიულ მეთოდს, რათა დავტკბეთ ჯანსაღი ღიმილით.
კბილების გასწორება ბრეკეტებით
ორთოდონტიული მკურნალობის დროს პაციენტისა და სტომატოლოგის მთავარი მიზანია პირის ღრუს ვიზუალური მხარის გაუმჯობესება, ღეჭვის სწორი ფუნქცის აღდგენა და უკვე მიღებული შედეგის შენარჩუნება. ღიმილის ესთეტიკური ეფექტის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, აუცილებელია მოვაგვაროთ ორთოდონტიული პრობლემები. ამ მიზნით ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ბრეკეტებს.
ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკაში პაციენტი და სტომატოლოგი პირველად კონსულტაციაზე განიხილავენ ყველა შესაძლო ალტერნატივას და განსაზღვრავენ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს. კონკრეტული კლინიკური შემთხვევის მახასიათებლების გათვალისწინებით პაციენტს შეუძლია აირჩიოს: ფირფიტები, ელაინები და ბრეკეტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული ან ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან), ასევე საფირის და დეიმონის თვითლიგირებადი ბრეკეტები. გაიგეთ მეტი რაში გვჭირდება ბრეკეტები.
კბილების გათეთრება
„ჰოლივუდის ღიმილი“ ოცდამეერთე საუკუნეში უკვე დამკვიდრდა, როგორც სილამაზის სტანდარტების ნაწილი. რაც უფრო თეთრი და ბრწყინვალეა კბილები მით ურო მომხიბვლელად და ჯანსაღად აღიქმება ღიმილი გარშემომყოფებისთვის. სწორედ ამიტომ, უამრავი ადამიანი მიმართავს კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდებს. არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მიმართულება: გათეთრება კაპებით - ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრებისას პაციენტი სტომატოლოგის რეკომენდაციით იყენებს სპეციალურ გელს. გელის ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყოფს კბილების 2-4 ტონით გათეთრებას. რაც მთავარია, კბილების გათეთრება კაპებით პაციენტისათვის საკმაოდ კომფორტულია, რადგან ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახლში, მისთვის მოსახერხებელ დროს.
კბილების გათეთრების „ოფისის სისტემა“ საკმაოდ მარტივი და არაინვაზიური მეთოდია. პროცედურა დაახლოებით 20-დან 40 წუთამდე გრძელდება. კბილების “ოფის სისტემის” გამოყენებით გასათეთრებლად აუცილებელია კლინიკაში ვიზიტი, გათეთრება ხდება ეგრეთ წოდებული FLASH მეთოდით, ხოლო კბილები შესაძლებელია გათეთრდეს 5-7 ტონით.
კერამიკული ვინირები
კერამიკული, იგივე ფაიფურის ვინირება თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პაციენტის სურვილის შესაბამისად კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება.
უმეტესწილად პაციენტები ირჩევენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა და სურთ ქონდეთ ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილი”. ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (კერამიკული და კომპოზიტური ვინირები), კერამიკული ვინირები არის ფაიფურის თხელი ფირფიტა, რომლის საშუალო სისქეც 0,3-0,5 მილიმეტრს არ აღემატება. ვინირები გარედან, ფასადურად ეკვრის კბილს. ყველა იმ პაციენტს, რომელსაც სურვილი აქვს გაილამაზოს ღიმილი და შეცვალოს კბილების ფერი თუ ფორმა შეუძლია გაიკეთოს ვინირები 18 წლიდან.
დენტალური იმპლანტები და გვირგვინები
დენტალური იმპლანტაცის დროს დანაკლისი კბილის ადგილზე ისმება ხელოვნური კბილი, რომელიც იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და ამასთან ერთად, მთლიანად აღადგენს ბუნებრივი კბილის ფუნქციასა და ესთეტიკას. დენტალური იმპლანტაცია ადენტიის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია.პროცედურის შედეგად, არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში თავსდება იმპლანტი, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. იმპლანტზე შემდგომ თავსდება ხელოვნური გვირგვინი რომელიც ფერითა და ფორმით, ბუნებრივი კბილის იდენტურია.გაიგეთ მეტი რაში გვჭირდება იმპლანტი.
“ბლიც დენტალი -კახაბერ ხარებავას კლინიკის” გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მოკლე დროში დაიბრუნოთ მიმზიდველი და ჯანსაღი ღიმილი. ხარაბავას კლინიკა არის საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა. ჩვენს კლინიკაში, თქვენ გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, რაც შეიძლება სწრაფად, თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდით მიიღოთ „ჰოლივუდის ღიმილი“.
სტომატოლოგიური განვადების პირობებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 22 15 16