დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავს კლინიკის“ გუნდს დღეს გვსურს გესაუბროთ ორ ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებაზე, რომლებიც საწყის ეტაპზე შედარებით უმტკივნეულოდ მიმიდნარეობს და პაციენტი მას ყურადღებას მხოლოდ მაშინ აქცევს, როცა დაავადება საკმაოდ გამწვავებულია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი სტომატოლოგს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც გრძნობს ტკივილს ან დისკომფორტს. ეს დამოკიდებულება ძალიან არასწორია და ხშირ შემთხვევაში, პაციენტისათვის დაგვიანებული მკურნალობა უფრო დიდ დისკომფორტთან, დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. პირველ ეტაპზე „შეუმჩნეველ“ დაავადებებად სტომატოლოგები ხშირად ღრძილების ანთებასა და ღრძილების რეცესიას მოიხსენიებენ, რადგან ორივე დაავადება საწყის ეტაპზე, პაციენტისათვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებს ესმოდეთ ნებისმიერი სტომატოლოგიური დაავადების ადრეული იდენტიფიცირების დადებითი მხარეები. ადრეული მკურნალობა პირდაპირ პროპორციულად გულისხმობს პრობლემის მოკლე დროში მოგვარებას, რაც შეიძლება ნაკლები ტკივილითა და დისკომფორტით.
ღრძილების ანთება - კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში გამოიწვიოს ადენტია (კბილის დაკარგვა). პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ყოველი 10 ზრდასრულიდან 7 უჩივის. თითქმის ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, თუ რა არის ღრძილების ანთება და როგორ ვლინდება ის, თუმცა, გამომწვევი მიზეზებისა და მისი პრევენციის (თავიდან არიდების) გზებზე ცოტამ თუ იცის - ნადები და ქვები, რომელიც გროვდება ღრძილის ქვევით და შეუმჩნეველია თვალისათვის დროთა განმავლობაში იწვევს ღრძილის ანთებას. შეწითლებული ღრძილები, მორყეული კბილები და არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ეს ყოველივე ღრძილების ანთების გამწვავებული შემთხვევის სიმპტომია. ამ დროს პაციენტს უკვე აწუხებს ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ ღრძილების ანთებას პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დაავადებისაგან განკურნება ყველაზე მარტივია.. . სწორედ ამიტომ, “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გირჩევთ, აუცილებლად დაგეგმოთ ვიზიტი თქვენს სტომატოლოგთან მინიმუმ 6 თვეში ერთხელ, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა რამე სახის ჩივილები. პროფესიონალი სტომატოლოგი შეაფასებს თქვენი პირის ღრუს კლინიკურ სურათს და საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმავს პრევენციული მკურნალობის კურსს, რომელიც რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, დროის მოკლე პერიოდში მოგიგვარებთ პირის ღრუსთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თანამედროვე სტომატოლოგიაში მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ღრძილის ქსოვილების განლევა ანუ ღრძილის რეცესია. ღრძილის რეცესიის პროცესი გულისხმობს ღრძილის თანდათანობით აწევასა და ფესვის გაშიშვლებას. თანდათანობით, ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს კბილის ფესვს, რაც, თავის მხრივ, ვიზუალურად კბილს უფრო გრძელს და არაესთეტიკურს აჩენს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. თავდაპირველად, ეს პრობლემა ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება, ხშირად, პაციენტმა არც კი იცის, რომ აღენიშნება ღრძილების განლევა და ვიზუალური პრობლემა თავს მხოლოდ ბოლო ეტაპზე იჩენს. რაც შეეხება პირველად სიმპტომებს, რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე, ვიზუალურად კბილებზე აღინიშნება ფორმის ცვლილებები. ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად პაციენტის პირის ღრუს ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილის თხელი გარსი, რაც რეცესიისადმი მიდრეკილებას ზრდის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივად თხელი და სუსტი ღრძილები, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად დაგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და გამოიყენოთ ისეთი კბილის პასტები და სავლები საშუალებები, რომლებიც გააძლიერებენ და გააჯანსაღებენ თქვენს ღრძილებს და თავიდან აგაცილებთ სამომავლო გართულებებს.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხითა და სისწრაფით ამიერკავკასიის მასშტაბით წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ციფრული სტომატოლოგიური სერვისები. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.