დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
თანამედროვე სამყაროში თეთრი კბილები, ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოა. ღიმილს მომხიბვლელსა და სასიამოვნოს პირველ რიგში კბილებს თეთრი, ჯანსაღი ფერი და ბრწყინვალება ხდის. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ წარმოგიდგენთ ათ ფაქტს, რომელიც კბილების გათეთრების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
რთულად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ადამიანის კბილები აგებულებით ძალიან წააგავს ღრუბელს. მას აქვს ზუსტად, ისეთივე ფორები, როგორიც ჩვენს კანს და შესაბამისად კბილის ქსოვილებს გააჩნიათ შესაძლებლობა „შეიწოვონ“ ესა თუ ის ნივთიერება. ნებისმიერი საკვები რომელსაც აქვს მკვეთრი შეფერილობა, ამ ფორებში შეღწევის გზით უცვლის ფერს თქვენს კბილებს. სწორედ ამიტომაა, რომ ღვინის, ყავის თუ სიგარეტის ჭარბ მოხმარებას ასეთი ძლიერი ეფექტი აქვს კბილის ქსოვილებზე და ალაქავებს მათ. კბილის ლაქების მოშორება და მათი სასიამოვნო, თეთრი ფერის დაბრუნება დღესდღეობით სირთულეს აღარ წარმოადგენს. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და მოგცემენ რჩევებს თუ რა პროცედურებია თქვენს საჭიროებებზე ყველა მეტად მორგებული.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ კბილის გათეთრების პროცედურა აზიანებს კბილის ქსოვილებს და აკარგვინებს ემალის საფარს საჭირო მინერალებს, მცდარია. კბილის გათეთრების თანამედროვე პროცედურები სრულიად უსაფრთხოა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტომატოლოგის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. სწორად ჩატარებული პროცედურა არ დააზიანებს თქვენს კბილებს და მიანიჭებს მას მიმზიდველ, მკვეთრ ფერს.
არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ თანამედროვე ეპოქაში. ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრებისასპაციენტი სტომატოლოგის დანიშნულებისამებრ იყენებს მათეთრებელ გელს სახლის პირობებში, ხოლო კბილი თეთრდება 2-4 ტონით. რაც შეეხება გათეთრების ოფისის სისტემას ეს პროცედურა არ არის ხანგრძლივი და საკმაოდ ეფექტურია. იგი გულისხმობს კბილების გათეთრებას Flash სისტემით. პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა და შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-7 ტონით.
კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარების შემდეგ, მომატებული მგრძნობელობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ხშირია ისეთი შემთხვევებიც როდესაც პაციენტს, პროცედურის შემდეგ საერთოდ არ აქვს მომატებული მგრძნობელობა და დისკომფორტის შეგრზნება. იმ შემთხვევაში თუ გათეთრების პროცედურის შემდეგ, დაფიქსირდა კბილის ქსოვილების მომატებული მგრძნობელობა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს სრულიად ბუნებრივია და არ წარმოადგენს საგანგაშო გვერდით მოვლენას. იგი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია ისეთ გენეტიკურ ფაქტორზე როგორიცაა: თხელი ემალი. დისკომფორტი, როგორც წესი 18-36 საათის შემდეგ სრულიად ქრება და პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კბილების პროფესიული წმენდა, კბილების გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი ჰგონიათ. ეს შეხედულება მცდარია. კბილების პროფესიული წმენდის დროს კბილების ზედაპირს შორდება ქვები და საკვებისგან წარმოქმნილი ნადები. სწორედ ამიტომ ეს მანიპულაცია კბილებს უბრუნებს ბუნებრივ ფერს და ვიზუალურად ღიმილი უფრო თეთრი და მომხიბვლელი ხდება, ვიდრე პროცედურამდე იყო.
როდესაც პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას, გაიკეთოს ვინირები ან და ფაიფურის გვირგვინები, მათი ფერის შერჩევა ხდება კბილის ბუნებრივი ფერის გათვალისწინებით. რათა პირის ღრუ და ღიმილი იყოს ჰარმონიული. ხელოვნურად დამზადებული კბილის საფარი მასალები, იქნება ეს ფაიფურის ვინირები, ცირკონის გვირგვინები და ა.შ. არ იცვლიან ფერს, შესაბამისად მათზე არ მოქმედებს არც კბილის ბუნებრივი ქსოვილის მათეთრებელი საშუალებები.
საუკეთესო დრო თქვენი კბილების გასათეთრებლად არის ღამე. გათეთრებისთანავე (მიუხედავად იმისა, თუ რა პროდუქტს იყენებთ), თქვენი კბილები ხდება შედარებით უფრო მგრძნობიარე, რადგან თქვენს კბილებში არსებული ფორები ჩვეულებრივზე უფრო გაფართოებულია და შესაბამისად უფრო დიდია შანსი, რომ მათში საჭმლისა თუ სასმლის პიგმენტები მოხვდება. სწორედ ამიტომ „ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სტომატოლოგები გირჩევენ მათეთრებელი გელი სახლის პირობებში გამოიყენოთ ძილის წინ, რადგან ეს ამცირებს ლაქების წარმოქმნის შესაძლებლობას და აძლევს თქვენს კბილებს საკმარის დროს ღამის მანძლზე დაიწყოს რეჰიდრატაცია და რემინერალიზაცია.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სტომატოლოგები გირჩევენ კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარების შემდეგ დაიცვათ ე.წ „თეთრი დიეტა“ 2 კვირის განმავლობაში, სასურველია თავი შევიკავოთ ფერადი საკვებისა და სასმელისაგან რათა მისცეთ თქვენი კბილების ფორებს დახურვისათვის საჭირო დრო და დიდხანს შეინარჩუნოთ ლამაზი, თეთრი ღიმილი.
იმისთვის, რომ პაციენტმა დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს სასიამოვნო ღიმილი და დატკბეს კბილების სიკაშკაშით აუცილებელია გაითვალისწინოს რამდენმე ძირითადი რეკომენდაცია. პირველ რიგში უნდა მოერიდოს მუქი ფერის საკვებსა და სასმელს, როგორიცაა ყავა, ღვინო და ა.შ. ასევე რეკომენდირებულია კბილების მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტის ყოველდღიური გამოყენება.
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.