ფლოსინგი
01 ივნისი 2022
მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები თანხმდებიან იმ ფაქტზე, რომ ფლოსინგი (კბილის სპეციალური ძაფებით გასუფთავება) ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, როგორც კბილების ჯაგრისით გასუფთავება.
ფლოსინგი გვეხმარება მავნე ბაქტერიებისა და ნადების დაგროვებით გამოწვეული პრობლემების თავიდან აცილებაში, როგორებიცაა: ღრძილის დაავადებები, კარიესი და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან (ჰალითოზი).
საკვების ნაწილაკები, რომლებიც კბილებს შორის და ღრძილების ხაზის ქვეშ ხვდება, წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რადგან კბილის ჯაგრისი ამ ზონებში ვერ აღწევს და შესაბამისად რთულდება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.
ფლოსინგის დადებითი მხარეები
არსებობს ფლოსის სხვადასხვა სახეობა, იქნება ეს ნეილონის თუ აბრეშუმის ძაფი, სპეციფიური გემოთი ან მის გარეშე. ფლოსის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი პირის ღრუს სპეციფიკა და შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური სისქისა და გემოს მქონე ძაფი.
რეგულარული ფლოსინგი თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობის გარანტია, რადგან თუ არ მოხდა კბილის ნადების მოშორება და ემალის გასუფთავება, ნადები გარდაიქმნება კბილის ქვად, რომელიც აზიანებს პირის ღრუს რბილ ქსოვილებს და იწვევს პაროდონტიტს. გამაგრებული კბილის ნადები კბილის ფესვსა და ყბის ძვალსაც უქმნის საფრთხეს და ზრდის ანთებითი პროცესის ჩამოყალიბების ალბათობას. თავის მხრივ, პაროდონტიტი ქრონიკული და საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რამაც შეიძლება კბილების დაკარგვა, ღრძილების რეცესია და სხვა მრავალი პრობლემა გამოიწვიოს.
კბილებს შორის წვრილი საწმენდი ძაფის გატარება შეიძლება თავისთავად ძალიან მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით კომპლექსური სახისაა.
არსებობს ფლოსინგის როგორც სწორი, ასევე არასწორი გზები. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ სამ ძირითად პრინციპს, რომლის დაცვაც გაგიმარტივებთ ფლოსინგს და ამ პროცესს გახდის თქვენი დილისა და ღამის რუტინის განუყოფელ ნაწილად.
1. გამოიყენეთ „ბევრი“ ფლოსი
საწმენდი ძაფის გამოყენებისას მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო მოკლეა ფლოსი მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ თქვენ ის კარგად ვერ დაიჭიროთ. ნერწყვთან კონტაქტის შემდეგ ფლოსი ხდება სრიალა, რაც აძნელებს მისი მყარად დაჭერის შესაძლებლობას. რაც უფრო გრძელია ძაფი, მით უფრო მარტივია მისი თითებზე კარგად დახვევა და სხვადასხვა კბილისათვის ძაფის ახალი, სუფთა ზონის გამოყენება. ასე რომ, არასდროს დაინანოთ ფლოსი და ყოველი გაწმენდისას გამოიყენეთ იგი იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც ოპტიმალური იქნება თითოეული კბილის, ძაფის ახალი ზონით გაწმენდა.
2. იყავით ფრთხილი
ფლოსინგის დროს გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანია კბილის ზედმეტი ნადებისაგან გათავისუფლება. ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან ნაზი, რათა არ დაზიანდეს ღრძილები და ძაფის უხეშმა მოხმარებამ არ გამოიწვიოს სისხლდენა. ოპტიმალური შედეგისთვის შეიმუშავეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ტექნიკა. ნელი და ზედმიწევნითი წმენდის პრაქტიკა შესაძლებლობას მოგცემთ გულდასმით გაასუფთაოთ კბილთა შორის სივრცეები და თავიდან აიცილოთ ღრძილების დაზიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უხეშმა წმენდამ და კბილის ძაფებით ღრძილში „ღრმად“ ჩაღწევამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და ტკივილი. ეს უფრო მეტად დააზიანებს თქვენს პირის ღრუს და გააორმაგებს ინფეცქიის შეჭრის ალბათობას.
3. მყარად დაიჭირეთ საწმენდი ძაფი
თუ, წმენდის დროს, ძაფები კბილებს შორის მოძრაობისას საკმარისად არაა დაჭიმული, ის არაეფექტური იქნება ნადების და საკვების ნაწილაკების მოსაცილებლად.
სწორი ფლოსინგისთვის აუცილებელია, რომ ძაფი ბოლომდე ეხებოდეს თითოეული კბილის გვერდებს (კბილთა შორის სივრცეში), რაც მოითხოვს მის მყარად და შესაბამისი კუთხით დაჭერას. ფლოსინგისას, საჭიროებისამებრ, შეცვალეთ მიდგომის კუთხე, რათა მაქსიმალურად შეძლოთ საკვები ნარჩენების ამოღება. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სტომატოლოგთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ ოპტიმალური საწმენდი ძაფი, იქნება ეს ფტორის შემცველი ძაფი, ბრტყელი ძაფი თუ სხვა.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანები თავს არიდებენ ფლოსის გამოყენებას, არის ის, რომ ეს არასასიამოვნო, ხოლო არასწორად გამოყენების შემთხვევაში მტკივნეული პროცესიც კია. ძაფების გამოყენებისას, უხეშმა წმენდამ შესაძლოა ღრძილებიდან სისხლდენა გამოიწვიოს. თუ თქვენ გაქვთ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ღრძილები, სცადეთ რბილი ძაფი ან სტომატოლოგიური ლენტი, ულტრა თხელი ფლოსის ნაცვლად.
„ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ რეგულარულად გამოიყენოთ საწმენდი ძაფები და ამით თავიდან აიცილოთ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებები.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
შეიძლება დაგაინტერესოთ: