დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ღრძილების ანთების (იგივე გინგივიტის) გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, უპირველესად კი, პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა. კბილების არასწორი გახეხვისას, კბილთა შორის სივრცეში რჩება საკვების ნარჩენები, რომლებიც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. ეს პროცესი შემდგომ ეტაპზე გინგივიტს (ღრძილების ანთება) იწვევს.
იმისთვის, რომ სწორად მოვახდინოთ ღრძილების ანთების დიაგნოსტიკა და დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა საჭიროა ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლითაც ეს დაავადება ხასიათდება.
ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ღრძილების ანთება, პირის ღრუს სწორი მოვლა და ჰიგიენის დაცვაა. პაციენტს უნდა ჰქონდეს პირის ღრუს მოვლის სწორი რუტინა. ჰიგიენის დაცვა არის მთავარი ფაქტორი, რომლითაც შეიძლება ღრძილების ანთება თავიდან ავიცილოთ.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ აუცილებელად მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია. პროფილაქტიკური ვიზიტის დროს, ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ მომსახურებას - დაათვლიერებენ პირის ღრუს, რათა არსებობის შემთხვევაში, გამოვლინდეს ნადები ან „პარადონტოლოგიური ჯიბე“. სწორედ ნადების წარმოქმნა და ე. წ. ღრძილოვანი ჯიბეების არსებობა უწყობს ხელს ანთებითი პროცესის გავრცელებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას ჰიგიენის ძირითადი ნორმები. დღის განმავლობაში ორჯერ (დილით და საღამოს) 5-7 წუთის მანძილზე გამოიხეხოს კბილები, მოერიდოს ტკბილი საკვების დიდი ოდენობით მიღებას და შეძლებისდაგვარად შეამციროს თამბაქოს მოხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცინიერების განვითარებამ დღესდღეობით მოგვცა შესაძლებლობა ნებისმიერ სტომატოლოგიურ პრობლემას, იქნება ეს პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთება თუ ადენტია ვუმკურნალოთ თანამედროვე პრეპარატებისა და მეთოდების გამოყენებით, საზოგადოებაში ხშირია შემთხვევები როდესაც პაციენტები ცდილობენ გინგივიტის სახლის პირობებში მკურნალობას. არსებობს უამრავი ხალხური მეთოდი, რომელსაც საზოგადოების ფართო მასებში დღემდე იყენებენ ღრძილების ანთების მკურნალობისას. გავრცელებულია აზრი, რომ გინგივიტის დროს ძალიან კარგია გვირილისა და სალბის სავლები. ხოლო, ღრძილების ანთების იმ ეტაპზე, როდესაც უკვე აღინიშნება ჩირქდენა, პაციენტები ხშირად მიმართავენ სოდის სავლებსაც. სავლებების გარდა არსებობს, რა თქმა უნდა, ღრძილების ანთების სამკურნალო, ხალხური, მცენარეული შემადგენლობის მალამოებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ღრძილების ანთების მკურნალობის ხალხური მეთოდები, „ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ სავლებისა თუ მალამოს გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან და გაითვალისწინეთ, რომ თვითნებური მკურნალობისას, ხალხური რეცეპტებით დამზადებულ სავლებსა და მალამოს სასურველი ეფექტი მხოლოდ დაავადების საწყის ეტაპზე შეიძლება ჰქონდეს და მხოლოდ ამ მკურნალობით ღრძილების ანთებისაგან სრულად განთავისუფლების ალბათობა, საკმაოდ დაბალია. როდესაც ღრძილების ანთება რთული ფორმით მიმდინარეობს, პაციენტმა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა მიმართოს პროფესიონალს და მკურნალობა მისი მითითებების გათვალისწინებით გააგრძელოს.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მოკლე დროში დაიბრუნოთ მიმზიდველი, ჯანსაღი ღიმილი. ჩვენს კლინიკაში თქვენ გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, რაც შეიძლება სწრაფად უმკურნალოთ ღრძილების ანთებას.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
ბრეკეტების ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.