გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
31 ოქტომბერი 2022
სახლის პირობებში იდეალურად რომ მოვუაროთ პირის ღრუს გვესაჭიროება როგორც ჯაგრისი, ასევე საშუალებები, რომელიც გამოიყნეება კბილთაშორისი სივრცეების წმენდისთვის - მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საშუალებაა ირიგატორი. იგი არ ცვლის ჯაგრის, არამედ გამოიყენება მასთან ერთად. ირიგატორი წყლის ჭავლის გამოყენებით მექანიკურად გამორეცხავს კბილთაშორის სივრცეებს. კვლევები ადასტურებს, რომ ირიგატორი გამოყენებით ნადები მცირდება 99%-ით. ირიგატორის წყლის ჭავლი უკეთესად აღწევს რთულად მისადგომ ზონებში როგორიცაა კბილთაშორის სივრცეები, ხოლო ბრეკეტ სისტემის, ორთოპედიული კონსტრუქციების და იმპლანტების დროს - არის ჰიგიენის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. ირიგატორი აშორებს საკვების ნარჩენებსა და მასზე არსებულ ბაქტერიულ ფლორას. კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმები პაციენტებს ურჩევენ, ირიგატორის ეფექტის გამუჯობესების მიზნით, წყალს დაემატონ სპეციალური სამკურნალო სითხეები ან გამოიყენონ ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე სავლებები.
თანამედროვე ეპოქაში, პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პირის ღრუს ირიგატორების სხვადასხვა სახეობა არსებობს, იქნება ეს ინდივიდუალური თუ საოჯახო. არსებობს როგორც კომპაქტური, ასევე სტაციონარული მოდელები. სტაციონარული მოდელის დამონტაჟება შესაძლებელია სახლში, ხოლო პორტატულ ირიგატორებს ხშირი მოგზაურობისას იყენებენ. ირიგატორის მოდელები განსხვავდება: შეიძლება ქონდეს ერთი თავაკი, მხოლოდ წყლის ჭავლის ფუნქციით ან მრავალი, სხვადასხვა დანიშნულებით, მაგალითად ღრძილების მასაჟისა და ენის ჰიგიენისათვის. უმეტესწილად, პირის ღრუს ირიგატორებს გააჩნიათ სპეციალური წყლის რეზერვუარები, რომლებშიც პაციენტები ასხამენ სითხეს და შემდგომში, წნევის გამოყენებით სწორედ ეს სითხე გამოიყენება სასურველი ზონების გასასუფთავებლად.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის პროფესიონალთა გუნდი გირჩევთ, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვისათვის აუცილებლად გამოიყენოთ ირიგატორები, რათა თავიდან აიცილოთ კბილებს შორის, რთულად მისადგომ ზონებში, ნადებისა და ბაქტერიების დაგროვება. ირიგატორი დაგეხმარებათ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი (იგივე ჰალითოზი) და გახადოთ თქვენი ღიმილი მომხიბვლელი.
ჰიგიენის ნორმათა ზედმიწევნით დაცვის მუხედავად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ კვლავ გაწუხებთ პირის ღრუს სისუფთავესთან და ან უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს და გაიაროთ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მომსახურება თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური მიმართულებით. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ, ერთ მისამართზე (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში) მიიღოთ სტომატოლოგიური მკურნალობის სრული სპექტრი, რაც მოიცავს, ისეთ ნაკლებად ინვაზიურ მანიპულაციებს, როგორებიცაა კბილების გათეთრება და კბილების წმენდა, ასევე დაკარგული კბილის იმპლანტაციის მეთოდით აღდგენა, ვინირება, კბილების გასწორება ბრეკეტებითა (მეტალის ბრეკეტები, ფაიფურის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები) და კაპებით, კარიესის მკურნალობა (კბილის არხების დაბჟენა, დაპლომბვა) და ასე შემდეგ.
სტომატოლოგიურ მომსახურებათა ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად
დღესდღეობით არსებობს კბილების გათეთრების უამრავი საშუალება, როგორც სახლის პირობებში, ისე პროფესიონალური.
სტომატოლოგიაში ნარკოზის გამოყენება საშუალებას იძლევა ჩატარდეს რთული და ხანგრძლივი პროცედურები პაციენტის მაქსიმალური კომფორტის პირობებში.
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგნოზირებადი მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ასპექტია ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შესანარჩუნებლად. სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და სირთულით.