კბილის დაკარგვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე - იცვლება ღიმილის ესთეტიკა, რთულდება საკვების მიღება და ზოგჯერ მეტყველებაც კი
გნათოლოგია (Gnathology) - ეს არის სტომატოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე დარგი, რომელიც ყბის, კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ყბის და კბილების სისტემის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, მჭიდროდ არის დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, ორთოპედია და სხვა მრავალი მიმართულება. გნათოლოგიის წესების გათვალისწინება ხდება ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ნებისმიერი ოკლუზიური რეკონსტრუქციის მთავარ საწყის რგოლს - გნათოლოგიური მკურნალობა წარმოადგენს.
ყოველი ჩარევა პირის ღრუში იქნება ეს თერაპიული მკურნალობა, თუ ყბა-კბილთა რთული რეკონსტრუქციის ხანგრძლივი პროცესი, უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბისა და სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა, ორთოდონტიულმა, თერაპიულმა თუ სხვა ნებისმიერი სახის სტომატოლოგიურმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. მაგალითისათვის, პრობლემები შესაძლოა გამოხატულ იქნას შემდეგი სიმპტომების სახით: ტკივილი ყბისა და ზედა სახის მიდამოში, ძვლების ერთგვარი ტკაცუნი, ყბის კუნთის დაჭიმულობა, პირის ფართოდ გაღების შეზღუდვა, შუილის მსგავსი ხმა ყურებში. გნათოლოგს შეუძლია სწრაფად განსაზღვროს პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, აღადგინოს პირის ღრუს სტომატოლოგიური ჰარმონია, გააანალიზოს პაციენტის ყველა არსებული ჯანმრთელობის პრობლემა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მიხედვით და შემოგვთავაზოს პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე, ყველაზე ოპტიმალური გზები. გნათოლოგიის მიზანია ბრუქსიზმის (ქვედა ყბის მოძრაობაში მონაწილე კუნთების ტონუსის მომატება ანუ ჰიპერტონუსი, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილის (იგივე მინანქრი) ცვეთა) მკურნალობა, თანკბილვის გასწორება ან კბილთა რკალის სიმაღლის აღდგენა, ქვედა ყბის ცენტრალურ პოზიციაში დაფიქსირება, საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსარში წარმოქმნილი სხვადასხვა ჩივილების გაქრობა. მკურნალობა მოიცავს 4-დან 6 თვეს, სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე და პაციენტისათვის საკმაოდ კომფორტული მოსახმარია.
გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებში, ყბისა და კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების პრობლემებმა, შესაძლოა მრავალი სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ესენი შეიძლება იყოს: დაჭიმულობა სახისა და სახსრის მიდამოში, პირის გაღების შეზღუდვა, შუილის მსგავსი ხმა ყურებში, თავის ტკივილი (დილით) და ტკივილი საფეთქელსა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აწუხებს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი, ან რამდენიმე, გნათოლოგიური მკურნალობის ჩატარება აუცილებელია. საჭიროა დაიგეგმოს ვიზიტი გნათოლოგთან და მოხდეს პაციენტის პირის ღრუს დათვალიერება და საჭიროებისამებრ დიაგნოსტიკური რენტგენის გადაღება სახსრების მიდამოში.
ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემისა თუ კაპებისა და ფირფიტების საშუალებით დღესდღეობით მოზარდ პაციენტებში ფართოდაა გავრცელებული. იგი ეფექტურია ნებისმიერ ასაკში თუმცა უმეტეს წილად მას 10-დან 14 წლამდე მიმართავენ, რადგან ამ დროს პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. ადრეულ ასაკში, ცვლადი თანკბილვის დროს კბილების კონტაქტები მუდმივად იცვლება, შესაბამისად სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით, გნათოლოგიური მეთვალყურეობისა და მკურნალობის დაწყება, ორთოდონტიულ მკურნალობასთან ერთად, მიზანშეწონილია ორთოდონტიული მკურნალობის პროცესის ბოლო ფაზაში, 13-14 წლის ასაკიდან, მაშინ როცა ყბის ძვლის ჩამოყალიბების პროცესი დასასრულისკენ მიდის.
მკურნალობის პირველ ეტაპზე აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რადგან უშუალოდ პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია ამ ახალი დარგის შესახებ. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ნევროლოგის, ყბა-სახის ქირურგისა თუ ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციების პარალელურად პაციენტმა უნდა გაიაროს გნათოლოგის კონსულტაციაც. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩატარდეს 3D რენტგენი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მიდამოში და უნდა მოხდეს კბილთა რკალის სიბრტყის განსაზღვრა. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მილიმეტრებში. ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტიკა ხდება უახლესი Orthopos SL 3D აპარატით. შემდგომ ეტაპზე გნათოლოგი ადგენს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.
სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმარება და მაქსიმალური ხარისხით შესრულებული სტომატოლოგიური მანიპულაცია, როგორც გნათოლოგიური ასევე სხვა სახის მკურნალობა, ჯანსაღი ღიმილის საწინდარია.
კბილის დაკარგვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე - იცვლება ღიმილის ესთეტიკა, რთულდება საკვების მიღება და ზოგჯერ მეტყველებაც კი
სტომატოლოგია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სამედიცინო დარგია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება მუდმივად ცვლის სტომატოლოგიურ პრაქტიკას
ტკბილეულის გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე
ტკბილეული ადამიანების ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია და სიამოვნების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა მისი გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია
რა არის კბილების გათეთრება?
კბილების გათეთრება არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის მთავარი მიზანია კბილების ფერის გაუმჯობესება, ნადების მოცილება და მათი ბუნებრივი სიქათქათის აღდგენა. ეს პროცედურა განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც სურს ნათელი, ბუნებრივად მიმზიდველი და თავდაჯერებული ღიმილი.
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
პირის ღრუს სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია
ცნობილი ფაქტია, რომ ლამაზი ღიმილი ყოველთვის თავდაჯერებულობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას უკავშირდება, სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანისთვის საკუთარი კბილების ესთეტიკურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
თანამედროვე სტომატოლოგიაში, ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო მკურნალობის პროცესის ეფექტურობასა და პაციენტებისთვის კომფორტის ზრდას.
კბილებისა და ღრძილოვანი ქსოვილების ჯანმრთელობა, სტომატოლოგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია
ორთოდონტულ მკურნალობასთან დაკავშირებით ბევრ ფართოდ გავრცელებულ მითს მოისმენთ
თანამედროვე სტომატოლოგიაში ძვლის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც აჩერებს კბილთა ხშირი კარგვისგან გამოწვეული ყბის ძვლის დაშლის პროცესს და პაციენტებს ჯანმრთელი თუ ფუნქციური კბილების შენარჩუნებაში ეხმარება.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, შესაბამისად სტომატოლოგიური პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება, ხშირად საჭიროებს კომპლექსურ ჩარევას.
სტომატოლოგიაში კბილების აღდგენის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი მიდგომა ბჟენები და კერამიკული ჩანართებია.
ბრეკეტები, თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ დაობს, რადგან ისინი ეხმარება ადამიანებს ბევრად უფრო ჯანმრთელი და ესთეტიკური ღიმილის შექმნაში