სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
16 ივნისი 2022
ვინირება ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (ფაიფურის და კომპოზიტური ვინირები) და მათ ძირითადად ორთოპედიული მიზნით გამოიყენებენ. კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილს. კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.
ვინირების გამოყენებით ასევე ხდება პირის ღრუს ისეთი პრობლემების აღმოფხვრა, როგორიცაა კბილების ცვეთა. საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ კბილების ცვეთა ასაკობრივი მოვლენაა და შესაბამისად ვინირების გაკეთებაც 40 - 50 წლის ასაკშია რეკომენდებული. რეალურად კი, ხშირია შემთხვევები, როცა კბილთა ცვეთა გამოიხატება ნაადრევ ასაკში, რაც განპირობებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებით გამოწვეული პარაფუნქცით. ასეთ დროს ადამიანი ნერვოზული და/ან სტრესული მდგომარეობის გამო კბილებს ძლიერად აჭერენ ერთმანეთს და შედეგად, ცვეთენ მათ. ამ პროცესს პაციენტის წლოვანებასთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად, ვინირების გაკეთება რეკომენდირებულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს მეტად ჰარმონიული და მიმზიდველი ღიმილი.
მნიშვნელოვანია, ასევე, ის გარემოება, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი კბილთა ცვეთას აღიქვამს როგორც ესთეტიურ დისკომფორტს. სწორედ ვიზუალური ეფექტის გაუმჯობესებაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც პაციენტები მიმართავენ ექიმს და ირჩევენ ვინირებას. რეალურად კი საკითხი უფრო კომპლექსურია და ესთეტიური დისკომფორტის მიღმა, საღეჭი აპარატის ფუნქციური დაზიანება იმალება. ხშირად, კბილების ცვეთა იწვევს სახის მესამედის დადაბლებას, რის შედეგადაც პაციენტს აღენიშნება ტკივილები საფეთქელ-ქვედა ყბის მიმდებარედ, ასევე შესამჩნევი ხდება საღეჭი კუნთების ტონუსის მომატება და ტკივილი.
თანამედროვე ტექნოლოგიები კბილების ცვეთით გამოწვეული პრობლემების მარტივად მოგვარების შესაძლებლობას გვაძლევს. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტს საშუალება აქვს ჩაერთოს მკურნალობის პორცესში, მისცეს ექიმს სასურველი მითითებები და მკურნალობის პროცესის დასრულების შემდგომ დატკბეს სასურველი შედეგით.
კერამიკული (ფაიფურის) ვინირების უშუალო ფიქსაციამდე მომზადების პროცესი გულისხმობს პაციენტის პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ, ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით.
ჩვენს კლინიკაში არსებული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შესაბამის ეტაპებად დაყოფილი სქემის მიხედვით წარვმართოთ მკურნალობის პროცესი.
პირველ ჯერზე, იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი, რომლის გამოყენებითაც ხდება, როგორც ცალკეული კბილების, ასევე სახსრის მდგომარეობის განსაზღვრა. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება (ვინირების 3D მოდელირება) შესაძლებელს ხდის იმას, რომ პაციენტმა თავად შეიტანოს ცვლილებები კბილების ფორმებში, ფერსა თუ ზომაში და უკეთ აღიქვას ის ორთოპედიული შედეგი, რომელიც კერამიკული (ფაიფურის) ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღწევა.
შემდეგ ეტაპზე ხდება ფოტოგრაფირება, რომელიც გვეხმარება სახის აგებულებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ, თუ როგორი იქნება სრულყოფილი ვინირები ესთეტიკურად და ფუნქციურად.
ხოლო, საბოლო ეტაპი, უშუალოდ ვინირების დაყენებამდე, არის ციფრული ანაბეჭდის აღება სკანერის საშუალებით. ამ დროს ხდება ცალკეულ კბილებზე დატვირთვის გამოვლენა და მომავალი კბილების ფორმის დამუშავება.
კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია გავითვალისწინოთ:
“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში” თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული გარემო. ჩვენი გუნდის პროფესიონალები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან ვინირების საშუალებით მიიღოთ სასურველი ვიზუალური ეფექტი.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად