სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
24 ნოემბერი 2022
„სიბრძნის კბილი“ კბილთა მწკრივის ბოლო, ანუ მე-8 კბილია. სიბრძნის კბილები ადამიანს ზრდასრულობის პერიოდში (მაშინ, როცა ადამიანის ფიზიკური ჩამოყალიბების პროცესი დასასრულის ეტაპზეა) 17 დან 25 წლამდე ამოეჭრება. ზრდა-განვითარების ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში, სიბრძნის კბილები 25 წლის ასაკისათვის, ყბის ძვლიდან, უკვე ამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად, სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორების გამო, ადამიანს სიბრძნის კბილების მხოლოდ ნაწილი ამოეჭრება ან და ისინი საერთოდ არ ამოდის. შემთხვევებს, როდესაც სიბრძნის კბილები ყბის ძვალში რჩება და ნაწილობრივადაც კი არ ხდება მათი ამოჭრა მედიცინაში რეტენცია ეწოდება. სიბრძნის კბილი, როგორც წესი, უფუნქციოა და ღეჭვის პროცესში პრაქტიკულად არ იღებს მონაწილეობს.
ადამიანის განვითარების ევოლუციურმა პროცესებმა, ყბის ძვლების ზომის შემცირება გამოიწვია. ამასთან ერთად ადამიანს საკვები ნივთიერებების მისაღებად აღარ სჭირდება დიდი რაოდენობით უმი ხორცის დაქუცმაცება. ევოლუციის შედეგად, ადამიანმა დაკარგა სიბრძნის კბილების გამოყენების აუცილებლობა და ჩვენი ყბის ძვალიც სწორედ ამ ახალ რეალობას მოერგო. თანამედროვე ეპოქის ადამიანის პირის ღრუში აღარ დარჩა „სიბრძნის კბილების“ ზრდა-განვითარებისათვის საკმარისი ადგილი. სწორედ ამიტომ, სიბრძნის კბილები უმეტესწილად ყბის ძვალში რჩება ან მხოლოდ ნაწილობრივ ამოიჭრება. ეს არაჯანსაღი პროცესია და იგი აზიანებს კბილის ირგვლივ ქსოვილებს და იწვევს მათ ანთებას - ე.წ. პერიკორონიტს. კბილის გარშემო რბილი ქსოვილების (ღრძილების) ანთებას ახასიათებს ძლიერი ტკივილი და ყბის ძვლის მოძრაობის (გაღება-დახურვა) შეზღუდვა.
ხშირია შემთხვევები, როცა პირის ღრუს პარამეტრებიდან გამომდინარე, სიბრძნის კბილების ამოჭრას თან ახლავს კბილთა მწკრივის არევა და ყალიბდება არასწორი თანკბილვა. სწორედ ამიტომ, იმ პაციენტებს, რომელთაც სურთ ბრეკეტ-სისტემებით კბილების გასწორება, ორთოდონტები სიბრძნის კბილების ამოღებას ურჩევენ.
სიბრძნის კბილები ხელს უშლის, ასევე, პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებასაც. ყოველდღიური მოვლისას ისინი ჯაგრისითა თუ ირიგატორით რთულად მისადგომია, შესაბამისად დიდ პრობლემას წარმოადგენს მათი გაწმენდა და მეშვიდე და მერვე კბილს შორის სივრცის საკვების ნარჩენებისგან გათავისუფლება. კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგაც კი მე-8 კბილის ზონაში რჩება საკვების ნარჩენები რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. აღნიშნულ შემთხვევებში მაღალია კარიესის, პაროდონტიტისა და ძვლის დაზიანებების განვითარების რისკი.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ექიმს თუ გაწუხებთ სიბრძნის კბილთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიღოს თავად სტომატოლოგმა ან ყბა-სახის ქირურგმა, სირთულის მიხედვით. პროცედურამდე კეთდება ადგილობრივი ანესთეზია, რათა გაუტკივარდეს კბილის ირგვლივ ქსოვილები. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით რთული რეტენციული კბილების ამოღებისას ან პაციენტის მაღალი შფოთვის დროს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სედაცია ან მოხდეს სიბრძნის კბილის ამოღება ნარკოზით. ნარკოზის გამოყენება საშუალებას აძლევს პაციენტს, არ იგრძნოს არანაირი დისკომფორტი პროცედურის განმავლობაში. გადაწყვეტილება ანესთეზიაზე მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პროცედურის სირთულის გათვალისწინებით.
"ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" მსგავსი ოპერაციების დროს იყენებენ თანამედროვე ტექნიკასა და მასალებს, რაც უზრუნველყოფს პროცედურის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები და დაჩქარდეს შეხორცების პროცესი. აღდგენის პერიოდში მოსალოდნელია მცირე შეშუპება, ტკივილი და სისხლდენა, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია მედიკამენტებისა და ცივი კომპრესების საშუალებით. რეკომენდებულია რბილი საკვების მიღება და პირის ღრუს ჰიგიენის ფრთხილად დაცვა. მოერიდეთ მოწევას, ალკოჰოლს და მყარ საკვებს რამდენიმე დღის განმავლობაში. ექიმი მოგაწვდით დეტალურ ინსტრუქციებს, თუ როგორ მოუაროთ ჭრილობას სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ.
სიბრძნის კბილის ამოღების ფასი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სიბრძნის კბილის ამოღების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კბილის მდებარეობაზე, ამოღების სირთულეზე (რეტენცია, ნახევრად რეტენცია), საჭირო ანესთეზიის ტიპზე (ადგილობრივი, ნარკოზი) და ქირურგის კვალიფიკაციაზე. რეკომენდებულია წინასწარი კონსულტაცია სტომატოლოგთან, რათა დეტალურად შეფასდეს თქვენი შემთხვევა.
"ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, ხოლო მომსახურების ფასი, ხარისხთან შედარებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.
შეიძლება დაგაინტერესოთ:
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად