რა უნდა ვიცოდეთ სიბრძნის კბილების შესახებ
24 ნოემბერი 2022
„სიბრძნის კბილი“ კბილთა მწკრივის ბოლო, ანუ მე-8 კბილია. სიბრძნის კბილები ადამიანს ზრდასრულობის პერიოდში (მაშინ, როცა ადამიანის ფიზიკური ჩამოყალიბების პროცესი დასასრულის ეტაპზეა) 17 დან 25 წლამდე ამოეჭრება. ზრდა-განვითარების ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში, სიბრძნის კბილები 25 წლის ასაკისათვის, ყბის ძვლიდან, უკვე ამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად, სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორების გამო, ადამიანს სიბრძნის კბილების მხოლოდ ნაწილი ამოეჭრება ან და ისინი საერთოდ არ ამოდის. შემთხვევებს, როდესაც სიბრძნის კბილები ყბის ძვალში რჩება და ნაწილობრივადაც კი არ ხდება მათი ამოჭრა მედიცინაში რეტენცია ეწოდება. სიბრძნის კბილი, როგორც წესი, უფუნქციოა და ღეჭვის პროცესში პრაქტიკულად არ იღებს მონაწილეობს.
ადამიანის განვითარების ევოლუციურმა პროცესებმა, ყბის ძვლების ზომის შემცირება გამოიწვია. ამასთან ერთად ადამიანს საკვები ნივთიერებების მისაღებად აღარ სჭირდება დიდი რაოდენობით უმი ხორცის დაქუცმაცება. ევოლუციის შედეგად, ადამიანმა დაკარგა სიბრძნის კბილების გამოყენების აუცილებლობა და ჩვენი ყბის ძვალიც სწორედ ამ ახალ რეალობას მოერგო. თანამედროვე ეპოქის ადამიანის პირის ღრუში აღარ დარჩა „სიბრძნის კბილების“ ზრდა-განვითარებისათვის საკმარისი ადგილი. სწორედ ამიტომ, სიბრძნის კბილები უმეტესწილად ყბის ძვალში რჩება ან მხოლოდ ნაწილობრივ ამოიჭრება. ეს არაჯანსაღი პროცესია და იგი აზიანებს კბილის ირგვლივ ქსოვილებს და იწვევს მათ ანთებას - ე.წ. პერიკორონიტს. კბილის გარშემო რბილი ქსოვილების (ღრძილების) ანთებას ახასიათებს ძლიერი ტკივილი და ყბის ძვლის მოძრაობის (გაღება-დახურვა) შეზღუდვა.
ხშირია შემთხვევები, როცა პირის ღრუს პარამეტრებიდან გამომდინარე, სიბრძნის კბილების ამოჭრას თან ახლავს კბილთა მწკრივის არევა და ყალიბდება არასწორი თანკბილვა. სწორედ ამიტომ, იმ პაციენტებს, რომელთაც სურთ ბრეკეტ-სისტემებით კბილების გასწორება, ორთოდონტები სიბრძნის კბილების ამოღებას ურჩევენ.
სიბრძნის კბილები ხელს უშლის, ასევე, პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებასაც. ყოველდღიური მოვლისას ისინი ჯაგრისითა თუ ირიგატორით რთულად მისადგომია, შესაბამისად დიდ პრობლემას წარმოადგენს მათი გაწმენდა და მეშვიდე და მერვე კბილს შორის სივრცის საკვების ნარჩენებისგან გათავისუფლება. კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგაც კი მე-8 კბილის ზონაში რჩება საკვების ნარჩენები რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. აღნიშნულ შემთხვევებში მაღალია კარიესის, პაროდონტიტისა და ძვლის დაზიანებების განვითარების რისკი.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ექიმს თუ გაწუხებთ სიბრძნის კბილთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
- გინგივიტი ან პერიოდონტალური დაავადება - ამ დროს ნადები იწყებს ტოქსინების გამოყოფას და საფრთხის ქვეშ ექცევა მთლიანად პირის ღრუ. ანთებითი პროცესის დაწყებისას პირის ღრუს რბილი ქსოვილები ღიზიანდება, შედეგადაც ღრძილები წითლდება, სივდება და ხდება მტკივნეული. გინგივიტმა და ღრძილების სხვა დაავადებებმა შესაძლებელია დააზიანოს არა მარტო კბილები არამედ ყბის ძვალიც.
- პერიკორონიტი - როდესაც ნადები იწვევს კბილის გარშემო არსებული რბილი ქსოვილის ინფიცირებას.
- კარიესი – მაშინ როცა ნადები იწყებს ემალის საფარის დაზიანებას ვითარდება კარიესი. დროთა განმავლობაში ის აჩენს კბილში ღრმულს, რამაც შეიძლება დააზიანოს გვერდით მყოფი კბილებიც.
- აბსცესი - როდესაც ბაქტერიული ინფექციის შედეგად წარმოქმნილი ჩირქი გროვდება სიბრძნის კბილში ან მის შემომსაზღვრავ ქსოვილში. ეს პროცესი პაციენტისათვის ძალიან მტკივნეულია და ხშირად მას ახლავს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
- კისტები და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - არსებობს ისეთი კლინიკური შემთხვევებიც, როდესაც სიბრძნის კბილმა, რომელიც ვერ ამოჭრის ღრძილს, შეიძლება გამოიწვიოს კისტის ჩამოყალიბება (სითხით სავსე პატარა პარკუჭი).
სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიღოს თავად სტომატოლოგმა ან ყბა-სახის ქირურგმა. პროცედურამდე კეთდება ადგილობრივი ანესთეზია, რათა გაუტკივარდეს კბილის ირგვლივ ქსოვილები. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში მსგავსი ოპერაციების დროს იყენებენ თანამედროვე ტექნიკასა და მასალებს.
"ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, ხოლო მომსახურების ფასი, ხარისხთან შედარებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.
შეიძლება დაგაინტერესოთ: