რა არის სინუს ლიფტინგი?
01 ნოემბერი 2021
სინუს ლიფტინგი, იგივე სუბანტრალური აუგმენტაცია იმპლანტაციის მოსამზადებელ ეტაპად ითვლება. ეს არის ძვლოვან-პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილის საჭირო მოცულობის შექმნა ხდება.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი ძვალი განილევა, შესაბამისად იმატებს ძვლოვანი ქსოვილის დამატების საჭიროება. მას ხშირად მიმართავენ დენტალურ იმპლანტოლოგიაში. დენტალური იმპლანტაცია ნიშავს დანაკლისი კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმას, რომელიც იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და მთლიანად აღადგენს ფუნქციასა და ესთეტიკას. ამ დროს არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში ისმევა იმპლანტი, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას.
როდესაც ადამიანი კარგავს კბილებს და დგება საკითხი მათი იმპლანტებით ჩანაცვლების შესახებ, ხოლო ზედა ყბის წიაღსა და პირის ღრუს შორის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა არასაკმარისა, დგება სინუს ლიფტინგის ( სუბანტრალური აუგმენტაცია) ოპერაციის საჭიროება. იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილის საჭირო მოცულობის არქონა გამოიწვევს იმპლანტის ჰაიმორის ღრუში ჩავარდნას.
თითქმის ყოველი მესამე პაციენტი, რომელიც საჭიროებს იმპლანტაციას, ზედა ყბის გვერდით სეგმენტში ასევე საჭიროებს სინუს ლიფტინგს, (სუბანტრალური აუგმენტაცია) – ძირითადად აღნიშნული მანიპულაციის ჩატარების აუცილებლობა დაკავშირებულია პაციენტის ყბისა და სახის ანატომიურ თავისებურებებთან.
სინუს ლიფტინგის (სუბანტრალური აუგმენტაცია) ოპერაცია
ზედა ყბას გააჩნია 2 დიდი წიაღი. აღნიშნული წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უერთდება ცხვირის ღრუს, მას ეწოდება ზედა ყბის ანუ „ჰაიმორის“ წიაღი. ჰაიმორის წიაღი – ცხვირის წინამდებარე წიაღებში ყველაზე დიდია. მისი დანიშნულებაა – ფილტვებში მიმავალი ჰაერის გათბობა, ხმის რეზონირება და ქალას მასის შემცირება. წიაღის ზომები და ფორმა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია და სწორედ ამ ზონაში ძვლოვანი ქსოვილის საჭირო მოცულობის შესაქმნელად მოგონილ იქნა სინუს ლიფტინგის (სუბანტრალური აუგმენტაცია) ოპერაცია.
სინუს ლიფტინგის ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს ერთდროულად იმპლანტების ჩანერგვასთან ერთად, ან ცალ-ცალკე. პაციენტის არჩევანი დამოკიდებულია ალვეოლური ქედის სიმაღლეზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმპლანტატის პირველადი ფიქსაცია. იმპლანტი უნდა ჩაიძიროს ძვალში ნახევარ სიღრმეზე მაინც (დაახლოებით 5მმ), ასეთ შემთხვევაში იმპლანტაცია შესაძლოა ჩატარდეს ლიფტინგთან ერთად. თუკი ალვეოლური ქედის მოცულობა არ იძლევა იმპლანტის დაფიქსირების საშუალებას და ვერ ფარავს მას ნახევარ სიღრმემდე მაინც (5მმ-ზე ნაკლებია) სასურველია ჩატარდეს ჯერ სინუს ლიფტინგი ცალკე ოპერაციად, ხოლო შემდგომ უკვე იმპლანტაცია.
ძალზედ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კბილების დაკარგვის შემდეგ, ალვეოლური მორჩი განიცდის ატროფიას (მცირდება ზომებში), ხოლო დაშორება პირის ღრუსა და წიაღს შორის უფრო კლებულობს. თუმცა არსებობს ანატომიური თავისებურებები, რომლებიც არ არის დამოკიდებული ძვლოვანი ქსოვილის ატროფიაზე. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში იმპლანტების დროული ჩანერგვაც არ უზრუნველყოფს სინუს ლიფტინგის თავიდან აცილებას.
შეიძლება დაგაინტერესოთ:
გაუტკივარება
უშუალოდ ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ზოგადი გაუტკივარება და ნარკოზი, როგორც წესი არაა საჭირო. საწყის ეტაპზე, პირის ღრუში ზედა ყბის გვერდითა კედელზე, (როგორც წესი საიმპლანტაციო ველის თავზე) კეთდება ზედა ყბის წიაღში შესასვლელი. იგი წარმოადგენს პატარა ფანჯარას, რომელიც კეთდება ფრეზის (ბორი) ან ულტრაბგერის ზემოქმედებით. შესასვლელის გაკეთება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება.
შემდგომ ეტაპზე, სპეციალური იარაღების საშუალებით ფრთხილად ხდება ლორწოვანის აწევა, რითაც მის ქვეშ ვქმნით თავისუფალ სივრცეს.
სინუს ლიფტინგის ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს – სწორად შერჩეული იარაღები და კარგი მხედველობის არე.
შემდგომი ეტაპი შექმნილი სივრცის ოსტეოპლასტიური მასით ამოვსებაა. ამ მიზნით იხმარება აუტოძვალი, ხელოვნური ძვალი, ბიოძვალი ან ალოძვალი. შექმნილი ფანჯარა იხურება ბარიერული მემბრანით. შემდგომ საოპერაციო ველი იხურება და იკერება.
სინუს ლიფტინგის (სუბანტრალური აუგმენტაცია) ოპერაციის უკუჩვენებები
სინუს სინუს ლიფტინგის (სუბანტრალური აუგმენტაცია) ოპერაციის ჩატარებას თან სხვადასხვა სახის გართულება არ ახლავს და ძირითადად პაციენტებს ახასიათებთ ზედა ყბის წიაღის ტკივილი რამოდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.